ნაზი ბერიძე
13.03.2023

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზალენსკისთან ონლაინფორმატში მოლაპარაკების გამართვას გეგმავს,- ინფორმაციას The Wall Street Journal-ავრცელებს. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ შეიძლება დიალოგს არაფერი მოჰყვეს, მაგრამ ზელენსკის მხრიდან ეს სწორი ნაბიჯია.

გამოცემის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, სი ძინპინის მოსკოვში მომდევნო კვირაში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ გაიმართება. The Wall Street Journal-ი წერს, რომ ჩინეთისა და უკრაინის პრეზიდენტები პირველად ისაუბრებენ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ დიალოგის მთავარ თემა ჩინეთის მიერ წარდგენილი სამშვიდობო დოკუმენტის განხილვა იქნება, რაც ზელენსკის მხრიდან სწორი ჟესტია, უკრაინა ჩინეთის ურთიერთობებს სავარაუდოდ არ გააუმჯობესებს, მაგრამ ჩინეთი არ აღიქმება როგორც მოწინააღმდეგე.

„ჩინეთი გამოვიდა სამშვიდობო ხედვით 12-პუნქტიანი დოკუმენტი წარმოადგინა, ძალიან სწორია რომ ზელენსკი სინ ძინპინს ელაპარაკება სამშვიდობო დოკუმენტზე, მასზე უარს არ ამბობს. მე არა მგონია, რომ იდეალური გარღვევა მოჰყვეს ამას, მაგრამ ეს სწორი დიპლომატიური მანევრია ზელენსკის მხრიდან.

„ამ ეტაპზე მეტი არაფერი არ ხდება. ზელენსკის მხრიდან სწორი ნაბიჯია, რომ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს ჩინეთთან უკრაინამ და უარი არ უთხრას ამ სამშვიდობო გეგმის განხილვაზე.

შარაშენიძის თქმით, ზელენსკიმ უნდა განიხილოს სამშვიდობო გეგმა თუნდაც ამას არაფერი არ მოჰყვეს.

„ჩინეთის გააქტიურება რუსეთს არ ეწყინება არანაირად, წესით უნდა დააბალანსოს ამერიკა. უკრაინა კი ცდილობს არ გამოვიდეს ისე, რომ ჩინეთი მის წინააღმდეგაა. ამიტომაც, ელაპარაკება. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ამ დიალოგით არაფერი არ შეიცვლება" - განაცხადა შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, მანამდე, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სი ძინპინი მომავალ კვირას რუსეთში ჩასვლას და ქვეყნის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.

ჩინეთმა, თებერვალში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა, რომელსაც უკრაინასა და დასავლეთში სკეპტიციზმით შეხვდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×