სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    11.07.2018

     აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განჯაში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პოლიციის ორი ოფიცერი სასიკვდილოდ დაიჭრა.

    აქციის მიმდინარეობისას პოლიციის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს მოქალაქეები, რომ აქცია უკანონო იყო და სასწრაფოს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ მონაწილეებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რასაც საბოლოოდ განჯის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოლკოვნიკ ილგარ ბალაკიშიევისა და ნიზამინის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოლკოვნიკ-ლეიტენანტ სამერ აბასსოვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    სამშაბათს 150-200 კაციანმა რადიკალურმა რელიგიურმა ჯგუფმა სცადა არასანქცირებული საპროტესტო აქციის გამართვა რუსეთის მოქალაქის იუნის საფაროვის მხარდასაჭერად, რომელიც ეჭვმიტანილია 3 ივლისს განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელ ელმარ ველიევზე თავდასხმის ორგანიზებაში.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

    აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის აქციის 40-მდე წევრი დაკავებული.

    შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს ქალაქ განჯის მერზე თავდასხმის შემდგომ მაღალჩინოსანი მძიმედ დაიჭრა, ხოლო მისი მცველი კი დაიღუპა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved