მარიკა ხორავა
23.09.2020

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთისგან ითხოვს დაუყოვნებლივ განმარტებას რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ და აცხადებს, რომ „ჩვენ არ მოვითმენთ ქიმიური იარაღის გამოყენებას ევროპაში, რუსეთში ან სირიაში".

ამასთან დაკავშირებით „რეზონანსთან" ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა, რომ ევროპას ძალიან დიდი რეს

ურსი აქვს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გასამკაცრებლდ. ის აცხადებს, რომ ევროპა რუსეთთან მიმართებაში ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკას აგრძელებს. ლაგაზიძის განცხადებით, ევროპა მხოლოდ ხმაურიანი განცხადებებით შემოიფარგლება.

„რეალური სანქციები და ბერკეტები ევროპას ჯერ არ აუმოქმედებია რუსეთის წინააღმდეგ. ვნახოთ, ახლა რას იზამს, რა იქნება ამ მოთმენაში, თუმცა ჯერ კიდევ ევროპა ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკას აგრძელებს, სამწუხაროდ, რუსეთთან მიმართებაში.

"ფაქტია, რომ დასავლეთი თავის რესურსებს მინიმალურადაც არ იყენებს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ევროპა მხოლოდ ზედაპირული სანქციებითა და ხმაურიანი, მაგრამ არაფრის მომცემი განცხადებებით შემოიფარგლებოდა.

"განცხადებაში „ჩვენ არ მოვითმენთ" ერთადერთი, რაც შეიძლება ვიგულისხმოთ, ეს არის ეკონომიკური სანქციების გამკაცრება, რომლისთვისაც ევროპას ძალიან დიდი რესურსი აქვს. შეუძლია, რელურად შეუტიოს პუტინის რეჟიმს, თუნდაც რუსი მაღალჩინოსნებისა და ბიზნესმენებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვით", - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, თუ ევროკავშირსა და ამერიკაში მიმოსვლას რუსეთის ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეალური საფრთხე დაემუქრება, შესაძლოა, რუსეთში პროცესები სხვანაირად წავიდეს.

„რუსეთის მოქმედ მაღალჩინოსნებს ქონებისა და საბანკო ანგარიშების ნაწილი აქვთ დასავლეთში, რომელიც ხელშეუხებელია. რუსეთის მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების თავისუფალ მიმოსვლას ამერიკასა და ევროკავშირში თუ რეალური საფრთხე დაემუქრება, შეიძლება, რუსეთში პროცესები სხვანაირად წავიდეს და დავიჯეროთ, რომ დასავლეთი ნამდვილად არის განწყობილი პუტინის შესაკავებლად.

"აქამდე არსებული გამოცდილება სასიკეთოს არაფერს გვიქადის იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ ხმამაღალი განცხადებები იყო. რეალური სანქციები იქნება რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლების, სხვა ოფიციალური პირების ქონებისა და მათი საბანკო ანგარიშების დაყადაღება, რომლებიც პუტინის ხელისუფლებას ფინანსურ საძირკველს უქმნის.

"მათი ფინანსური რესურსი რომ მოირყეს, ამისთვის სამხედრო დაპირისპირება არ არის საჭირო. ევროკავშირს, ამერიკასა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს აქვთ საკმარისი რესურსი, მაგრამ რამდენად იქნებიან მზად, რამდენად ხედავენ, რომ რუსეთი თავისი აღვირახსნილი ქიმიური შეტევებით მათთვის უპირველესი საფრთხეა.

"თვალსაჩინო იყო, რომ რაც რუსეთს შერჩა საქართველოში აგვისტოს ომის დროს, აუცილებლად გაგრძელდებოდა სხვაგანაც. გაგრძელდა ყირიმსა და სირიაში. როცა პუტინი ხედავს, რამდენად უხერხემლოა ევროპა და ზოგადად, დასავლეთის პოლიტიკური ელიტა, მას ხელ-ფეხი აქვს გახსნილი შემდგომი ასეთი ქმედებებისთვის", - განაცხადა „რეზონანსთან" ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივი განმარტება რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ. მან რუსეთი გააფრთხილა, რომ პარიზი არ დაუშვებს წითელი ხაზების გადაკვეთას ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე.

„ჩვენ არ მოვითმენთ ქიმიური იარაღის გამოყენებას ევროპაში, რუსეთში ან სირიაში", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას და დასძინა, _ „ეს განმარტება უნდა იყოს სწრაფი და უზადო, რადგან ჩვენ დავიცავთ ჩვენს წითელ ხაზებს".

მაკრონს არ დაუკონკრეტებია შემდგომი მოქმედებები იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დამაკმაყოფილებელ განმარტებებს არ გააკეთებს.

რაც შეეხება რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალქსეი ნავალნი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე" გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსეი ნავალნიმ შესაძლოა, მომწამვლელი ნივთიერება თავადვე მიიღო.

„კარგი ვერსიაა. ვთვლი, რომ ყურადღებით შესწავლას იმსახურებს. სამზარეულოში თავად დავამზადე „ნოვიჩოკი". თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე ბოთლიდან. ჩავვარდი კომაში. მანამდე მოველაპარაკე მეუღლეს, მეგობრებსა და კოლეგებს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა, რომ მე სამკურნალოდ გერმანიაში გადავეყვანე, მათ ეს არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ. ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და ომსკის მორგში მოხვედრა, სადაც სიკვდილის მიზეზად დაადგენდნენ: „იცხოვრა საკმარისი" _ აი, ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. მაგრამ პუტინმა მომიგო, მას ასე ადვილად ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე სულელს, კომაში ყოფნა 18 დღე მომიწია, მაგრამ ჩემსას ვერ მივაღწიე, პროვოკაცია არ გამომივიდა", - წერს ნავალნი „ინსტაგრამზე".

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
PRONELI   (25.09.2020)
daweseben sanqciebs da ician zamtari modis,ert kvirashi gayinavs mtel evropas.amerika pampersebs gamougzavnis trakebi rom ar gaeyinot.is tu gaxsovt pribaltikis produqcia ro agar sheushva rusetshi ra dgeshi chavardnen aqet dauwte rusebs ukanalis lokva,rus vanias erti gamxmxri tevzit da orasi gramit sheudzlia gadzlos,gazuluqebul evropelebs komforti uyvart.tak chto ne pizdite zria.makronma tqva da mere ra,putins turme sami dge agar edzina shishit.erti weli skripalebi atriales,exla navalnis atrialeben da mere kidev gamouchndebat gasartobi.a diadia vova poslaet vsex na fig


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×