სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    11.07.2018

     ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან არსებული საცობის გამო, რომელიც რამდენიმე კილომეტრზეა გაჭიმული, ხილითა და სხვა პროდუქტებით დატვირთული სატვირთოების მძღოლები პანიკაში არიან.

    „კავკაზ პლუსის" ცნობით, სომხეთში ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა დაიწყეს საკუთარი პრეტენზიების საჯაროდ გამოთქმა და მოთხოვნა იმისა, რომ საქართველომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სომხური სატვირთოები ურიგოდ გაუშვას.

    სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს პრესმდივნის ანაიტ არაკელიანის განცხადებით, არსებული პრობლემა გამოიწვია საქართველოს საზღვაზე ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვამ, რაც გულისხმობს საბაჟო პროცედურების გასაგრძელებლად ბილეთების დაჯავშნას (ელექტრონული რიგი).

    სომხური გაზეთი „ჯამანაკი" წერს, რომ ავტომობილები ქართული, რუსული და აზერბაიჯანული სარეგისტრაციო ნომრებით უპრობლემოდ კვეთენ საზღვარს, ხოლო სომხურნომრიანები საათობით დგანან საბაჟოზე.

    თუმცა საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, მათ უკვე გააფრთხილეს მძღოლები, რომ ზემო ლარსის გადაკვეთისას პრიორიტეტული მსუბუქი ავტომობილები იქნება. აქედან გამომდინარე, ქართული, რუსული, აზერბაიჯანული და სომხური მსუბუქი ავტომობილები უპრობლემოდ კვეთენ საზღვარს, ხოლო სატვირთოები - როგორც სომხური, ასევე ქართული, რუსული და აზერბაიჯანული - ერთნაირად ელოდებიან საკუთარ რიგს.

    5 ივლისს სასაზღვრო პუნქტზე მივიდა საქართველოში არსებული სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც შეხვდნენ ტერმინალის ხელმძღვანელებს. საუბრისას აღინიშნა, რომ არსებული საცობი სომხურის გარდა, ქართულ სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხო.

    ამჟამად, სომხეთი ცდილობს, დაარწმუნოს საქართველო იმაში, რომ ქვეყანამ მისცეს სომხეთს უფლება ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტრანზიტის განსახორციელებლად. სომხეთს სურს, რომ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და სეპარატისტული აფხაზეთის გავლით შეიყვანოს რუსეთში.

    თუმცა, სულ უკანასკნელი ცნობებით, სიტუაცია დღეს მნიშვნელოვნად შემსუბუქდა, რადგან მალფუჭებადი პროდუქტით დატვირთულ სატვირთოებს ურიგოდ გასვლის ნებართვა მისცეს, რის გამოც სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, რომელიც ამ საკითხს უშუალოდ კურირებს, საქართველოს მადლობა გადაუხადა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved