სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    07.07.2019

     უკრაინული მედიის ინფორმაციით, მალაიზიური „ბოინგის" ჩამოგდების საქმეზე რუს გენერალს და კიდევ 3 პირს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბრალი წაუყენა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ეს საკითხი რუსეთისთვის ძალიან სერიოზული იქნება, რადგან დიდი ალბათობით შესაძლოა შეიქმნას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს სპეციალური ჯგუფი, რომელიც კრემლის მაღალჩინოსნების სერიოზულ სამართლებრივ დევნას განახორციელებს.

    „რამდენადაც ვიცი, უკრაინელებმა სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებიდან, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სპეცოპერაციის შედეგად, ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეც კი გადმოიყვანეს, რომელიც იმ დროს (როგორც უკრაინელები ამტკიცებენ) უშუალოდ ემსახურებოდა იმ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, რომლითაც მოხდა ბოინგის ჩამოგდება, სხვათა შორის, ეს ბოინგი იყო ჰოლანდიური, რომელიც მალაიზიაში გაიგზავნა.

    „რა თქმა უნდა, ეს თემა ძალიან სერიოზული იქნება რუსეთის ფედერაციისათვის, ეს საკითხი ალბათ გავა გაეროს ასამბლეის უშიშროების საბჭოზე, შეიძლება შეიქმნას სპეციალური ჰააგის ტრიბუნალი.

    "საბჭოთა კავშირმა ანალოგიური ქმედება განახორციელა 1983 წლის 1 სექტემბერს, ჩამოაგდო სამხრეთ კორეული ბოინგი, მაშინ 280 დამიანი დაიღუპა, მაგრამ მაშინ არ არსებობდა საერთაშორისო სამართლის მძლავრი ინსტიტუტი - ჰააგის ტრიბუნალი და იმ დროს უბრალოდ საბჭოთა კავშირზე გამოცხადდა სრული ეკონომიკური ბლოკადა, დაუწესდა სანქციები, მათ შორის საბჭოთა სპორტსმენები არ დაუშვეს ამერიკაში ჩატარებულ ოლიმპიადაზე, ანუ სერიოზული ბლოკადა იყო, სერიოზული სანქციებით და ფაქტიურად სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა საბჭოთა კავშირი.

    „დღეს ამ ფაქტმა, შეიძლება გამოიწვიოს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც აი ამ კონკრეტულ შემთხვევას განიხილავს და რა თქმა უნდა, დამნაშავეებს დასჯის საერთაშორისო სამართლის მიხედვით, შესაბამისად, თუ გამოვლინდა კრემლის უშუალო მონაწილეობა, შეიძლება ამან კიდევ უფრო გამოიწვიოს რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების გაძლიერება და რუსეთის კონკრეტული მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დევნის დაწყება უკვე ჰააგის სპეციალური ტრიბუნალის მიერ." - ამბობს ექსპერტი

    ექსპერტისვე თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც რუსეთმა შესაძლოა თავის დანაშაული უკრაინას გადააბრალოს, მაგრამ თუ მოხდა დამნაშავეების სერიოზული კუთხით სისხლის სამართლებრივი დევნა, მაშინ ეს რუსეთისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

    „რუსეთმა შესაძლოა ეს ყველაფერი უკრაინას გადააბრალოს. კრემლმა არაერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით, საინფორმაციო პროპაგანდა თუ სხვადასხვა ქმედებები, ეს კრემლის ქცევაა, მაგრამ რეალურად ამას სჭირდება რუსული მაღალჩინოსნების უკვე სერიოზული პერსონალური დევნის სისხლის სამართლებრივი საკითხი, ერთ-ერთი პირველი სამხედრო ლიდერიც დაფიქსირებულია, რომელიც ახლა რუსეთში აფარებს თავს, ასე რომ, ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა რუსეთის დღევანდელი რეჟიმისათვის."-ამბობს მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

    შეგახსენებთ, რომ მალაიზიური „ბოინგი" დონეცკის ოლქის თავზე 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298-ივე ადამიანი დაიღუპა. ამ საქმეზე კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბრალი წაუყენა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს გენერალ-მაიორს სერგეი დუბინსკის, ბოევიკების ერთ-ერთ ლიდერს იგორ გირკინს, პოლკოვნიკ ოლეგ პულატოვს და უკრაინის მოქალაქეს ლეონიდ ხარჩენკოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ჯიმი ლევი   (10.07.2019)
    უკრაინამაც ჩამოაგდო ისრაელის თვითმფრინავი. მაგრამ რა შუაშია ეხლა ეს, ვინ ვისი რა ჩამოაგდო. ფაქტია, რომ ის დედამოტყნული რისი სამხედროები არც უნდა ყოფილიყვნენ იქ და არც არაფერი უნდა ჩამოეგდოთ, გინდა ბრძოლაში მონაწილე უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ყოფილიყო. პ.ს. ფაქ რაშა!

    kako   (07.07.2019)
    xo ra rato avickdebat amerikis cudi sakmeebi.

    ლაშა გომართელი   (07.07.2019)
    ამერიკამაც ჩამოაგდო ირანის სამგზავრო თვითმფრინავი აბა გაიხსენეთ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved