სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    31.10.2017

     ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს, პოლ მანაფორტის და მის საქმიან პარტნიორს, ბიზნესმენ რიკ გეითსს შინაპატიმრობა მიესაჯათ. ამასთან, გირაოს სანაცვლოდ მანაფორტის 10, ხოლო გეითსს 5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრათ. საქმე ეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას, რომლის გამოძიებისასაც მანაფორტის 12 ბრალდება წაუყენეს.

    შეგახსნებთ, რომ მანაფორტი 2016 წლის ივნისიდან აგვისტომდე ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას ხელმძღვანელობდა. ის მას შემდეგ გადადგა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩთან მუშაობდა და აშშ-ში უკრაინის „რეგიონების პარტიის“ ინტერესებს ლობირებდა. ის ასევე მუშაობდა რუს მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან.

    მანაფორტი 40 წელზე მეტია პოლიტიკური ლობიზმითაა დაკავებული და,  გარდა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩისა, იყო ისეთი პოლიტიკური ლიდერების ლობისტი, როგორიცაა ფილიპინების დიქტატორი ფერდინანდ მარკოსი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი დიქტატორი მობუტუ სესე სეკო, ანგოლას სამხედრო გადატრიალების ლიდერი ჯონას სავიმბი და სხვები.

    “რუსული საქმის” გამომძიებელის სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ მანაფორტის წინააღმდეგ წაყენებულ 12 ბრალდებას შორისაა: აშშ-ის წინააღმდეგ შეთქულება, უკრაინის ყოფილი პრორუსული ხელისუფლების ინტერესების ლობირება და ფულის გათეთრება, რომელსაც არც გეიტსი და არც მანაფორტი არ აღირებდნენ.

    უკრაინის ნაწილში მანაფორტის ბრალი ედება, ასევე, 2006-დან 2015 წლამდე  იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ სანქციების დააწესების საქმეში მონაწილეობაში. 

    ასევე დასკვნაში ნათქვამია, რომ მანაფორტემ ოფშრული ანგარიშების მეშვეობით 18 მილიონ დოლარზე მეტი გაათეთრა.

    პოლ მანაფორტს და მის საქმიან პარტნიორ რიკ გეითსს ყველა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შესაბამისად, 80 და 70 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

    კიდევ ერთი ბრალდებულია ტრამპის საარჩევნო შტაბის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველი ჯორჯ პაპადოპულოსი, რომელიც ეფ-ბი-აიმ რამდენიმე თვის წინ დააკავა. ის, მანაფორტისგან განსხვავებით, დანაშაულს აღიარებს. პაპადოპულოსის ჩვენების თანახმად, მას სურდა პრეზიდენტობის კადიდატისა და რუსეთის ხელმძღვანელობის შეხვედრის ორგანიზება.

    როგრც ეფ-ბი-აი-ს სპეცაგენტ რობერტ გიფსის დოკუმენტშია აღნიშნული, 2016 წლის 24 მარტს, პაპადოპულოსმა ტრამპის ოფიციალური სარჩევნო შტაბის სახელით გააგზავნა ელექტონული შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაასრულა ძალიან ნაყოფიერი ლანჩი თავის კარგ მეგობართან, რომელმაც გააცნო პუტინის დისშვილი და რუსეთის ელჩი ლონდონში, რომელიც ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. 

    “ჩვენი საუბრის თემა იყო რუსეთის ხელმძღვანელობსთან შეხვედრის ორგანიზება. მათ უნდათ, რომ ნეიტრალურ ქალაქში გადავიდეთ ან პირდაპირ მოსკოვში ჩავიდეთ. ისინი ამბობენ, რომ პუტინი მზადაა შესახვედრად, თუ ამით ტრამპიც დაინტერესებულია”, - ნათქვამია ეფ-ბი-აი-ს დოკუმენტში.

    მოგვიანებით პაპადოპულოსმა აღმოჩინდა, რომ ქალბატონი არ იყო პუტინის ნათესავი და მასთან არც არანაირი კავშრი ჰქონდა.

    თეთრი სახლის განმარტებით, პაპადოპულოსი არ იყო მუდმივი წარმომადგენელი თეთრ სახლში, ის მხოლოდ საკონსულტაციო ორგანოს წევრი იყო და  წელიწადში ერთხელ ხვდებოდა ოფიციალურ წარმომადგენლობას.

    გარდა ამისა, თეთ სახლში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მანაფორტის მიმართ არსებულ ბრალდებებს არ აქვს არანაირი კავშირი პრეზიდენტთან და მის საარჩევნო შატაბთან.

    თეთრი სახლის სპიკერის სარა სანდერსის განცხადებით, აგორებული სკანდალი პირდაპირ უკავშირდება აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ჰილარი კლინტონს.

    მანაფორტის საქმეს ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა პრეზიდენტი ტრამპიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრალდებები იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც მანაფორტი ჯერ კიდევ არ იყო რესპუბლიკელების საარჩევნო შტაბის უფროსი.

    პრეზიდენტს ეთანხმება მანაფორტის ადვოკატი კევინ დაუნინგი, რომელმაც აღნიშნა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ საქმის კლინტონის ან ტრამპის საარჩევნო შტაბთან კავშირს დაადასტურებს.

    ამასთან ადვოკატმა აღნიშნა, რომ მანაფორტი კიევთან დაახლოებას ცდილობდა, თუმცა, ეს ტრამპის საარჩევნო შტაბში გადასვლამდე 2 წლით ადრე შეწყვიტა.

    აღნიშნულს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მანაფორტის საქმის გამოძიებაში დიდი უზუსტობაა და როდესაც საქმე სერიოზულ გამოძიებას ეხება, მსგავსი შეცდომების დაშვება წარმოუდგენელია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter