მარიამ ნებულიშვილი
25.08.2020

24 აგვისტოს დილით სერიოზული ინციდენტი მოხდა სომეხეთის მთავრობის სხდომაზე. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანანმა და ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Politik.am საკუთარ წყაროებზე დაყრდნობითი უწყება.

პაშინიანმა ტოროსიანს განუცხადა, რომ მას კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში სერიოზული ჩავარდნები ჰქონდა და აღნიშნა, რომ ის ცუდი მინისტრია.

„თუ ჩემზე კარგი თანამშრომელი გყავს, დაე, მან იმუშაოს", - უთხრა საპასუხოდ ტოროსიანმა პაშინიანს.

სომხური გამოცემის ცნობით, სიტყვიერი დაპირისპირება ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა. ბოლოს ტოროსიანმა პაშინიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა მინიშნებები - მან პრემიერ-მინისტრის მოადგილე ავინიანს უთხრა „მიხედეთ თქვენს პაციენტს" და შეხვედრა დატოვა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ნიკოლ პაშინიანმა მმართველი პარტიის საბჭოს საგანგებო შეხვედრა მოიწვია და ტოროსიანის გადაყენების შესახებ განაცხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტოროსიანი ამ დროს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

როგორც, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური პრესასთან აცხადებს, ტოროსიანი უწყებაში დაბარებული არ ყოფილა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს.

სამშაბათს კი გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ ჯანდაცვის მინსტრი არსენ ტორისიანი 18 სექტემბრამდე შვებულებაში გავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×