რეზონანსი
14.10.2021

მსოფლიო დონის სახელის მქონე რუსი მეცნიერი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და მისი ოჯახის წევრები ჯაშუშობისთვის დააკავეს. 60 წლის სერგეი ზონენკო, წლების განმავლობაში ბულგარეთში, იარაღის მწარმოებელ ქარხანაში „არსენალი“ ინოვაციურ ტექნოლოგიების მიმართულებას ხელმძღვანელობდა. თუმცა, როგორც ჩანს, პარალელურად ჯაშუშურ საქმიანობას,  მისი სამშობლოს სპეცსამსახურების საუკეთესო ტრადიციების მიხედვითეწეოდა. ზონენკო ცოლ-შვილთან ერთად უკვე გაქცევას და ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, როცა ბულგარელმა სამართალდამცველებმა მთელი ოჯახი ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტში დააკავეს. ეს სპეცოპერაცია ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან  ერთად ჩატარდა.

საქმეზე გამოძიება მაშინ დაიწყო, როცა ქარხანაში წარმოებული პროდუქციის და კონფიდენციალური დოკუმენტების დაკარგვა შეამჩნიეს. მოგვიანებით, უკვე ზონენკოს დაკავებისას, სამართალდამცველებმა ეს დოკუმენტაცია მის  მანქანაში  აღმოაჩინეს.

 იარაღის ქარხანა „არსენალი“ცეცხლსასროლი იარაღისა და  საბრძოლო მასალების მსხვილ მწარმოებელს და ექსპორტიორს წარმოადგენს. ეს ქარხანა აწარმოებს როგორც სხვადასხვა სახის ინდივიდუალურ იარაღს, ასევე ყუმბარმტყორცნებს, საარტილერიო და საზენიტო დანადგარებს. 

როგორც ბულგარული მედია წერს, ამ ჯაშუშური საქმის მთავარი ფიგურანტი,თავის სფეროში სახელგანთქმული მეცნიერ-მექანიკოსია, მრავალი ნაშრომის და სერიოზული გამოგონების ავტორი. მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ხოლო მეუღლე ოლგა და ვაჟიბენიამინი ლიეტუვას მოქალაქეები არიან. ზონენკოს მეუღლე  „არსენალში“ დიზაინერის პოზიციაზე მუშაობდა. რუსი მეცნიერი ცნობილია მათ შორის იმით, რომ კუმულატიური საბრძოლო მასალის გამომგონებელია. სწორედ ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ის „არსენალში“. მას დისერტაცია ბირთვული რეაქტორების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვს დაცული, ხოლო ბულგარეთში საცხოვრებლად გადასვლამდე  კომპანია „ზონენკოს კუმულატიური დამუხტვა“ დააფუძნა. თუმცა, ახლა, როცა მას ჯაშუშობაში ადანაშაულებენ, მის სამეცნიერო ავტორიტეტს  ჩალის ფასი გაუხდა.

 აღსანიშნავია, რომ 2020 წელს „არსენალის“ ერთ-ერთ საწყობშისერიოზული აფეთქება მოხდა. გამოძიების ჩატარების შემდეგ, ბულგარეთის პროკურატურამ განაცხადა რომ ეს დივერსია იყო, რომლის ავტორებიც  რუსული დაზვერვის ოფიცრები არიან.მათ მსგავსი დივერსია ჩეხეთში, ასევე იარაღის ორ საწყობში მოახდინეს. საუბარია 2014 წელს ჩეხეთის დასახლება ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ჩეხეთის პოლიციამ 2021 წლის გაზაფხულზე განაცხადა, რომ ამ დივერსიასთან დაკავშირებულები არიან რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა, რომლებიც ჩეხეთში მოლდოვისა და ტაჯიკეთის პასპორტებით შევიდნენ. მიშკინი და ჩეპიგა ასევე ბრალდებულები არიან ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე, პრაღიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევეს. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, იან ჰამაჩეკის თქმით, ეს დიპლომატები კრემლის სახელით მოქმედი სამხედრო ჯაშუშები იყვნენ დამათ 48 საათი მისცეს ქვეყნის დასატოვებლად. ამას გარდა, ჩეხეთის ხელისუფლებამ, რუსეთის  სახელმწიფო ბირთვულ კორპორაცია „როსატომს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა აუკრძალა.  რა თქმა უნდა, კრემლი აღშფოთებას ვერ მალავს და ყველა ბრალდებას უარყოფს. 

 თუმცა, როგორც ვხედავთ, რუსული ჯაშუშური ქსელების გამოაშკარავება ევროპულ ქვეყნებში სულ უფრო ხშირად ხდება.  კრემლის სპეცსამსახურების ასეთი მოქმედებები იმდენად მიუღებელი და დანაშაულებრივი ხდება, რომ არანაირი თავის მართლება აღარ მუშაობს. სულ ახლახან, დაიწყოსასამართლო პროცესიც  გერმანიის მოქალაქის საქმეზე, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ბუნდესტაგის შენობის გეგმების გადაცემაშია ბრალდებული. 

ლევან რაზმაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×