სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.02.2019

     უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მანამ, სანამ რუსეთი უკრაინელ მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს, ვაშინგტონი მოსკოვთან ყველანაირ მოლაპარაკებებს წყვეტს.

    „მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე მე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ რუსეთის მიერ უკრაინელი მეზღვაურებისადმი განხორციელებული აგრესიული ქმედების მიერ, მასთან ყველა სახის ოფიციალური შეხვედრა გააუქმა. შეხვედრები იქამდე არ აღდგება, სანამ რუსეთი უკრაინელ მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს", -განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

    უკრაინელი მეზღვაურები რუსმა მესაზღვრეებმა 2018 წლის 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში დააკავეს, სწორედ მაშინ, როდესაც სამმა უკრაინულმა გემმა აზოვის ზღვაში შეცურვა სცადა.

    რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური ამტკიცებს, რომ გემები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გაუფრთხილებლად იმყოფებოდნენ, რის გამოც რუსმა სამხედროებმა ქარავანს ცეცხლი გაუხსნეს.

    ამის შემდგომ, სამივე გემის ეკიპაჟი, სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით, დააკავეს.

    მარიამ ბოლქვაძე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved