სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    11.04.2014

     სირიის ომის გამოძახილი, რამაც ისლამის ორ მიმდინარეობას - შიიზმსა და სუნიზმს - შორის მთელ წინა აზიაში დაპირისპირება წარმოშვა, სამხრეთ კავკასიაშიც შეინიშნება. ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე აზერბაიჯანშიც, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 1/6-ს სუნიტები შეადგენენ (დანარჩენები შიიტები არიან), ძლიერდება რადიკალური ისლამის მომხრეთა რაოდენობა. განსაკუთრებით რადიკალების იმ ფრთის, რომელსაც "ვაჰაბიტებს" ან "სალაფიტებს" უწოდებენ (თუმცა საკუთარ თავს ისინი ასე სულაც არ მოიხსენიენებენ). შესაბამისად, იზრდება აგრესიაც მათ მიმართ.

    მაგალითად, აზერბაიჯანის მედია წერს, რომ ზოგიერთ რეგიონში შიიტური უმრავლესობა სუნიტურ უმცირესობას პოგრომებს უწყობს. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ ორი დღის წინ ქალაქ სალიანში ადგილობრივი ვაჰაბიტური თემი დაარბიეს. მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა ხელში ჩაიგდო და დაარბია მეჩეთი, სადაც რადიკალური სუნიტური ისლამის მიმდევრები იკრიბებებოდნენ. მეჩეთის დარბევის შემდეგ მოსახლეობის ეს ჯგუფი, ადგილობრივი შიიტები, მაღაზია "ალ ხარისისკენ" დაიძრა, რომელიც სალაფიტური თემის ერთ-ერთი წევრის კუთვნილებაა.

    როგორც აზერბაიჯანული გაზეთი "აზადლიგი" წერს, თავდამსხმელებმა მაღაზია დაარბიეს და გაძარცვეს, მეპატრონეს კი სიკვდილით ემუქრებიდნენ.ტრადიციული შიიტური თემის მორწმუნეები აღშფოთებულები იყვენ იმის გამო, რომ მაღაზიის სახელწოდება "ხარისი" ერთ-ერთი მოკლული შიიტი იმამის სახელია. მაღაზიის მფლობელმა კი ეს სახელწოდება დაწესებულებას სპეციალურად დაარქვა და ამით მორწმუნეების გრძნობები შეურაცხყო.

    აბუ სუფიან იბნ ალ-ხარისი ქ|| საუკუნეში არაბულენოვანი ყურაიშიტის ტომის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი იყო, რომელმაც ქალაქ კერბალეს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. მას შიიტები პატივს სცემენ.

    აზებაიჯანის შს სამინისტროს პრესსამსახურის აცხადებს, რომ ვაჰაბიტების მეჩეთისა და მაღაზიის დარბევის ფაქტი გამოგონილია - ვაჰაბიტების წინააღმდეგ არანაირი "პოგრომები" არ ყოფილა, თუმცა ადასტურებს, რომ მაღაზიის დარბევის შემთხვევას ადგილი მართლა ჰქონდა.

    "სამწუხაროდ, ეს არის ცრუ "სენსაციისა" და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მაგალითი. საქმე ისაა, რომ ღამით სალიანის მცხოვრებმა ფარიდ პანახოვმა დაურეკა შს სამინისტროს, რომ დაუდგენელმა პირებმა მის მაღაზიას ქვები დაუშინეს და აბრა დააზიანეს. პოლიციის თანამშრობლები სწრაფად გამოეხმაურნენ საჩივარს და დაადგინეს, რომ შვიდმა ადგილობრივმა ხულიგნური საქციელი ჩაიდინა და მაღაზიას მატერიალური ზარალი მიაყენა. ისინი დაიბარეს რაიონის პოლიციის განყოფილებაში და წერილობითი ახსნა-განმარტება დააწერინეს," - აცხადებს შს სამინისტროს პრესცენტრი და დასძენს, რომ ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

    აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში მცხოვრებთა 99% მუსლიმია, მათგან აბსოლუტური უმრავლესობა შიიტური ისლამის მიმდევარია და მხოლოდ 15%-ია სუნიტი. აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი, "ქართული ოცნების" წევრი ალი ბაბაევი აცხადებს, რომ ამგვარი ინციდენტი პირველი შემთხვევა არ არის და ბოლო დროს აზერბაიჯანში ძალიან გახშირდა ვაჰაბიტების წინააღმდეგ ქმედება.

    "თქვენ იცით, რომ სირიაში ამბოხებულების მხარეს 100 მეტი სუნიტი-სალაფიტი აზერბაიჯანის მოქალაქეა დაღუპული. ამას წინათ სირიაში ერთ-ერთი ოპოზიციური რაზმის მეთაური მოკლეს, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქე იყო. აზერბაიჯანის სალიანისა და ლენქორანის ზონაში, ასევე ბელაქან-ზაქათალაში ძალიან მომრავლდნენ ვაჰაბიტები. უფრო აზერბაიჯანის სამხრეთით არიან ამ დაჯგუფების წევრები და ირანის გავლით მიდიან საომრად. რადგანაც სირიაში დაღუპულებიც ყველა იმ ზონიდანაა, ამიტომაც მოსახლეობა მათ სერიოზულად უპირისპირდება. ვაჰაბიზმი ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოვიდა, საუდის არაბეთშია მათი ცენტრი. იქიდან შემოდის დიდი დაფინანსებაც. მაღაზიებს ხსნიან, მანქანები შემოჰყავთ, რაღაც ტექნიკაც და აზერბაიჯანში ვაჰაბიტებს ასე ამარაგებენ, - აცხადებს ალი ბაბაევი.

    ბაბაევის თქმით, "აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და სასულიერო პირების (შეიხების) მხრიდან ვაჰაბიტების მიმართ დიდი წნეხია, მაგრამ ეს კანონის ჩარჩოებს არ ცდება.

    "აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ ადამიანების მიმართ სასტიკ ზომებს არ იღებს, მაგრამ მათ შეზღუდული აქვთ ცენტრალურ მეჩეთებში სიარული. უნდა გითხრათ, რომ ვაჰაბიტები საქართველოშიც მომრავლდნენ, თითქმის არ არის რაიონი, სადაც მათი ცენტრი არ იყოს, ზოგან ტრადიციული მიმდინარეობის მოლებსაც კი ყრიან გარეთ," - დასძენს ბაბაევი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×