სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    04.07.2019

     „ჩვენ შეგვიძლია ვთხოვოთ რუსეთს, რომ მან დაგვიცვას. მას გააჩნია ბირთვული ქოლგა, ჰიპერხმოვანი იარაღი და ა.შ. მაგრამ თქვენ გინდათ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა, რომ მან დაგიცვათ? - არა, ხომ?! კი ბატონო, მეც არ მინდა," - ეს განცხადება ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გუშინ ერთ-ერთ საჯარო გამოსვლის დროს გააკეთა, როდესაც ის ჯარში სავალდებულო გაწვევაზე საუბრობდა.

    ლუკაშენკო აცხადებს, რომ სავალდებულო გაწვევას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს ქვეყნის შიგნით, თუმცა ისინი ვერ აცნობიერებენ, ვინ უნდა იყოს ქვეყნის დამცველი იმ შემთხვევაში, თუკი ხალხი ჯარში არ წავა.

    ამ შემთხვევაში ლუკაშენკო სამ ჰიპოტეტურ ვარიანტს სთავაზობს ოპონენტებს.

    პირველი ვარიანტია, რომ უკრაინას ნატო დაიცავს: „ძალიან რომ მოვითხოვოთ, ნატო ჩვენ ამას შეგვპირდება და ისინი, რომლსაც ინტერნეტში ახლა დიდი ამბავი აქვთ ატეხილი, დიდი სიამოვნებით მიიღებენ ამ პირობას. თქვენ გინდათ ეს ვარიანტი? მე არა," - განაცხადა ლუკაშენკომ.

    „მეორე ვარიანტი არის, რუსეთის შემადგენლობაში თუ შევალთ," - თქვა პრეზიდენტმა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ მას არ სურს რუსეთმა დაიცვას ისევე, როგორც არც სხვებს.

    „თქვენ გინდათ რუსეთის შემადგენლობაში, რომ რუსეთმა დაგიცვათ? - არა ხომ?! მეც არ მინდა," - თქვა ლუკაშენკომ.

    მისი თქმით, მესამე ვარიანტი, ეს არის როდესაც ბელორუსები საკუთარ თავს თვითონ დაიცავენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×