მოვლენა
10.03.2023

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (ესკ) პირველი სესიის გახსნასთან დაკავშირებული შეხვედრა იმართება 2023 წლის 5 მარტს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, დიდ სახალხო დარბაზში (სინხუა /იუ იუევეი)

2023 წელს ჩინეთი მიზნად ისახავს ეკონომიკის უფრო სწრაფ, დაახლოებით 5 პროცენტიან ზრდას უკეთესი ხარისხის ქმონე განვითარებით, რადგან მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა იწყებს სწრაფი ტემპით განახლებისა და მოდერნიზაციისკენ სწრაფვას.  

განვითარების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს პრემიერ ლი კეციანის მიერ ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ სამუშაო ანგარიშში არსებული პროგნოზირებული სამიზნე, რომელიც აღემატება გასულ წელს ქვეყნის მთლიან პროდუქტში (მშპ) დაფიქსირებულ 3 პროცენტიან ზრდას. 

მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს ჩინეთის განვითარების ახალ პოლიტიკას, რადგან გასული წლის ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ეროვნული კონგრესის შემდეგ კანონმდებლები და პოლიტიკური მრჩეველები პირველად იკრიბებიან ყოველწლიურ ყრილობაზე. ამავდროულად, COVID-19-ის სწრაფად დამარცხებამ გაზარდა უფრო ფართო ზრდის იმედები გლობალური მასშტაბით, რაც აღნიშნულ მოვლენას მნიშვნელობას მატებს.  

სტაბილური და ხარისხიანი ზრდის უზრუნველყოფა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩინეთის კომუნისტური პარტიის გრანდიოზული გეგმის განსახორციელებლად, რაც გულისხმობს ამ საუკუნის შუა ხანებში დიდი, თანამედროვე სოციალისტური ქვეყნის აშენებას. 

„აუცილებელია შევინარჩუნოთ გონივრული გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა უკეთესი ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად და შევინარჩუნოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდასთან და გრძელვადიან სოციალისტურ სტაბილურობასთან დაკავშირებული სასწაულებრივი მიღწევები“, ნათქვამია ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიის (ეგრკ), უმაღლესი ეკონომიკური მგეგმავის მიერ კვირას წარდგენილ სპეციალურ ანგარიშში, რომლის მიხედვითაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ეროვნული კონგრესი ითვალისწინებდა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს გაზრდას, რათა 2035 წლისთვის ქვეყნის მშპ საშუალო დონის განვითარების მქონე ქვეყნების მშპ-ს გაუთანაბრდეს.

ეგრკ-ს ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარების 2022 წლის გეგმის განხორციელების შესახებ ანგარიშისა და 2023 წლის ეროვნილი ეკონომიკური და სოციალური განვითარების გეგმის პროექტის მიხედვით დაახლოებით 5 პროცენტიანი ზრდის მიღწევა „აუცილებელია სტაბილური ზრდის, დასაქმებისა და ფასების უზრუნველსაყოფად“. 

„ეს იქნება პოზიტიური ნიშანი ბაზრისთვის და გააძლიერებს ნდობას, განსაზღვრავს მოლოდინებს, გაზრდის დასაქმების შემთხვევებს, გააუმჯობესებს ცხოვრების სტანდარტებს და განვითარების პროცესში თავიდან აიცილებს და გააქარწყლებს რისკებს“, ნათქვამია ეგრკ-ს ანგარიშში. 

ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის მხარდასაჭერად წლევანდელი მშპ-ს მიღწევის მიზანი, ასევე შეესაბამება ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელ პოტენციალს და რესურსებისა და წარმოების ფაქტორების შესაძლებლობებს.

„ჩინეთისთვის 2023 წელი ეკონომიკის დაბრუნების წელია“, - თქვა ჩინეთის რენმინის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის დეკანმა, ლიუ შუიინგიმ. 

მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინების სტაბილიზაციისა და ეკონომიკური გაფართოებისთვის წლიური ამოცანა მშპს-ს შესაბამისი ზრდის ტემპია, ის ასევე მიუთითებს, რომ ჩინეთის ეკონომიკა გააგრძელებს მაღალხარისხიან განვითარებაზე ფოკუსირებას, აღნიშნა ლიუმ. 

ეკონომიკური ზრდის აღორძინება

პრემიერმა როგორც განაცხადა, ჩინეთის ეკონომიკა სტაბილურად აღდგება სამომხმარებლო მოთხოვნის, ბაზრის განაწილების, სამრეწველო წარმოებისა და ბიზნესის მოლოდინების შესამჩნევი გაუმჯობესებით, მან აგრეთვე დასძინა, რომ ეკონომიკა ავლენს უსაზღვრო პოტენციალს და იმპულსს შემდგომი ზრდისთვის. 

გაუმჯობესების შემჩნევა და შეგრძნება შესაძლებელია ისეთ გარემოში, როგორიცაა გადატვირთული გზები, ხალხმრავალი კონოთეატრები და რესტორნები, სავაჭრო სივრცეები, როგორც ინტერნეტ, ასევე ფიზიკურად არსებული მაღაზიები. უახლესმა ოფიციალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ბოლო ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში საწარმოო აქტივობა ყველაზე მაღალ დონეზეა, უცხოური ინვესტიციების შემოდინება და ყოველთვიური საბანკო სესხების გაცემა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. 

ხალხი სტუმრობს უძველეს ქალაქს ძიანჩანგს გაზაფხულის ფესტივალის არდადეგებზე ქსიჩანგში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში, 27 იანვარი, 2023 წ. (ფოტო გადაღებულია ლი ძიეის მიერ /სინხუა).

წარსულის მიღწევების აღნიშვნის მიუხედავად, ლი კეციანმა სიფრთხილით განიხილა ეკონომიკის წინაშე მდგარი სირთულეები და გამოწვევები, მათ შორის გაურკვევლობა გარე ფაქტორებთან დაკავშირბეით, არასაკმარისი შიდა მოთხოვნა და რისკები და ფარული საფრთხეები უძრავი ქონების ბაზარზე. 

მნიშვნელოვანია, რომ წელს „პრიორიტეტად დავისახოთ სტაბილური ზრდის, დასაქმებისა და ფასების უზრუნველყოფა“, განაცხადა ლი კეციანმა. 

წელს ჩინეთი მიზნად ისახავს შექმნას დაახლოებით 12 მილიონი ახალი ურბანული სამუშაო ადგილი, გამოკითხულთა შორის ქალაქში მაცხოვრებელთა უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 5,5 პროცენტია, ნათქვამია მთავრობის სამუშაო ანგარიშში. სხვა წლიური მიზნები მოიცავს სამომხმარებლო ფასების ინდექსის 3 პროცენტამდე ზრდას და მარცვლეულის 650 მილიონ ტონაზე მეტ გამომუშავებას. 

მთავრობის სამუშაო ანგარიშმა წარადგინა წლევანდელი ეკონომიკის ზრდისთვის საჭირო მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს 3 პროცენტიან დაგეგმილ დეფიციტს მშპ-თან დაკავშირებით, რაც გასულ წელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით მაღალია და 3.8 ტრილიონი იუანის ღირებულების მქონე (დაახ. 549.8 მილიარდი აშშ დოლარი) სპეციალური დანიშნულების მქონე ობლიგაციებს, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებაზე გადანაწილდება. 

ანგარიშში ასევე მოთხოვნილია გონივრული მიზანმიმართული და ძლიერი მონეტარული პოლიტიკის შექმნა, ასევე აღნიშნულია, რომ M2 ფულის მიწოდება და ფინანსური აგრეგატი უნდა გაიზარდოს რეალური ეკონომიკის მხარდაჭერისთვის, ზოგადად, ნომინალური ეკონომიკური ზრდის შესაბამისად. 

შიდა მოთხოვნის გასაზრდელად, ჩინეთი პრიორიტეტად დაისახავს მოხმარების აღდგენასა და გაზრდას, ნათქვამია ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქსა და სოფელში მაცხოვრებელთა შემოსავლები გაიზრდება მრავალი საშუალებით.

„ჩინეთის ეკონომიკა მთლიანობაში უკეთესობისკენ გადაიხრება და მისი ზრდის ტემპი სავარაუდოდ გარძელდება მანამ, სანამ არ მიაღწევს ნორმალურ დონეს“, განაცხადა ლიაონინგის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და ეროვნულმა კანონმდებელმა, ეკონომისტმა იუ მიაოძიემ. 

საერთაშორისო ინსტიტუტებმა და საინვესტიციო ბანკებმა წარადგინეს თავიანთი პროგნოზები წლევანდელ წელს ჩინეთის ეკონომიკის გაზრდის შესახებ. ჩინეთმა 2023 წლის იანვრის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზრდის პროგნოზით წინა 4.4 პროცენტიანი პროგნოზი 5.2 პროცენტამდე გააუმჯობესა.  

ხარისხი მნიშვნელოვანია

მიუხედავად ეკონომიკის ზრდისთვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭებისა, ჩინეთის ხელისუფლება ეკონომიკურ ზრდას ნებისმიერ ფასად არ ცდილობს. ამის ნაცვლად, მას უფრო მწვანე და ეფექტიანი ეკონომიკა სურს.  

მთავრობის სამუშაო ანგარიშის წარდგენისას, ლი კეციანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა მაღალი ხარისხის განვითარების მცდელობა, გამოკვეთა პოლიტიკის ისეთი პრიორიტეტები, როგორიცაა ინდუსტრიული სისტემის მოდერნიზაციის დაჩქარება და მწვანე განვითარების ნიმუშზე გადასვლის ხელშეწყობა.

ჩინეთის მიზანია დაახლოებით 2 პროცენტით შეამციროს ენერგიის მოხმარება მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ ერთეულზე და „მთელი ძალისხმევით ეცადოს ფაქტობრივი მუშაობისას უკეთესი შედეგების მიღწევას“, ნათქვამია ეგრკ-ს ანგარიშში. 

2022 წლის 19 ივნისს გადაღებული ეს საჰაერო ფოტოსურათი გვაჩვენებს ქარის ტურბინებს ტყე-პარკში რაოჰეს ოლქში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ჰეილონჯიანგის პროვინციაში (სინხუა/ქსიე ძიანფეი)

ანგარიშში განხილულია ამოცანები ძირითადი დამაბინძურებლების მუდმივად შესამცირებლად, წიაღისეული საწვავის მოხმარების უფრო ძლიერი კონტროლი და ბუნებრივი გარემოს სტაბილური გაუმჯობესება.

ქვეყნის ტექნოლოგიური გაძლიერების თვალსაზრისით, ლი კეციანმა მოითხოვა ხარისხიანი რესურსების გაერთიანება და ერთობლივი ძალისხმევის გაწევა ძირითადი ტექნოლოგიების სფეროში სამეცნიერო მიღწევებისთვის.  

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მზარდი პროტექციონიზმისა და COVID-19-ის გამწვავებით გამოწვეული მძიმე გამოწვევების ფონზე, ჩინეთმა თავი აარიდა ინვესტიციებზე ზედმეტ დამოკიდებულებას, როგორც ეკონომიკური ზრდის გაძლიერების საშუალებას, მაგრამ დარჩა ბაზრის სუბიექტებზე ორიენტირებული და დაეხმარა მათ სირთულეების გადალახვასა და ზრდაში.  

„მივიღეთ გადამწყვეტი ზომები მაკრო პოლიტიკის მხარდაჭერის გასაძლიერებლად, იმავდროულად, თავი შევიკავეთ ძლიერი მასტიმულირებელი პოლიტიკის გატარებისაგან, რომელიც შეჭამდა ჩვენს პოტენციალს სამომავლო ზრდისთვის“, - აღნიშნა ჩინეთის პრემიერმა. 

მაღალი ხარისხის განვითარება ითვლება "პირველ და უმთავრეს" ამოცანად ჩინეთის მოდერნიზაციის მცდელობაში. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაცვლად იმისა, რომ მშპ-ს ზრდა წარმატების ერთადერთი კრიტერიუმი იყოს, ჩინეთი ახლა უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს (ეკონომიკის) ზრდის ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, ჩინეთმა ბოლო ხუთი წლის მანძილზე გაზარდა ხარჯები კვლევასა და განვითარებაზე, როგორც განვითარების უკეთსი ხარისხის ნაწილზე,  შემცირებული ენერგიის ინტენსივობისა და ნახშირბადის გამონაბოლქვის თანხლებით.  

”თანამედროვე ჩინეთი უნდა იყოს მაღალხარისხიანი განვითარების მქონე”, - თქვა მმართველობის ეროვნული აკადემიის ეკონომიკის დირექტორმა და ეროვნულმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, ჰან ბაოძიანგმა. 

„მხოლოდ ზრდასა და ხარისხზე თანაბარი აქცენტის გაკეთებით და მაღალხარისხიანი განვითარებისთვის ძლიერი სინერგიის შექმნით შეგვიძლია ავაგოთ მყარი ეკონომიკური საფუძველი ჩინეთის მოდერნიზაციისთვის“, - დასძინა ჰან ბაოძიანგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×