ტატა შოშიაშვილი
19.09.2020

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ამჟამად ბერლინის კლინიკა „შარიტეში" იმყოფება, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში" პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღწერს, თუ როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, „ნოვიჩოკით" მოწამლეს.

ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს რამდენიმედღიან კომაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც ომსკიდან მოსკოვში ჩასვლისას თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო. თვითმფრინავის ბორტზე ნავალნისთნ ერთად მყოფი პრესმდივნის თქმით, ის, მოწამლეს. იარმიში ასევე ამბობს, რომ 20 აგვისტოს დილით ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია.

ომსკის კლინიკაში მკურნალობის დაწყების შემდეგ, ოპოზიციონერის ოჯახის მოთხოვნით 22 აგვისტოს ის გერმანიაში გადაიყვანა.

ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადაყვანის შემდეგ რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

ნავალნი ხელოვნური კომიდან 7 სექტებმერს გამოვიდა.

სექტემბრის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა გერმანულ „ბოლდ ონ ზონტაგთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ნავალნის სავარაუდო მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას გადახედოს.

„იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე ნავალნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაში არ მიიღებს მონაწილებას, ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი გახდება იმისა, რომ რუსეთი ამ დანაშაულის თანამონაწილეა... იმედი გვაქვს, რომ რუსები იძულებულს არ გავხდიან, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებით პოზიცია შევიცვალოთ", - თქვა მაასმა.

თავად ნავალნიმ გონზე მოსვლისა და რეაბილიტაციის კურსის დაწყების შემდეგ „ინსტაგრამზე" ორი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც მკითხველებს საკუთარი ჯანმრთელობის მგდომარეობის შესახებ უყვება.

დღეს მან დაწერა, რომ უჭირს ტელეფონის ხელში დაჭერა და როცა წყალს ისხამს ეს მთელი „ატრაქციონია".

„ახლა ის ადამიანი ვარ, რომელსაც ფეხები უკანკალებს, როცა კიბეზე ადის, მაგრამ სამაგიეროდ ფიქრობს: ეს, ხომ კიბეა!", - წერს ნავალნი და იხსენებს, რომ კომიდან გამოსვლის შემდგომ, გარკვეული დროის განმავლობაში ლაპარაკი და აზროვნება გამართულად არ შეეძლო.

პირველი პოსტი ნავალნიმ 15 სექტემბერს გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მთელი დღის განმავლობაში „დამოუკიდებლად" შეძლო სუნთქვა:

„გამარჯობა, მე ვარ, ნავალნი. მენატრებით. ჯერჯერობით თითქმის არაფერი შემიძლია, მაგრამ გუშინ მთელი დღე დამოუკიდებლად ვსუნთქავდი. არანაირი დახმარება არ დამჭირვებია, ძალიან მომეწონა," - წერს ნავალნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
. სტატუს ქუო   (20.09.2020)
ესეც პუტინივით იმპერიალისტურად აზროვნებს. ერთი ამის დედაც.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×