ხატია ბერიძე
15.12.2021

„ომიკრონის" შტამი უსწრაფესად ვრცელდება, რაც სხვადასხვა ქვეყნებს აიძულებს საერთაშორისო მოგზაურობაზე შეზღუდვების მექანიზმები აამოქმედონ და საზღვრებზე უმკაცრესი კონტროილი დააწესონ. 

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „ომიკრონი" უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მკვეთრად განხვავდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი ქვეყნებს აფრთხილებს, რომ შეაფასონ რისკები და სამეცნიერო მიდგომებზე დაფუძნებით იხელმძღვანელონ.

ქვეყნებმა კი მალევე საჰაერო საზღვრების ჩაკეტვა და დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ოპტიმისტურ განწყობას არ კარგავენ და ფიქრობენ, რომ ეს შეზღუდვები დროებითია და მსოფლიოს საერთაშორისო საზღვრების პარალიზება არ დასჭირდება.

"ომიკრონით" შეშინებული პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტრო ოთხშაბათიდან საზღვრის გადაკვეთისას დამატებით რეგულაციებს აწესებს. მოგზაურებმა, რომლებიც პოლონეთში არაშენგენის ქვეყნებიდან ჩადიან, საზღვრის გადაკვეთამდე 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის ტესტი უნდა გაიკეთონ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი შეძლებენ ქვეყანაში შესვლას.

ახალი შტამი თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გამოჩნდა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმაც შეზღუდვები, სწორედ მხოლოდ ამ ქვეყნებთან: ბოტსვანა, ესვატინი, ლესოტო, მოზამბიკი, ნამიბია, ზიმბაბვე და სამხრეთ აფრიკასთან დააწესა. ამ ქვეყნებიდან პოლონეთში დაბრუნებულ მოქალაქეებს სავალდებულო 14 -დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, გარდა იმ პირებისა, ვინც ბოლო 6 თვეში კორონავირუსი გადაიტანა და 12 წლამდე ბავშვები, რომლებიც აცრილ მეურვეებთან ერთად მოგზაურობენ.

„ომიკრონის" შტამის გავრცელების საფრთხის გამო იაპონიამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს. იაპონური მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები ასევე შეეხება ბიზნესმენებსა და უცხოელ სტუდენტებს.

შემზღუდველი ზომები ძალაში 30 ნოემბრიდან შევიდა. იაპონიამ, თითქმის ერთწლიანი აკრძალვის შემდეგ, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები შეამსუბუქა და უცხოელ სტუდენტებს, 14-დღიანი კარანტინის გავლის შემთხვევაში, ქვეყანაში შესვლის უფლება მისცა. აცრილებისთვის საკარანტინო პერიოდი 10 დღემდე იყო შემცირებული.

იაპონური მედია წერს, რომ „ომიკრონის" ვარიანტის საფრთხის გამო, რომელიც შეიძლება, იყოს უფრო გადამდები, ვიდრე სხვა შტამები, მოსალოდნელია, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ გაამკაცრებს შესვლის შეზღუდვებს.

ისრაელს ამ დროისთვის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეებისთვის ჩაკეტილი აქვს საზღვრები. ასევე გეგმავენ აცრილი მოქალაქეებისთვის 3-დღიანი კარანტინის დაწესებას, არა ვაქცინირებულების კი 7-დღიანი კარნტინის გავლა მოუწევთ.

დიდ ბრიტანეთში ყველა შემსვლელს კორონავირუსის ტესტის გაკეთება ფრენამდე 48 საათით ადრე მოუწევს. ასევე პისიარის გაკეთება სავალდებულოა ჩასვლიდან 2 დღის განმავლობაში, მოგზაურები 2-დღიან თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ.

,,ომიკრონი" დადასტურდა ევროპის არაერთ ქვეყანაშიც. დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, ისრაელი, ავსტრალია, ჩეხეთი იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც ,,ომიკრონი" უკვე ოფიციალურად დადასტურდა. უახლესი მონაცემებით კი ახალი შტამი 76 ქვეყანაშია დადასტურებული.

კორონავირუსთან დაკავშირებული საქართველოს უწყებათაშორისო საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ,,ომიკრონის" გავრცელების გამო, აფრიკის 8 ქვეყნაში მოგზაურთათვის საქართველოს საზღვარზე რეგულაციები დაწესდა. ნებისმიერ პირს, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ზიმბაბვეში, ნამიბიაში, ლესოტოში, ესვატინიში (სვაზილენდი), მოზამბიკში ან მალავიში მოგზაურობდა, საქართველოში შემოსვლისას 14-დღიანი კარანტის და შემდეგ პისიარის ჩაბარება მოუწევს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ესაღნიშნული მომსახურებები უფასოა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქებს თავად მოუწევთ ხარჯების დაფარვა.

შესაძლებელია თუ არა, რომ შეზდღუდვების გამკაცრებამ საერთაშორისო მოგზაურობის პარალიზება გამოიწვიოს, ამ საკითხზე ,,რეზონანსთან" ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის საერთაშორისო საზღვრების პარალიზების საჭიროებას ვერ ხედავს.

"საზღვრების პარალიზება შეიძლება მოხდეს იმ ქვეყნებთან, სადაც ომიკრონი ოფიციალურად დადასტურდა, მაგრამ, საერთაშორისო საზღვრების ჩაკეტვა ვირუსის გავრცელებას ვერ აკავებს, რაც მსოფლიომ ძალიან კარგად იცის უკვე. ამის გათვალისწინებით ვფიქრობ საერთაშორისო საზღვრების პარალიზება არ მოხდება."

"აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნების ის ნაწილი სადაც მოსახლეობა თითქმის სრულადაა ვაქცინირებული, შეიძლება ითქვას, რომ ,,ომიკრონისთვის" მზად არიან და საზღვრებს არ ჩაკეტავენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ შტამის ვაქცინა ჯერ არ გვაქვს, სპეციალისტები ამბობენ, რომ ,,ფაიზერი" ძალიან კარგ დამცველობას ავლენს ასე, რომ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის სასურველი რაოდენობაა აცრილი, მინიმუმ 60% საზღვრების ჩაკეტვის არანაირი საფუძველი არ აქვთ.

,,ომიკრონის შესახებ ჯერ ძალიან ბევრი დეტალი არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ „დელტა" შტამთან შედარებით მეტად გადამდებია. ვფიქრობ, მსოფლიო ახალ შტამთან ბრძოლას ვაქცინაციით და აქამდე არსებული ეპიდემიოლოგიური გაფრთხილებებით გააგრძელებს.

"შესაძლოა ახალი შეზღუდვები "ომიკრონის" ხასიათიდან გამომდინარე დაემატოს, რაზეც მეცნიერული დაკვირვებები მიმდინარეობს, მაგრამ ამ ეტაპზე საერთაშორისო საზღვრების პარალიზებას გამოვრიცხავ", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×