ტატა შოშიაშვილი
19.09.2020

ევროკავშირმა ალექსანდრე ლუკაშენკოს დრო ნოემბრის დასაწყისამდე მისცა. ორგანიზაციის ოფიციალური მოთხოვნით, ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის პოსტი მის შემდგომ ინაუგურაციამდე უნდა დატოვოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი" იუწყება.

ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეზიდენტობის მე-5 ვადა 5 ნოემბერს იწურება - 2015 წლის 5 ნოემბერს პრეზიდენტობის მეხუთე ვადის დაწყებისას მისი ინაუგურაცია ჩატარდა.

„როდესაც 5 ნოემბერს მოქმედი ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრე ლოუკაშენკოს პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება, პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტად მის აღიარებას შეწყვეტს", - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, წარმომადგენლობითმა და საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირდა ლუკაშენკოს წინააღმედ დადგენილ სანქციებს. სანქციები შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დაკავშირებულია აგვისტოს დასაწყისში ბელარუსში ჩატარებული „არჩევნების ფალსიფიკაციაში და იმ რეპრესიებში, რომელიც თან სდევდა ლუკაშენკოს მეექვსედ პრეზიდენტად გამოცხადებას". ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში წერია, იუწყება „როიტერსი".

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ლუკაშენკომ არჩევნებზე ხმათა 80% მიიღო.

9 აგვისტოს, საარჩევნო ოლქების დახურვის შემდეგ, ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში ადგილობრივებმა ქუჩებში გამოსვლა დაიწყევს პროტესტის ნიშნად. მიტინგები მომავალი დღეების განმავლობაშიც გრძელდებოდა.

ბელარუსში რამდენიმე დღის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, ათობით ადამიანი დააკავეს, ხოლო 12 აგვისტო მინსკის, ბელარუსის დედაქალაქის, მერიამ დათვალა ის ზიანი, რომელიც ქალაქს მიადგა - სამი დღის განმავლობაში მინსკი $500000-ით დაზარალდა.

ცნობისთვის, 10 აგვისტოს აქციაზე 34 წლის ბელარუსში მცხოვრები ალექსანდრე ტარაიკოვსკი გარდაიცვალა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრაციის დაშლისთვის სპეცსამსახურების თანამშრომლების მისვლის შემდეგ მამაკაცმა უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობის სროლა სცადა, მაგრამ ხელში აუფეთქდა და საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შედეგად გარდაიცვალა".

მეორე მსხვერპლი იყო 25 წლის მამაკაცი, თუმცა, ჯერჯერობით დაუდგენელია, მისი გარდაცვალება დაკავშირებულია თუ არა ლუკაშენკოს პოსტიდან წასვლის მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (20.09.2020)
ლიბანის მსგავსად--ბელორუსიასაც გააუბედურებენ--რა სამწუხაროა ყოველივე ეს და რამოდენა უსამართლობაა დედამიწაზე! საქართველოსაც ასე არ მოექცნენ? ზვიად გამსახურდიას დ ი ქ ტ ა ტ ო რ ის იარლიყი მიაწებეს, არიეს სიტუაცია და კისერიც მოატეხინეს ქვეყანას! 80% თუ არა 51% -ხომ დაუჭირა მხარი ლუკაშენკოს? ხ ა ლ ხ ი არაფერს ნიშნავს?!

PRONELI   (19.09.2020)
batka ki xarxarebs amati shemxedvare.kuana shevadnadze da kuchma ar gegonot boevoi generalia.soflis meurneoba yvavis qveyanashi,fabrika qarxnebi guguneben,produqti iafia.xalxi mezobrli qveynebidan samushaod chadian.pribaltikis qvenebi romlebic NATOS wevrebi arian bevrad chamorchebian cxovrebis donit inwiligencias muqta cxovreba mounda.mishasi ar iyos nuras ukacravad.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×