სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    12.02.2019

     ნორვეგიაში მოღვაწე პოლონელი დიპლომატი სლავომირ კოვალსკი 11 თებერვალს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიპლომატისთვის შეუფერებელი ქცევისა და ძალადობისთვის" პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. თავის მხრივ, ზუსტად იგივე გააკეთა პოლონეთის ხელისუფლებამ და პოლონეთში მოღვაწე ნორვეგიელ დიპლომატს მისცა ერთი კვირა ქვეყნის დატოვებისთვის.

    „ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ მისი ქცევა შეუთავსებელია დიპლომატის როლთან და სტატუსთან", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა კრისტინ ენსტადმა.

    ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ელჩთან დაკავშირებით მათთან არაერთი საჩივარია შესული. კოვალსკის ბრალს სდებენ ნორვეგიელ საჯარო მოხელეებზე მუქარასა და ფიზიკურ ძალადობას. ასევე ადგილობრივი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას - მან არაერთხელ თქვა უარი პოლიციის მოთხოვნის შესრულებაზე.

    აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 16 იანვარს მიმართა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვეყნიდან კოვალსკის გაწვევის თხოვნით. თუმცა, პოლონეთის საგარეო უწყებამ ამაზე უარი თქვა, რის გამოც კოვალსკი 11 თებერვალს ნორვეგიაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

    კოვალსკი იმითაა ცნობილი, რომ აქტიურად მუშაობდა ნორვეგიაში მყოფი პოლონელ ემიგრანტთა უფლებების დაცვაზე და სწორედ ამ საკითხების გამო ჰქონდა ძალიან დაძაბული ურთოერთობა სოციალურ სამსახურებთან. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში მყოფი ემიგრანტების უმეტესობას საწორედ პოლონელები წარმოადგენენ.

    სლავომირ კოვალსკის არაერთხელ მოსვლია კონფლიქტი ნორვეგიის სახელმწიფო სოციალურ სამსახურ „ბარნევარნის" თანამშრომლებთან, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ.

    პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შიმონ შინკოვსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერს, რომ ნორვეგიის მიერ კოვალსკის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადება უსაფუძვლოა და ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავლი ნორვეგიელი დიპლომატისთვის პოლონეთის დატოვების მოთხოვნაა, „რაც დაუყოვნებლივ შესრულდება".

    „ნორვეგიის ხელისუფლებამ ელჩი სლავომირ კოვალსკი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, რაც მას თავისი ვალდებულებების შესრულების გაგრძელებაში უშლის ხელს. ამ სიტუაციაში ერთადერთ შესაძლებელ გადაწყვეტილებად, ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა მიგვაჩნია", - დაწერა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved