სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    05.07.2019

     კიევის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობას" მიეცემა უფლება მიიღოს მონაწილეობა უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, და უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი ბიულეტენების დაბეჭდვა დააევალა.

    უკრაინის ცეცკოს თავმჯდომარე ტატიანა სლიპაჩუკმა კი განაცხადა, რომ ცესკო ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

    „ამ გადაწყვეტილების სამართლებრივ ასპექტებზე კომენტარის გაკეთება ძნელია, მაგრამ მე მოგახსენებთ, რომ თუ ეს ქმედება მიზნად ისახავს არჩევნების ჩაშლას, მაშინ ყველა ოფიციალური ქმედება წინასწარ გახდება ცნობილი... ცესკო ამ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდება და არჩევნების ჩასატარებლად მოქალაქეთა უფლება დაიცვას," - გამაცხადა სლიპაჩუკმა.

    არჩევნების ჩაშლის საფრთხეზე ჯერ კიდევ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დიმიტრი რაზუმკოვმა ტელეარხ „1+1"-ის ეთერში ისაუბრა და განმარტა, რომ რადას არჩევნებში „ახალი ძალების მოძრაობის" მონაწილეობის გამო, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების ხელახლა დაბეჭდვა უწევს და დანიშნული საპარლამენტო არჩევნები სააკაშვილის პარტიისა და მისი პოლიტიკური მოძრაობის გამო შესაძლოა ჩაიშალოს.

    „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის წაყენებულმა მოთხოვნამ - ჩართოს საარჩევნო პროცესში მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა" და ხელახლა დაბეჭდოს ბიულეტენები - შეიძლება საპარლამენტო არჩევნების დანიშნული თარიღისათვის ჩაშლა გამოიწვიოს", - თქვა დიმიტრი რაზუმკოვმა.

    რაზუმკოვმა „1+1"-თან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო სიტუაციაში გაერკვევა და კანონიერ, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან 5 მილიონი ბიულეტენი უკვე დაბეჭდილია, რაშიც სახელმწიფოს ფულია გადახდილი. რაზუმკოვის თქმით კი ბიულეტენების ხელახალი დაბეჭდვისთვის ბიუჯეტში სახსრები არ არის გათვალისწინებული.

    უკრაინაში ცენრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის 5,2 მილიონი ბიულეტენი უკვე დაბეჭდა, რაც არჩევნებისათვის საჭირო ბიულეტენების საერთო რაოდენობის 20%-ია. „ახალი ბიულეტენების ბეჭდვისთვის აუცილებელია გამოიყოს ბიუჯეტიდან თანხა, საარჩევნო სიაში ჩასვან პოლიტიკური პარტიები, დაბეჭდონ ბიულეტენები და მიაწოდონ ყველა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიას, 21 ივლისამდე კი ამ ყველაფრის მოსწრება ფიზიკურად შეუძლებელია," - აცხადებენ უკრაინის ცესკოში.

    შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს არის დანიშნული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved