სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საქართველოს პრეზიდენტს "მზაკვარ მელას" უწოდებენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირი სააკაშვილს საქართველოსთან არ აიგივებს
    ლილი ხმალაძე
    02.10.2009

    გერმანულ გაზეთ "ფრანგფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში" გუშინ რეინარდ ვესერის ანალიტიკურ სტატია სათაურით, "დანაშაულისა და თანამონაწილეობის განცდა" გამოქვეყნდა.
    "საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ ომი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც წააგო", - წერს ავტორი
    სტატიაში ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯმა ქართველებსაც და ოსებსაც დიდი განსაცდელი მოუტანა და, შესაძლოა, საქართველოს "სამუდამოდ დააკარგვინა ორივე აჯანყებული რეგიონი". ავტორი წერს, რომ "მისი (საქართველოს პრეზიდენტის) როგორც სახელმწიფო მოღვაწის შეფასებისას უკვე აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა, ის ან ტყუოდა როდესაც ამტკიცებდა, რომ ქართული არმიის შეტევა სამხრეთ ოსეთზე იყო მხოლოდ რეაქცია რუსეთის ინტერვენციაზე, ან, რაც სავსებით შესაძლებელია, თვითშთაგონებული იყო ამ აზრით".
    ავტორის აზრით, სააკაშვილის ასეთი ქმედება მოსკოვს დანაშაულისაგან არ ათავისუფლებს და მის პოლიტიკას უკეთესს არ ხდის. მისივე თქმით, კრემლი ყოველთვის აღკვეთდა საერთაშორისო საზოგადოების ყველა მცდელობას, მიეღწია სამხრეთ კავკასიაში სიტუაცის განხმუტვისათვის.
    სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთს თავისი გავლენა საქართველოსა და მის აჯანყებულ რეგიონებს შორის კონფლიქტის მოგვარებისათვის უნდა გამოეყენებინა, არადა პირიქით მოხდა. ავტორის თქმით, რუსეთმა გააძლიერა სეპარატისტები, რომლებსაც, სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, უშაულოდ კრემლი მართავდა.
    სტატიაში ნათქვამია, რომ 2008 წლის გაზაფხულზე სიტუაციის ესკალაცია აფხაზეთში რუსეთის პროვოკაციით დაიწყო.
    "ახლა იმის გამო, რომ სააკაშვილი "ცუდი ბიჭია", საქრთველოში ომს დასავლეთი ვერ შეაფასებს, როგორც უიღბლო ეპიზოდს რუსეთთან ურთიერთობაში. მაშინაც კი, თუ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი დარჩება, დასალეთმა ამ ქვეყანას მხარი უნდა დაუჭიროს და მაქსიმალურად დაუახლოვოს დასავლურ სტრუქტურებს, თუკი არ სურს წაახალისოს "კრემლის ქორები", რომ მათი მუქარისა და შანტაჟის არსენალი ყოფილი საბჭოთა რესლუბლიკების დემოკრატიული მისწრაფებებისა და დასავლური ორიენტაციის წინააღმდეგ გამოიყენონ, რასაც ისინი თბილისის წინააღმდეგ აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრეც აკეთებდნენ.
    "რა თქმა უნდა, დაასვლეთმა უნდა იზრუნოს მოსკოვთან კარგ ურთიერთობებზე, მაგრამ ნატო-სა და ევროკავშირის აღმოსავლელი წევრებისთვის რუსეთთან დაკავშირებით პრაგმატული პოლიტიკა მისაღები მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი პრინციპულ საკითხებზე ორაზროვნება არ იარსებებს", - წერს გერმანელი ჟურნალისტი.
    ინტერნეტ-გამოცემა "ერს თაიმსი" ტალიავინის დასკვნას ანალიტიკური სტატიით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ანალიტიკოსების თქმით, ამ დასკვნამ უბრალოდ დაადასტურა ის, რაშიც ევროკაშირის ლიდერები ისედაც დარწმუნებული იყვნენ და 2008 წლის 1 სექტემბერს, რიგგარეშეც სამიტზე განაცხადეს - რომ საქართველოს მოქმედება იყო "მიუღებელი", რუსეთის პასუხი ამ ქმედებაზე კი - "არაპროპორციული".
    "ეს არ არის მოულოდნელი დასკვნა. პუნქტების უმეტსობა ისედაც ცნობილი იყო", - აღნიშნა ამანდა აკეკოკამ, ბრიუსელში პოლიტიკის ევროპული ცენტის პოლიტოლოგმა.
    მისივე თქმით, დასკვნის ბევრი ასპექტი იყო ხელსაყრელი საქართველოსათვის და ევროკავშირის ინეტერსებში არ არის "საქართველოსთან დღევანდელ ურთირთობებში დამუხრუჭება".
    სტატიის დასასრულს ექსპერტები საქართველოსათვის ამ დასკვნის შედეგებზე საუბრობენ.
    "საქართველოს ოპოზიცია ახლა იმყოფება სუსტ პოზიციაში. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ დასკვნამ უცბად მათ "ფრთები შეასხას", - თქვა ჰეკლბაკმა.
    პოლიტოლოგი ამანდა აკეკოკა კი ამბობს: "სააკაშვილი არის მზაკვარი, ცბიერი ბებერი მელა, პოლიტიკურად ბევრი იქნება საჭირო მისი ტახტიდან ჩამოგდებისათვის. ამ დასკვნას კი ეს ეფექტი ვერ ექნება".
    ტალიავინის დასკვნაზე წერდა ფრანგული "ლე ტემპსი". სტატიაში საუბარია, რომ დასკვნა უფრო მძიმეა საქართველოსათვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თავს რუსეთის მსხვერპლად წარმოადგენდა. თუმცა აქვე საუბარია იმაზე, რომ რუსეთს თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება.
    "დასკვნას მიხეილ სააკაშვილის პოზიციების შესუსტება შეუძლია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ისედაც ედავებიან, თუმცა დოკუმენტს იმავდროულად ჟენევის რთულ მოლაპარაკებებზე თბილისის და მოსკოვის პოზიციების დაახლოება ძალუძს", - წერს ფრანგული გაზეთი.
    აქვე წერია, რომ "შესაძლოა ქვეყნის (საქართველოს) "ამპუტაციის" შანსი შემცირდეს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი კვლავაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი თავისი პატივისცემის გამოხატვას და ეს ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ კარგად იცის".
    სტატია იმითაც არის საინტერესო, რომ აქვე მოყვანილია ჟურნალისტებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ევროპის საქმეთა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანის პიერ ლელუშის ბრიუსელში გაკეთებული განცხადება.
    "ეს ყველაფერი სააკაშვილმა დაიწყო, რადგან ამერიკელების თანადგომის იმედი ჰქონდა. ეს არის მთელი ისტორია. მართალია, რუსეთმაც ხელი შეუწყო მას თავისი პროვოკაციებით, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ერთი საქმეა, სააკაშვილის პიროვნებისადმი კი - სულ სხვა ისტორია გახლავთ", - განაცხადა ლელუშმა.
    ტალიავინის დასკვნა, შესაძლოა, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში სწრაფვის "დამამუხრუჭებელი" აღმოჩნდეს - ამის შესახებ წერდა ამერიკული გამოცემა "უოლ სტრიტ ჯორნალი".
    "ეს დასკვნა ემთხვევა იმ დროს, როდესაც რუსეთმა დააპირა თავის ექსსაბჭოთა მეზობელთან ძალის გამოყენება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველომ პირველმა ისროლა და ამან შესაძლოა, დაამუხრუჭოს თბილისის ლტოლვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ", - ნათქვამია მარკ ჩემპიონის სტატიაში.
    ანალიტიკური სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა ბრიტანულმა "გარდიანმაც", სათაურით "სამხრეთ ოსეთში ომი საქართველომ დიწყო".
    სტატიაში ნათქვამია, რომ ამ დასკვნით გაკეთებული აღმოჩენები ძალიან მნიშვნელოვანია და არა მარტო იმის გამო, რომ კონფლიქტი ისევ გრძელდება.
    "წელიწადია, რაც ეს სიტუაცია გრძელდება და დაახლოებით 35 000 ადამიანი უნდა დაუბრუნდეს თავის სახლებს. მაგრამ ალბათ, ეს არასოდეს მოხდება", - წერს გარდიანი.
    "გარდიანი" წერს, რომ ეს დასკვნა ასევე მნიშვნელოვანია მასში თავმოყრილი ქრონიკების გამო, რომლებსაც არ აქვს ერთი მიზეზი და მაშასადამე, არც ერთი გადაწყვეტა.
    "სი ენ ენ"-ის კამერის წინ პოზირება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "დემოკრატიის საჩუქრებს" არ ანიჭებს და არც რუსეთია ერთადერთი აგრესორი რეგიონის ძველ დავებში. ეს დასკვნა უნდა იყოს გამაფრთხილებელი მისთვის, ვინც ნაადრევ დასკვნებს აკეთებს რუსეთის დამოკიდებულებაზე მის ახლო საზღვარგარეთთან", - წერს "გარდიანი".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter