სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    21.12.2017

     უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებამ შეიძლება რეგიონში რუსეთის პოზიციები გააძლიეროს.

    “აშშ-თურქეთის ურთიერთობის დაძაბვა რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს საკუთარი ინტერესების გასაძლიერებლად. ამასთან, მოსკოვმა უკვე დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ის ურთიერთობებს ავითარებს ეგვიპტესთან, ლიბიასთან, სუდანთან და უკვე ერევა იმ სფეროებში, რაც აქამდე ამერიკული გავლენის ზონა იყო. ანუ, რუსეთმა გამოიყენა ეს ვითარება და რეგიონში პოზიციების გაძლიერება დაიწყო. 

    "აქ ასევე მნიშვნელოვანია მეორე მომენტი: ამ ვითარებაში შესაძლოა გააქტიურდნენ ისეთი ჯგუფები, როგორიცაა ისლამური სახალიფო. შესაბამისად, შეიძლება კიდევ ახალი იმპულსი მიეცეს ისლამური სახელმწიფოს აღორძინებას. იმიტომ, რომ დაეში უკვე გააქტიურდა ისრაელის წინააღმდეგ და ის თავის მტრად გამოაცხადა.

    "მეტიც, მან უკვე განახორციელა სინაის ნახევარკუნძულიდან შეტევები ისრაელის ტერიტორიაზე და შესაძლოა ამ სიტუაციით ისარგებლონ”, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved