
აშშ შესაძლოა ევროკავშირის შურისძიების მთავარი სამიზნე გახდეს. სტრტატეგია „რკინის მუშტი ხავერდის ხელთათმანში" ევროკავშირი ტრამპის წინააღმდეგ რევანშისტულ გეგმას აანონსებს. ევროპელი ლიდერები ხაზგასმით ამბობენ, რომ თუ ტრამპი ტარიფებს გაზრდის, ევროკავშირის პასუხიც შესაბამისი იქნება - „ევროკავშირი შესაძლოა თავისი ბოლო სავაჭრო ომისთვის ემზადება".
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად იქნება „პასუხის პასუხისთვის" თუ დონალდ ტრამპი ტარიფებს აუწევს.
ამ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის ფოლადისა და ალუმინის ტარიფებს 25%-ით გაზრდის. ტრამპმა, ფაქტობრივად, „მსოფლიოს პირველი დაარტყა" და ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ დააწესებს ახალ ტარიფებს, რამაც შესაძლოა ევროპის ავტოინდუსტრიას დიდი ზიანი მიაყენოს.
ევროკომისია, რომელიც წარმოადგენს ბლოკის 27 ქვეყანას ვაჭრობაში, ტრამპისგან დიალოგს ითხოვს.
ბლოკი აცხადებს, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ბევრად უკეთაა მომზადებული, ვიდრე წინა ჯერზე და აანონსებს ახალ გეგმას, სტრატეგია: „რკინის მუშტი ხავერდის ხელთათმანში."
„განსაკუთრებით ისეთ პიროვნებასთან, როგორიც ტრამპია, თუ ჩვენ არ ვრეაგირებთ, ის დაგვაგდებს, გაგვანადგურებს ", - ამბობს ჟან-ლუკ დემარტი, რომელიც ხელმძღვანელობდა კომისიის სავაჭრო დეპარტამენტს ტრამპის პირველი ვადის დროს. „ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი და პრინციპულად ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ. "
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ „მტკიცე და პროპორციული" პასუხი იქნება აშშ-ის ფოლადისა და ალუმინის 25-პროცენტიან ტარიფებზე. აღნიშნა, რომ ტრამპის პროტექციონისტული პოლიტიკა „უპასუხოდ არ დარჩება".
ევროკავშირის სავაჭრო ხელმძღვანელმა მაროშ შეფჩოვიჩმა ოთხშაბათს ტრამპის მიერ დანიშნულ კომერციის მდივანთან ჰოვარდ ლუტნიკთან და სავაჭრო წარმომადგენლის კანდიდატად ჯემისონ გრირთან საუბრისას ტრამპს კონსტრუქციული დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ ტრამპი „წითლად ხედავს" ამერიკის ტრანსატლანტიკურ სავაჭრო დეფიციტს. ევროკავშირი არის მანქანების, ფარმაცევტული პროდუქტებისა და საკვების წმინდა ექსპორტიორი აშშ-ში, მაგრამ ის ასევე არის სერვისების დიდი იმპორტიორი - და ეს ბლოკს ევროპული შურისძიების პოტენციურ სამიზნედ აქცევს.
„თავდაცვა თამაში აღარ არის"
ტრამპის პირველი ნაბიჯის შემდეგ ევროკავშირმა გააძლიერა სავაჭრო თავდაცვის არსენალი - ჯერ მისი აღსრულების რეგულაციების განახლებით, რაც საშუალებას აძლევს ევროკავშირს უპასუხოს, თუ სავაჭრო ხელშეკრულებებში პარტნიორების მიერ დარღვევის შედეგად ზიანი მიადგება კომერციულ ინტერესებს.
„ისინი, ვინც ამბობენ, რომ ევროკავშირი ცუდად არის მომზადებული, ცდებიან: გასული თვეების განმავლობაში ჩვენ ზუსტად მოვემზადეთ იმ სცენარისთვის, რომელიც ახლა ვითარდება. სწორედ ამის გამო, რომ ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი ინსტრუმენტების ყუთი, ახლა შეგვიძლია უკეთ დავიცვათ ჩვენი ინტერესები", - თქვა ბერნდ ლანგემ, მაღალჩინოსანმა დეპუტატმა, რომელიც ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარეა.
შურისძიების პირველი ხაზი შეიძლება იყოს სიმბოლური - 2.8 მილიარდი ევროს ტარიფების დაწესება. მაგრამ ბრიუსელმა იცის, რომ მხოლოდ სიმბოლიზმი ტრამპის შესაჩერებლად საკამრისი არ იქნება.
„რაც ჩვენ გავაკეთეთ 2018 წელს იყო ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც არ გვაზარალებს, არამედ ავნებს მათ, თავდაპირველი გეგმაც ახლა დაახლოებით ასეთი იქნება," - თქვა დემარტიმ, რომელიც ასევე მუშაობდა ადრე კომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის ეკონომიკურ მრჩევლად.
„პოლიტიკურად სიმბოლური პროდუქტები: ჰარლი-დევიდსონი, ბურბონის ვისკი, სიმინდი. მაშინ მე პირადად დავამატე ეს პროდუქტები, სწორედ მათზე გაიზრდება ტარიფები," - დასძინა მან.
როგორც სერვისების მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი, აშშ შეიძლება იყოს ევროკავშირის შურისძიების მთავარი სამიზნე. ბრიუსელს შეუძლია დაამატოს შეზღუდვები ამერიკულ საკონსულტაციო და ფინანსურ ფირმებზე, გააუქმოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, შეზღუდოს მონაცემთა ნაკადები ან გაზარდოს ციფრული გადასახადები აშშ-ში დაფუძნებულ პლატფორმებზე.
„პასუხის პასუხი"
სწორედ „ტრამპი 2" სცენარის გათვალისწინებით ევროკომისიამ საპასუხო დარტყმის გზა შეიმუშავა, თუ რომელიმე წევრი სახელმწიფოს მიმართ „შანტაჟი" განხორციელდება.
„ახლა ჩვენ ვხედავთ ტრამპის ამ ადმინისტრაციაში, რომ იძულება შეიძლება გახდეს ქცევის სტანდარტული ფორმა აშშ-ს სავაჭრო პოლიტიკაში", - თქვა იგნასიო გარსია ბერსერომ, რომელიც იყო კომისიის წარმომადგენელი აშშ-ს ვაჭრობის შესახებ ტრამპის პირველი ვადით 2017 წლიდან 2021 წლამდე.
მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ ვაშინგტონთან მოუწევს მოლაპარაკება, ევროკავშირს შეუძლია თავისი სავაჭრო მცირემასშტაბიანი ბაზა შექმნას, რომელმაც შეიძლება სულ მცირე ექვს თვეში გამოიწვიოს საბაჟო გადასახადების გაზრდა კონკრეტულ საქონელზე, კვოტების დაწესება ან ამერიკული კომპანიების გამორიცხვა ევროკავშირში სახელმწიფო კონტრაქტებიდან.
მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეროვნულ კაპიტალებზე - სადაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 15-ის კვალიფიციური უმრავლესობა იქნება საჭირო, რათა მხარი დაუჭიროს კომისიის შემოთავაზებულ მოქმედებებს.
თუ ეს არ მოხდება, „არსებობს ფუნდამენტური პრობლემა ევროკავშირის მუშაობასთან დაკავშირებით", დაასკვნა გარსია ბერსერომ. „ - სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროკავშირი შესაძლოა ემზადება ბოლო სავაჭრო ომისთვის - ვიდრე შემდეგისთვის."