სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    18.09.2009

    როგორც ამერიკის ნაციონალური დაზვერვის დირექტორი დენი ბლერი აცხადებს, რუსეთი გარკვეულ საკითხებში ამერიკის პარტნიორია, მაგრამ მიუხედავად პერტნიორობისა, მოსალოდნელია, რომ რუსეთმა საკუთარი ინტერესების გაფართოების მიზნით ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკას ხელი შეუშალოს.
    აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის პოზიციას - რუსეთი აღქმული იყოს როგორც საფრთხე, ლოგიკურად მიიჩნევენ საქართველოს პოლიტიკურ წრეებში და რადგან რუსეთი ყოველთვის არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი პოზიცია მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც დააფიქსირონ.
    დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია თითიდან გამოწოვილი არ არის და ეს მონაცემები ანალიტიკური დასკვნაა.
    "კონკრეტულად რას ეფუძნება ეს დასკვნა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ეს არის ავტორიტეტული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული უწყება. როდესაც სახელმწიფო უწყება და თანაც ასეთი ავტორიტეტული ამბობს, რომ საფრთხე მოსადოდნელია, ეს ბევრს ნიშნავს.
    "ურთიერთობა რუსეთთან ყოველთვის ამ საფრთხეების ჭრილში განიხილება, ეს იქნება სავაჭრო ურთიერთობა, მოლაპარაკებები განიარაღებაზე, თანამშრომლობა ირანის საკითხებში. რა თქმა უნდა, ეს რუსეთისათვის არახელსაყრელ ფონს ქმნის. რუსეთი აღარ განიხილება ამერიკისათვის არა თუ მეგობარ, არამედ ნეიტრალურ სახელმწიფოდაც კი. ეს არის გზავნილი - "ფრთხილად იყავით რუსეთთან, რადგან შეიძლება საფრთხე წამოვიდეს".
    "აღნიშნული დასკვნა თავისებურად პრევენციული ზომაცაა და მას გაითვალისწინებს ყველა უწყება, რომელსაც ექნება რუსეთთან კონტაქტი, ეს იქნება ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მიყიდვის, საერთაშორისო მოლაპარაკებებისას საერთო პოზიციის დაკავება, ნატო- რუსეთის საბჭოს მუშაობა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, ყველა ამ მოლაპარაკების დროს, როგორც დამოკლეს მახვილი, ისე იქნება ჩამოკიდებული დაზვერვის ეს დასკვნა.
    "ადრესატი ამ დასკვნის არის თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ამერიკის მოსახლეობაზე. რიგითი ამერიკელისათვის ეს დასკვნა ნიშნავს გარკვეულ გზავნილს, რომ რუსეთი არის საფრთხე.
    "მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ამ დასკვნაში სულ 4 ქვეყანაა: ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და რუსეთი. ვენესუელაც კი არ არის ამ სიაში, რომელიც ამერიკის წინააღმდეგ გამოსაყენებლად მილიარდობით იარაღს ყიდულობს.
    "მთავარი ის არის, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის "თაფლობის თვე" ისე გაქრა, რომ არც დაწყებულა. რა თქმა უნდა ეს ცივი ომი არ არის, მაგრამ არც დამთბარა. რაც შეეხება "გადატვირთვას," პრაქტიკულად არც უცოცხლია, როგორც დაიბადა, ისევე მოკვდა. ვფიქრობ, ურთიერთობა რუსეთ-ამერიკას შორის რაც იყო, იმაზე მეტად გაუარესდა და კიდევ უფრო გაუარესდება", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას სოსო ცინცაძემ.
    პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, კრემლისათვის ეს გადაწვეტილება მოულოდნელი არ იქნება და იტყვის, "სამწუხაროა, მაგრამ მოდით გავაგრძელოთ თანამშრომლობა".
    "ეს არის ანარეკლი დღევანდელი რეალობისა და ფოტოგრაფია იმისა, რაც დღეს ხდება. ეს არის დოკუმენტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ამერიკის პოლიტიკოსებმა. თუ ურთიერთობის შკალას გადავხედავთ, სადაც აღნიშნულია ცუდი და კარგი, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ურთიერთობა დღეს რუსეთთან უფრო კარგია, ვიდრე ცუდი.
    "რაც შეეხება "გადატვირთვას", ამერიკამ არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მთელს მსოფლიოს შესთავაზა და უთხრა - მე შევიცვალე და ვისაც გინდათ, წამომყევითო", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter