სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    19.12.2017

     "უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას აქვს უფლება შეიძინოს სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება იმისათვის, რომ აგრესიისგან თავი დაიცვას", - განაცხადა ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

    გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, პეტრე ილიჩოვმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული და კანადური იარაღის შეტანა ქვეყნის ხელისუფლებას ახალი სამხედრო ავანტიურისკენ უბიძგებს.

    როგორც ბრიგადის გენერალმა აღნიშნა, ჯერჯერობით არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია აწვდის თუ არა ამერიკა უკრაინას იარაღს. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთი აღნიშნულ თემას სპეკულაციებისთვის იყენებს.

    "ყველაფერია შესაძლებელი. თუმცა ამის მამტკიცებელი ჯერ არავის გამოუქვეყნებია. ზოგიერთი ტიპის ამერიკული შეიარაღების ყიდვა შავ ბაზარზეცაა შესაძლებელი, ან სხვა ქვეყნების, საშუამავლო კომპანიების მეშვეობით. ანალოგიურად არის შესაძლებელი რუსული იარაღის ყიდვა, თუ ფულადი რესურსები არსებობს.

    "რუსეთი ამ თემას უფრო სპეკულაციებისთვის იყენებს - იქეთ შეედავეს პრინციპით. მას ხომ სურს, მსოფლიოს დაანახოს, რომ დონბასის სეპარატისტებმა თავისით შესძლეს არმიის ჩამოყალიბება, შეიარაღების და საბრძოლო მასალების მოპოვება. ატრიალებდნენ რაღაც საცავებს, სადაც თითქოს ჟანგიან საბრძოლო მანქანებს არემოტებდნენ. ვინც საქმეში ჩახედულია, მიხვდება, რომ ეს ასე მოკლე ვადებში ეს შეუძლებელია.

    "ამასთან, უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას აქვს უფლება შეიძინოს სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება იმისათვის, რომ აგრესიისგან თავი დაიცვას", - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter