მეორე კვირაა, რაც „ჰამასი" ისრაელს ბომბავს, ისრაელი კი ღაზის სექტორზე ახრციელებს საჰაერო იერიშებს, სახმელეთო ოპერაციის დაწყებისგან კი ჯერჯერობით თავს იკავებს. ამის პარალელურად ისრაელში ერთმანეთის მიყოლებით დასავლელი ლიდერების ვიზიტები ხორციელდება როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ვიზიტები მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს ყველაფერი სწორედ ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას და შესაძლოა, მის საერთოდ გაუქმების რეკომენდაციას უკავშირდებოდეს.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შეასძლოა დასავლელ ლიდერებს გარკვეული რჩევები აქვთ, თუ ზედმეტი მსხვერპლი თავიდან როგორ უნდა იქნას არიდებული, ან საერთოდაც სახმელეთო ოპერაცია გადაიდოს და მხოლოდ საჰაერო ბლოკადა, ე.წ. ქირურგიული დარტყმები და მძევლების გასათავისუფლებელი სპეცოპერაცია განხორციელდეს.
სამხედრო მიმომხილველები წერენ, რომ თუ ისრაელის თავდაცვის არმმია („ცახალი") ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას განახორციელებს, ეს დიდი ომის დასაწყისი იქნება და ისრაელი ერთროულად რამდემინე მხრიდან დარტყმის ობიექტი აღმოჩნდება. თუმცა ამ შესაძლო სცენართან დაკავშირებით ანალიტიკოსებში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა.
საბრზოლო მოქმედებებია ლიბან-ისრაელის საზღვარზეც. „ჰამასის" ტყვეობაში კი 200-მდე მძევალია, რომლებიც ღაზას სექტორში იმყოფებიან. იერიშების შედეგად მსხვერპლი ორივე მხარეს ყოველდღიურად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 1 400-ზე მეტი ადამიანი, 4 ათაზე მეტი კი დაჭრილია; ღაზას სექტორში დაღუპულია დაახლოებით 3 ათასი, დაჭრილი კი 11 ათასამდეა.
სახმელეთო ოპერაცია და დასავლელი ლიდერები ვიზიტები
„როიტერსი" წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში ისრაელის, იორდანიის, ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება. ბაიდენი 18 ოქტომბერს თელ-ავივში ჩავა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შემდეგ ის, სავარაუდოდ, იორდანიის დედაქალაქ ამანს ეწვევა, სადაც მეფე აბდულა II-ს, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდება.
17 ოქტომბერს კი ისრაელს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლი ეწვია. იორდანიის მეფემ შოლცთან შხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პალესტინის მოსახლეობის ეგვიპტესა და იორდანიაში ლტოლვილებად გადასახლება არ უნდა მოხდეს და რომ ეს საკითხი მისი სამეფოსთვის წითელი ხაზია.
აეროპორტში შოლცს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი დახვდა, რომელიც მიესალმა „ამ მნიშვნელოვან ვიზიტს, რომელიც ადასტურებს, რომ გერმანია ისრაელის სახელმწიფოსთან გვერდში დგას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მის ძალისხმევებს უჭერს მხარს".
ისრაელში ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისაც სურდა, თუმცა ისრაელის მთავრობამ ზელენსკის სოლიდარობის ვიზიტზე უარი უთხრა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის მთავრობამ უკრაინულ მხარეს განუცხადა, რომ „ახლა მსგავსი ვიზიტისთვის შესაბამისი დრო არ არის".
„როიტერსისვე" ცნობით, 17 ოქტომბერს ისრაელს აშშ-ის სამხედრო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა ეწვია. აშშ-ს მხარეს ვიზიტის შესახებ მედიისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ მიუწოდებია. კურილას თქმით, მისი ვიზიტის მიზანი ისრაელის სამხედრო საჭიროებების შესწავლა და მათთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა.
გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ვიზიტები არის როგორც პოლიტიკური მხარდამჭერის გამომხატველი, ისე პრევენციული, თუ როგორ უნდა იქნას არიდებული დიდი მსხვერპლი თავიდან.
„ესაა პირველ რიგში ისრაელის გვერდში დგომის ჩვენება. ისინი სოლიდარობას უცხადებენ და ჩადიან, რათა გაიგონ რითი შეუძლიათ დახმარება. მეორეც, არ გამოვრიცხავ, რომ აქ მიდიოდეს საუბარი იმ შემაკავებელ საკითხებზე, რასაც სახმელეთო ოპერაციის დაწყება ჰქვია. შესაძლოა გარკვეული რჩევები აქვთ, თუ ზედმეტი მსხვერპლი თავიდან როგორ იქნას არიდებული. ან ზოგადად იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ სახმელეთო ოპერაცია საერთოდ გადაიდოს და მხოლოდ საჰაერო ბლოკადა, ქირურგიული დარტყმები და მძევლების გასათავისუფლებელი სპეცოპერაცია განხორციელდეს.
„სახმელეთო ოპერაციის დაწყება ძალიან დიდ მსხვერპლთან იქნება დაკავშირებული. 2014 წლის ღაზას ომის დროს დანაკარგში მშვიდობიანი მოსახლეობის წილი 75% იყო და ახლა მითუმეტეს, როცა ისრაელს ასეთი მასით და მასშტაბით უნდა განახორციელოს შეტევა, პროცენტი შეიძლება უფრო მაღალიც იყოს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრიოფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ეს ვიზიტები არის როგორც პოლიტიკური, ისე სამხედო მხარდაჭერის გამოხატვა.
„ესაა პოლიტიკური მხარდაჭერა, თუმცა სურთ, რომ რეალურად გაერკვნენ რა ხდება უშუალოდ ადგილზე, ოპერატიული სურათი დღეს როგორია, რამდენად მიზანშეწონილია სახმელეთო ოპერაციის დაწყება და როგორ გავნითარებას ჰპოვებს ეს.
„გერმანიაც დაიტერესებულია, რომ ევროპაში დამატებით მიგრანტების კრიზისი არ დაიწყოს. მილიონი ადამიანის გადასვლა კატასტროფა იქნება. აშშ-ს კი ახლა ფართომასშტაბიანი ომი არ აწყობს", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
რა მოხდება ღაზაში შესვლის შემთხვევაში
ისრაელის შეიარაღებული ძალების ბოლო ინფორმაციით, მათ მიერ ღაზის სექტორზე „ჰამასის" თავდასხმის პასუხად წამოწყებული იერიში, შესაძლოა, სახმელეთო ოპერაცია არ იყოს.
„ჩვენ ვემზადებით ომის ახალი ეტაპებისათვის. არ გვითქვამს რა იქნება. ყველა სახმელეთო ოპერაციაზე საუბრობს. შესაძლოა რამე სხვა იყოს", - თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ჰეხტმა.
გენერალი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ თუ ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციით მაინც შევიდა, ეს დიდი ომის დასაწყისი არ გახდება.
„ღაზაში შესვლა არავითარი დიდი ომის დასაწყისი არ იქნება. ისრაელს ვინ უნდა დაუწყოს ომი? დავუშვათ ირანმა, რომელიც აგრესიულადაა განწყობილი. როგორ უნდა დაუწყოს ომი ისრაელს? ერთადერთი ირანს რაც შეუძლია, ესაა საჰაერო დარტყმები, რაშიც ისრაელს ნამდვილად ვერ აჯობებს, მით უმეტეს, როცა იქ აშშ-ის სამხედრო ხომალდები დგას, რომლებიც ზუსტად იმიტომაა, რომ თავში არავის არაფერი მოუვიდეს.
„იორდანია და ეგვიპტე ამას არ განახორციელებს. ერთადერთი შესაძლებელია, რომ ირანის მხარდაჭერით „ჰეზბოლა" ლიბანიდან გააქტიურდეს, ეს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები არ იქნება, თუმცა, ზოგადად, მსოფლიოში ტერორისტული აქტების რაოდენობა გაიზრდება. გეოგრაფიული მდებარეობა ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ხომ ძველი დრო აღარაა, მთელი არაბული სამყარო რომ ისრაელს ეომებოდა.
„ირანი, რომელიც ყველაზე აგრესიულადაა განწყობილი, ისრაელთან მოშორებითაა. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ „ჰამასს" და „ჰეზბოლას" მხარს არ დაუჭერს, მაგრამ ის, რომ ისრაელთან ომი დაიწყოს, ამას გამოვრიცხავ",- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ თუ ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ისრაელი, სავარაუდოდ, რამდენიმე მიმართულებიდან გახდება დარტყმის ობიექტი.
„ერთი მიმართულება ლიბანია, მეორე - გოლანის მაღლობები ირანის მიმართულებიდან, თან ირანი სირიაში სრულადაა წარმოდგენილი თავისი გასამხედოებული ფორმირებებით და შეიარაღებული ძალებით, მესამე ღაზის სექტორია, მეოთხე - პალესტინის დასავლეთ სანაპირო, მეხუთე კი შესაძლოა საზღვაო დარტყმა იყოს.
„სამხედრო ოპერაციის საპასუხო ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა ეს განვიხილოთ. პაკისტანმაც პირდაპირ განაცხადა, რომ თუ ისრაელის არმია შევიდოდა ღაზაში, ის „ჰამასს" ბალისტიკურ ტაქტიკურ რაკეტებს მისცემდა. ირანმაც გააფრთხილა", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".