სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    14.02.2019

     როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის დღევანდელი მდგომარეობა გვიჩვენებს, გაერო-ს უშიშროების საბჭო სათანადოდ ვერ პასუხობს მსოფლიოს რეალიებს. ამის გამო ყაზახეთი გამოდის ორგანიზაციის ტრანსფორმაციის ინიციატივით, რათა ის უფრო ეფექტურ სტრუქტურად იქცეს კონფლიქტების აცილებისა და პრევენციის არსებული ინსტრუმენტების უფრო ფართოდ გამოყენების გზით.

    აყაზახეთმა უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრობა დაასრულა მნიშვნელოვანი შედეგებით - 2017-18 წლების პერიოდში ქვეყანამ მაქსიმუმი გააკეთა, რათა გაძლიერებულიყო ორგანიზაციის პოზიციები, როგორც გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის მთავარი რეგულატორის.

    უშიშროების საბჭოში ყაზახეთის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი რეზულტატი ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პრევენციული პოლიტიკის გაფართოება გახდა.

    აყაზახეთის ინიციატივით, რეკომენდაციებიდან უშიშროების საბჭო გადავიდა პოლიტიკურ განცხადებებზე და პირველი მათგანი გახდა უშიშროების საბჭოს თავჯდომარის უნიკალური განცხადება - დოკუმენტი, სადაც პირველად იყო შესული მასობრივი განადგურების იარაღის პრობლემები. გარდა ამისა, ეს დოკუმენტი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: გაფრთხილება, პრევენციული განლაგება, შუამავლობა, მშვიდობის მხარდაჭერა, განუვრცელებლობა, აგრეთვე, პოსტკონფლიქტური მშვიდობის მშენებლობა.

    როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთი გახდა მეოთხე სახელმწიფო მსოფლიოში ატომური იარაღის პოტენციალით. თუმცა 1992 წელს რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიიღო შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება - მასობრივი განადგურების იარაღზე სრული უარის თქმა. შედეგად, ყაზახეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ნებაყოფლობით უარი განაცხადა ატომურ ამბიციაზე.

    გარდა ამისა, ყაზახეთმა აქტიური მონაწილეობა მიიღო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ ტერორიზმისგან თავისუფალი სამყაროს მშვიდობის მისაღწევი ქცევის კოდექსის შემუშავებაში. შეთავაზებული დოკუმენტი აღიარებულ იქნა, როგორც გაეროს სისტემის გაძლიერების მნიშვნელოვანი მოვლენა ტერორიზმთან ბრძოლაში, რომელსაც ხელი მოაწერა 70-ზე მეტმა სახელმწიფომ.

    აყაზახეთის თავმჯდომარეობის პერიოდში 2018 წლის იანვარში ორგანიზებულ იქნა 2010 წლის შემდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს დეელეგაციის პირველი გასვლითი მინდვრის მისია ავღანეთში, რის შედეგადაც საბჭოს თავმჯდომარემ შეიმუშავა განცხადება. აღნიშნული დოკუმენტი ხაზს უსვამს ავღანეთსა და ცენტრალურ აზიაში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

    ამასთანავე, ყაზახეთი გამოვიდა ინიციატივით გაერო-ს უფრო გავლენიან და ეფექტურ ორგანიზაციად ტრანსფორმაციის შესახებ, რომლის ხელშიც უნდა იყოს კონცენტრირებული პოტენციურად შესაძლებელი კონფლიქტების თავიდან აცილების მექანიზმები და საერთაშორისო დაძაბულობის დეესკალაცია.

    არსებული სირთულეების არსებობა საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე სისტემაში განპირობებულია იმითაც, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები უარს აცხადებენ ახალი ძალის ცენტრების აღიარებაზე. უპირველეს ყოვლისა, საუბარია მსოფლიოს ეკონომიკასა და პოლიტიკაზე განვითარებადი სექტორის ზეგავლენის ზრდაზე.

    ასეთ პირობებში ასტანა აუცილებლად მიიჩნევს საბჭოს მუდმივი წევრების რაოდენობისა და შემადგენლობის გაზრდას, მასში მსოფლიოს ყველა რეგიონის წარმომადგენლების ჩართვის შესაძლებლობით. ამას გარდა, ქვეყანა მხარს უჭერს პაკეტურ რეფორმირებას, რომლის ფარგლებშიც განიხილება ვეტოს უფლებისა და გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოს შორის ურთიერთკავშირის საკითხები.

    აყაზახეთის მხრიდან ამგვარი პოზიციის ნათელი გამოვლინება იყო უშიშროების საბჭოს მიერ ახლო აღმოსავლეთის, სირიისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხების მიმართ გადაწყვეტილებების გამომუშავება. ამასთან ერთად, ეს იყო დემონსტრირება, რომ განვითარებადი სამყარო შეიძლება გახდეს საპირწონე ძალა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების (აშშ, რუსეთი) გეოპოლიტიკური ინტერესების ლობირების წინააღმდეგ.

    კონკრეტულად კი, აშშ-ს მხრიდან ფხენიანზე სანქციების გაძლიერების ლობირების მიუხედავად, ყაზახეთი გამოვიდა წინადადებით, შექმნილიყო საგზაო რუკა ჩრდილოეთ კორეის ატომური იარაღისგან გასათავისუფლებლად. ამან შესაძლებელი გახადა, მსოფლიოს წამყვან ატომურ ქვეყნებს ნათლად აღექვათ ჩრდილოეთ კორეისთვის გარანტიების მიცემის აუცილებლობა.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასტანამ, აშშ-ს პოზიციის მხარდაჭერაზე უარის თქმის პარალელურად, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვდა, ასევე არ დაუჭირა მხარი მოსკოვის წინადადებას ფხენიანზე სანქციების წნეხის შემცირების შესახებ.

    აქტუალური საერთაშორისო პრობლემის გადაწყვეტის ასეთმა მიდგომამ დაარწმუნა გარე აქტორები, რომ სანქციების თემასთან დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, როდესაც გადაიდგმებოდა კონკრეტული ნაბიჯები სიტუაციის დასარეგულირებლად კორეის ნახევარკუნძულზე.

    უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა წამოაყენა წინადადება ქვეყნების სამხედრო ბლოკებად დაყოფაზე უარის თქმის შესახებ, რადგანაც "მათი არსებობა ხდება უაზრო და მაპროვოცირებელი". მისი ღრმა რწმენით, ჩრდილოეთ კორეის ატომური პრობლემის დარეგულირება მხოლოდ სისტემურ დიალოგსა და პოლიტიკურ ნდობას შეუძლია.

    აკორდას კიდევ ერთ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს სირიის კრიზისთან მიმართებაში აშშ-სა და რუსეთის პოზიციების დაბალანსება. ამ საკითხში ყაზახეთმა ასევე დაიკავა ნეიტრალური პოზიცია, რამაც არ მისცა საშუალება რომელიმე მხარეს, გაეტანა თავის ინტერესები.

    კონკრეტულად კი, ყაზახეთმა განვითარებადი სამყაროს სახელით არ დაუჭირა მხარი აშშ-ს რეზოლუციას, შექმნილიყო ახალი მექანიზმი სირიაში ქიმიური შეტევების გამოსაძიებლად. ამის პარალელურად, თავი შეიკავა რუსეთის რეზოლუციაზე, რომელიც "სირიის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეჩერებას" ითხოვდა.

    აყაზახეთის პოზიცია სირიის კრიზისის დარეგულირებაში მხოლოდ პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. ამ საკითხში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შიდასირიული მოლაპარაკების ასტანის ფორმატში გამართვას, სადაც პირველად გახდა შესაძლებელი მოლაპარაკებათა მაგიდაზე სირიის ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და შეიარაღებული ოპოზიციის ერთად დასმა და პირდაპირი დიალოგი. ამ პროცესს აგრეთვე შეუერთდნენ ქვეყანა-გარანტორები: რუსეთი, თურქეთი და ირანი. აშშ კი გამოდის დამკირვებლის სტატუსით.

    აყაზახეთის მაგალითმა, როგორც უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრისა, ცხადყო, რომ განვითარებადი სამყაროს გავლენიანი ქვეყნების მსოფლიო წესრიგის მართვის პოლიტიკაში ჩართვა არამარტო ზრდის კონფლიქტების დარეგულირების პროცესის ეფექტურობას, არამედ მთლიანობაში ცვლის მიდგომას მსოფლიოს ახალი სურათის აღსაქმელად.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved