ლანა ბერიძე (29.07.2010)  ზვიად ქორიძის აზრით, ხელისუფლება, შესაძლოა, გაზეთების დახურვისთვის საჭირო საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობდეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას გაზეთები "ალია" და "ასავალ-დასავალი" "ათასგვარ სიბინძურეს" შეადარა. შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტი მედიას უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. აღნიშნული გაზეთის წარმომადგენლები პრეზიდენტის ამ განცხადებას სავარაუდოდ საკუთარი გაზეთებიდან უპასუხებენ. საიას იურისტის განცხდებით კი, ამ განცხადების გამო ორივე გაზეთს შეუძლია პრეზიდენტს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის და ასევე თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მუხლით უჩივლოს სასამართლოში. "თქვენ ნახეთ, შარშან როგორ სწრაფად იყო ლიკვიდირებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა. სწორედ მაშინ მუხროვანის ნაწილში იყო შემორჩენილი ძველი დროის ხალხი, რომლებიც ისხდნენ და გაზეთებს "ალიას", "ასავალ-დასავალს" და ათასგვარ სიბინძურეს და ჭორს კითხულობდნენ. ეს იყო ახალი და ძველი საქართველოს დაპირისპირება, იმ შემთხვევაში ახალმა საქართველომ გამოაჩინა თავისი ძალა და პატრიოტიზმი", - განაცხადა თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც პრეზიდენტის პრესასამსახურის უფროსმა ალანა გაგლოევამ "რეზონანსს" განუცხადა, აღნიშნულ საკითხებზე კომენტარის გაკეთება მის კომპეტენციაში არ შედის. რაც შეეხება პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძეს, მან მთელი დღის მცდელობის მიუხედავად ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია იურისტი თამარ კორძაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ გაზეთების წარმომადგენლებს შეუძლიათ პრეზიდენტს საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო უჩივლონ. ასევე პრეზიდენტის ეს განცხადება, კორძაიას თქმით, პირდაპირ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და ამ კუთხითაც შეიძლება ამ ორმა გაზეთმა საჩივარი შეიტანოს სასამართლოში. "საქმიანი რეპუტაციის შელახვის მუხლით შეიძლება შეიტანონ სარჩელი ამ გაზეთის წარმომადგენლებმა იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებენ, რომ ამ განცხადების შემდეგ გაყიდვები შემცირდება. ეს არის სამოქალქო კოდექსის მე-18 მუხლი, სადაც საქმიანი რეპუტაციის შელახვაზეა საუბარი. ამავე მუხლის პირველ ნაწილში საუბარია პატივის და ღირსების შელახვაზე; თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია იურიდიულ პირზე და იურიდიული პირი პატივის და ღირსების გამო ვერ იჩივლებს. "ალიას და "ასავალ-დასავალს" შეუძლიათ საქმიანი რეპუტაციის შელახვის მუხლით აღძრან საქმე. "მეორე - შეიძლება საჩივარი შეიტანონ თავისუფალ მედიაზე ზეწოლის კუთხით. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და მისი ნებისმიერი ასეთი გამოსვლა ჩაითვალოს პრესაზე ზეწოლად, იმიტომ, რომ ის უარყოფითად აფასებს კონკრეტული მედია ორგანიზაციის საქმიანობას", - განუცხადა "რეზონანსს" იურისტმა თამარ კორძაიამ. სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში, წერია, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ადმინისტრაციული ორგანოებისა და მათი წარმომადგენლებისა. კორძაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ადმინისტრაციული ორგანო არ არის და ვერც იქნება, ის ქვეყნის მეთაურია და ყველაზე მეტად სწორედ მას აქვს გამოხატვის თავისუფლება კანონით შეზღუდული. "ანუ, ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი. პრეზიდენტი ადმინისტრაციული ორგანო არ არის, ის სახელმწიფოს მეთაურია, მაგრამ კანონის მიხედვით პრეზიდენტს ყველაზე მეტად აქვს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული. მისი ამ ფორმით აზრის გამოხატვა კანონის ფარგლებში არ ჯდება და თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ თავისუფალ მედიაზე ზეწოლად. "ამას შეიძლება მეორე მხარეც ჰქონდეს და ვინმემ თქვას, რომ პრეზიდენტის ამ განცხადების მერე პირიქით, ამ გაზეთებს რეკლამა გაუკეთდეს და გაყიდვებიც გაიზარდოს, მაგრამ ეს იქნება წმინდა პრაგმატული და ეკონომიკური მიდგომა. რეალურად, თუ ინსტიტუციურად შევხედავთ ამ საკითხს, პრეზიდენტის მიერ ამ ფორმით გამოხატული აზრი პირდაპირ არის თავისუფალ მედიაზე ზეწოლა", - განუცხადა "რეზონანასს" თამარ კორძაიამ. მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, აცხადებს, რომ გაზეთებს არა ხელისუფლება, არამედ საზოგადოება უნდა ხურავდეს და აკრიტიკებდეს. ხელისუფლება, შესაძლოა, გაზეთების დახურვისთვის საჭირო საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობდეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა და მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ "ალიასა" და "ასავალ-დასავალთან" დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის გამონათქვამის კომენტირებისას განაცხადა. "თუ გაზეთი საზოგადოების განვითარებისთვის ხელსაყრელი არ არის, ისინი თავად საზოგადოებამ და მკითხველის არარსებობამ უნდა დახუროს და არა ხელისუფლებამ", - განუცხადა ზვიად ქორიძემ "ინტერპრესნიუსს". მისივე შეფასებით, თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას პრეზიდენტმა ქართულ გაზეთებზე საუბრისას არასწორი აქცენტები დასვა. ქორიძის თქმით, შესაძლოა, აღნიშნული გაზეთები ქსენოფობიური გამონათქვამებით იყვნენ ცნობილნი, მაგრამ ეს არა პრეზიდენტის და მთავრობის, არამედ საზოგადოების განსჯის საგანი უნდა იყოს. "ამ საკითხებზე ჟურნალისტურ თავყრილობებზე საკმაოდ ღიად ვსაუბრობთ, მაგრამ ცუდია, რომ პრეზიდენტი ამგვარ აქცენტებს აკეთებს და ამ გაზეთებს ძველი დროების მახასიათებლად მოიხსენიებს. გაზეთების ყველაზე დიდი საზომი თავად მკითხველია და სწორედ მკითხველი არ უნდა იღებდეს გაზეთებს, რომელთაც ქსენოფობია ახასიათებს. ეს არ უნდა იყოს პრეზიდენტისა და მთავრობის განხილვის საგანი, ისინი ამ საკითხებში არ უნდა ერეოდნენ", - განაცხადა ზვიად ქორიძემ. ვიდრე პრეზიდენტი გუშინ გაზეთ "ალიასა" და ასავალ-დასავალზე" ისაუბრებდა, მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ვენეციის კომისიის 20 წლის იუბილეზე მთლიანად ქართულ მედიას უწოდა "აგრესიული და საძაგელი". "ფილოსოფია, რომლის უკანაც პირადად მე ვდგავარ, არის ძალიან მარტივი და მდგომარეობს ღია საზოგადოებაში. ეს ღია საზოგადოება არსებობს საქართველოში. მასში შედის თავისუფალი მედია - ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია, რომელიც არის ძალიან, ძალიან აგრესიული და საძაგელი (#ფთენ - ამ სიტყვას უფრო არაკორექტული თარგმანიც აქვს, მაგრამ ვეცადეთ, კორექტულები ვყოფილიყავით - ავტ), გვყავს თავისუფლად არჩეული ადგილობრივი მთავრობა, გვყავს ერთმანეთისაგან განსხვავებული სტრუქტურის პოლიტიკური პარტიები... თუ ეჭვი გეპარება ღია საზოგადოებაში, ვერ განავითარებ საკუთარ ქვეყანას", - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 5 ივნისს ვენეციის კომისიის 20 წლის იუბილეზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, როგორც დღეს, არც მაშინ არ გააკეთა პრეზიდენტის ამ განცხადებაზე კომენტარი. როგორც მაშინ მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მსგავს საკითხებზე კომენტარის გაკეთება მის კომპეტენციაში არ შედიოდა. ალანა გაგლოევამ კი როგორც ახლა, მაშინაც მანჯგალაძესთან გადაგვამისამართა. კიდევ უფრო ადრე პრეზიდენტმა ისიც განცხადა, რომ ქართულ პრესას საერთოდ არ ეცნობოდა, რასაც ქართული მედიის წარმომადგენლების დიდი კრიტიკა მოჰყვა. მაშინ პრეზიდენტის ამ განცხადებას არაერთი სტატია და სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა. |
| დატოვე კომენტარიკომენტარები (0) კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია. შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია | |
|
|
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია
აუდიო–ინტერვიუ  როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ნატოს მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში ნატოში შესვლიათვის გასაღები ვერ იქნება. თუმცა ექსპერტის განმარტებით, ასეთი ურთიერთობა იმის იმედს იძლევა, რომ ნატო უფრო მეტად დაკავდება საქართველოს პრობლემებით - განსაკუთრებით შიდა რეფორმებით, რომელიც დემოკრატიისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუდიო–ინტერვიუ  “დღეს დასავლეთი ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს კონფრონტაციული ინტონაცია რუსეთთან ურთიერთობაში, რაც შეიძლება მეტ დარღვევაზე თქვას, რომ “ეს არაფერია”, რათა დაძაბულობის ტალღა ხელახლა არ წამოვიდეს საერთაშორისო ურთიერთობებში,”- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ბერნარ კუშნერის განცხადების კომენტირებისას. აუდიო–ინტერვიუ  “ბოლო გამგეობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელს სრული მანდატი მივეცით, რომ არამარტო ოქრუაშვილს (ვისაც უკვე ელაპარაკა), არამედ სხვებსაც ელაპარაკოს ამ გაერთიანებაზე. მაგრამ შედეგები არ ვიცი. ვფოქრობ, რაიმე კონკრეტული შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ, უკვე შეგვკრებდა,” - აცხადებს მოძრაობის “სამართლიანი საქართველოსთვის” წევრი პეტრე მამრაძე ზურაბ ნოღაიდელისა და ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო გაერთიანების კომენტირებისას.
(22.07.2010)
(25.05.2010)
(19.05.2010)
(17.05.2010)
(16.05.2010)
(03.05.2010) ვინ შეიძლება ყოფილიყო შშს-ს ის მაღალჩინოსანი, რომელიც, ავსტრიის პოლიციის მონაცემებით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| კახა თარგამაძე(25.758%) |
| ირაკლი კოდუა(27.273%) | | ვიღაც სხვა(3.03%) | | არავინ, ავსტრიის პოლიცია შეცდა(25.758%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(18.182%) | რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღებისას? გამოკითხვის დასრულება 03.07.2010
| ისტორიული სამართლიანობის აღდგენა(24.138%) |
| სტალინის ისტორიული როლის დაკნინება(20.69%) | | პასუხი ქუთაისში აფეთქებული მემორიალის სანაცვლოდ მოსკოვში ახალი მემორიალის აშენებაზე(3.448%) | | საერთოდ უყვარს ყველაფრის ნგრევა(46.552%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(5.172%) | რითია გამოწვეული ბოლოდროინდელი გადაჯგუფებები ოზოპიციაში? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| პროდასავლური ძალების დასუსტებით(9.302%) |
| პრორუსული ძალების გაძლიერებით(23.256%) | | ორივეთი ერთად(20.93%) | | ჩვეულებივი პოლოტიკური პროცესია(44.186%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.326%) | როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების შემდგომი ზრდა? გამოკითხვის დასრულება 20.06.2010
| დიახ, ფასები გაიზრდება(86.957%) |
| შენარჩუნდება იგივე დონეზე(8.696%) | | არა, შემცირდება(2.174%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.174%) | როგორ ფიქრობთ, კიდევ გაუფასურდება თუ არა ლარი? გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| არსებული კურსი შენარჩუნდება(11.613%) |
| ლარი მკვეთრად გაუფასურდება(24.516%) | | თანდათანობით გაუფასურდება(45.806%) | | გამყარდება(7.742%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(10.323%) | როგორი უნდა იყოს ოპოზიციის მოქმედების გეგმა გამოკითხვის დასრულება 13.06.2010
| დაელოდოს 2012 წლის არჩევნებს(22.436%) |
| გამართოს კონსულტაციები საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის(38.462%) | | გამართოს აქციები ვადანდელი არჩევნების დანიშვნისათვის(36.538%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) | რას ელოდებით ახალი საკრებულოსა და მერისაგან? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| სოციალური საკითხების გადაჭრას(12.676%) |
| ქალაქის კეთილმოწყობას(12.676%) | | უმეშებრობის შემცირებას(5.634%) | | მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას(0%) | | კარგ არაფერს ველოდები(69.014%) | რამდენად შეესაბამებოდა არჩევნების შედეგები ამომრჩეველთა ნებას? გამოკითხვის დასრულება 06.06.2010
| შეესაბამება(17.949%) |
| უფრო სეესაბამება(6.41%) | | უფრო არ შეესაბამება(6.41%) | | არ შეესაბამება(66.667%) | | მიჭირს პასუხის გაცემა(2.564%) |
|