თამთა ჩაჩანიძე
11.10.2021

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა „პანდორას დოკუმენტების" სახელით მსოფლიო ქვეყნების მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსისა და მათთან დაკავშირებული პირების შესახებ ოფშორებში დამალულ ქონებასთან დაკავშირებით მასალები გამოაქვეყნა, დოკუმენტებში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ფიგურირებს, რამაც ქვეყანაში დიდი სკანდალი გამოიწვია.

650-ზე მეტმა ჟურნალისტმა შეისწავლა მილიონობით ფაილი, რომლებშიც ფიგურირებდა სამი ათეული მოქმედი და ყოფილი სახელმწიფოს მეთაური და 300-ზე მეტი თანამდებობის პირი.

შოუმენი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ვოლოდიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად 2019 წელს აირჩიეს, გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, მას და მის უახლოეს გარემოცვას შემოსავალი აქვს ოფშორული კომპანიების ქსელებიდან, მათ შორის, ბრიტანეთში არსებული უძრავი ქონებიდან.

ფაილებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს, ზელენსკიმ ოფშორული კომპანიის 25%-იანი წილი გადასცა თავის ახლო მეგობარს, რომელიც ახლა პრეზიდენტის მთავარი მრჩეველია. ზელენსკი ფლობდა წილს კომპანიაში, რომელიც რეგისტრირებული იყო ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე ერთი თვით ადრე, ყოფილმა მსახიობმა თავისი წილი Maltex Multicapital Corp- ში, ფარულად მიყიდა თავის ახლო მეგობარს და ბიზნეს პარტნიორს სერგეი შეფირს. შეფერმა შეინარჩუნა თავისი წილი Maltex Multicapital Corp- ში მაშინაც კი, რაც იგი შეუერთდა ზელენსკის მთავრობას, როგორც მთავარი მრჩეველი.

უკრაინის საზოგადოება აღნიშნულ ფაქტს აღშფოთებით შეხვდა. ეს ყველაფერი ხდება იმ ფორნზე, როცა უკრაინაში ანტიკორუფციული რეფორმები მიმდინარეობს, რაშიც პრეზიდენტ ზელენსკის აშშ-ის სრული მხარდაჭერა აქვს.

4 ოქტომბერს, „პანდორას" მასალებიდან, ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სტრუქტურებმა 2012 წელს დაახლოებით 40 მილიონი დოლარი გადარიცხეს ვლადიმერ ზელენსკის ოფშორული კომპანიების ანგარიშებზე.

დოსიეში შესულია 117 ქვეყნის 600-ზე მეტი ჟურნალისტის რეპორტაჟები და ასევე 11,9 მილიონ ფაილზე მეტი, რომლებიც მათ გაჟონვის შედეგად ჩაუვარდათ ხელში.

„პანდორას დოკუმენტები" უზარმაზარი მოცულობის გაჟონილი ინფორმაციაა 11,9 მილიონი ფაილი იმ კომპანიებზე, რომლებიც ოფშორული კომპანიების შექმნაზე არიან სპეციალიზებული. ეს დოკუმენტები ნათელს ჰფენს დაფარულ ფინანსურ სამყაროს, რომელშიც ზემდიდარი ადამიანები საკუათარი შემოსავლების დამალვას ახერხებენ მცირე გადასახადების გადახდის ან გადასახადებისთვის საერთოდ თავის არიდების გზით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×