სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    16.10.2017

     “აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა ქვეყნის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორამცია, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან კიდევ ერთი საკმაოდ სერიოზული ბალისტიკური რაკეტის გაშვება მზადდება, ამიტომ, როგორც ჩანს, ეს წვრთნები ამ ფაქტთანაა დაკავშირებული”, - ასე აფასებს აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივ წვრთნებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია.

    მისი თქმით, ჩრდილოთ კორეის მხრიდან ბირთვული რაკეტის მორიგი გამოცდა სავარაუდოდ, გუამის მიმართულებით მოხდება, რაც აშშ-ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობის კულმინაციას გამოიწვევს.

    ვახტანგ მაისაია: აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები გამიზნულია სამხედრო ძალის დემონტრირებისთვის ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. ამასთანავე, აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა მიაწოდა ქვეყნის პრეზიდედნტს ინფორამცია, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მზადდება კიდევ ერთი საკმაოდ სერიოზული ბალისტიკური რაკეტის გაშვება და როგორც ჩანს, ეს წვრთნები ამ ფაქტთანაა დაკავშირებული. 

    შესაბამისად, წვრთნები ერთგვარი პრევენციაა, რომ ჩრდილოთ კორეამ არ განახორციელოს ის ქმედება, რომელიც ყოველგვარ გამოცდას სცდება და ეს სამხედრო მოქმედების იერსახეს იძენს.

    როგორც იცით, წინა ჯერზე ეს განხორციელდა იაპონიის მიმართ. სწორედ მის თავზე გადაიფრინა ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკიურმა რაკეტამ, რამაც საკმაოდ სერიოზული ძვრები გამოიწვია რეგიონის მასშტაბით.

    სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბირთვული რაკეტის გამოცდას განახორციელებს უკვე გუამის მიმართულებით. რაც აშშ-ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობის კულმინაციას გამოიწვევს.

    “რეზონანსი”: ევროკავშირი გეგმავს, რომ ჩრდილოეთ კორეას დაუწესოს სანქციები. ეს რეალურად იქნება თუ არა მისი შემაკავებელი?

    ვ.მ: სიმართლე გითხრათ, ეს ცოტა ღიმილის მომგვრელია, რადგან ევროკავშირი და ჩრდილოეთ კორეა არც სავაჭრო და არც ეკონომკური კუთხით ერთმანეთთან კავშირში არ არის. 

    ამიტომ, ეს სანქციები ჩრდილოეთ კორეისთვის იქნება უბრალოდ სიმბოლური დატვირთვის მატარებელი. იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კორეა ევროკავშირიდან არავითარ ეკონომკურ დახმარებას არ იღებს. 

    მისი ეკონომიკური-საფინანსო სივრცესთვის ხელშესახები იქნებოდა, თუ ამას განახორციელებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ან რუსეთი, ანდაც ის სახელმწიფოები, ვისაც ჩრდილოეთ კორეასთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნია. ამიტომ, ევროკავშირის სანქცები დიდი მუქარას არ წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეისთვის.

    “რ”: რუსეთის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ აშშ-ს ხისტი მიდგომა და ირანის შესახებ შეთანხმებიდან გასვლა კიდევ უფრო ართულებს ჩრდილოეთ კორეის კრიზისს. როგორ შეაფასებდით ამ განცხადებას და მოვლენების როგორ გავითარებას ელოდებით?

    ვ.მ: პრინციპში, ეს სამწუხარო რეალობაა. გასაკვირია, ტრამპს საიდან მოუვიდა ეს იდეა. ამით, პირიქით დაარღვია შეთანხმება, მაშინ როცა, აშშ-ს ადმინისტრაციას თავის დროზე დიდი ძალისხმევა დასჭირდა ამ შეთანხმების მისაღწევად. 

    ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება და აქედან გამოსვლა არის საკმაოდ დიდი გამოწვევა გეოსტრატეგიულ დონეზე. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ირანს გაეხსნება ხელ-ფეხი და ამით მივიღებთ ბირთვულ სუპერსახელმწიფოს, რომელსაც ექნება მთელი ტექნოლოგიები ბირთვულ შეიარაღებაში.

    მეორეც, რუსეთმა სწორად მიანიშნა, რომ ირანის შეთანხმებიდან გამოსვლა ეს არის ჩრდილლოეთ კორეასთან მიმართებით ახალი საშიში ფონის შექმნა იმის გათვალისინებით, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეასთან მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული შეიარაღებისა და ტექნოლოგიების სფეროში. 

    ამიტომ, ეს იქნება მათ თანამშრომლობაში ახალი ტალღის შექმნა, რაც საშიშია არამარტო რიგი სახელმწიფოებისთვის, არამედ, მთლიანად საზოგადოებისთვის.

    ასე რომ, ამის შედეგად შეიძლება მივიღოთ მინიმუმ, გაუარესება ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით.

    “რ”: ასევე მინდა გკითხოთ საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციტივაზე, რომ ევროზონა უნდა გახდეს ევროპის ამერიკის შეერთებული შტატები. როიგორ ფიქრობთ, რა იგულისმება აქ და რამდენად რეალისტურია?

    ვ.მ: როგორც ჩანს, აქ იგულისხმება ბრექსითიდან ბრიტანეთის გასვლით შექმნილი ვითარება. საფრანგეთი გრძნობს, რომ ბრიტანეთის ევროგაერთიანებიდან გამოსვლის შემდეგ, უნდა გაძლიერდეს ფრანგულ-გერმანული როლი ამ გაერთიანებაში. 

    იმიტომ, რომ მაინც ბრიტანეთი იყო ერთგვარი დამაბალანსებელი პარტნიორი, ევროგაერთიანებაში გერმანული და ფრანგული ჰეგემონობისა.Aამის მერე საფრანგეთს კიდევ ურო მეტი შანსი ეძლევა, რომ დომინანტი როლი ჰქონდეს ამ გაერთინების შიგნით. როგრც ჩანს, ასეთი ინიციატივები საფრაგეთის მხრიდან კიდევ იქნება.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter