სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მამუკა ნაცვალაძე
    15.06.2015

     არაერთ საიუბილეო და შემოქმედებით საღამოზე ვყოფილვარ, თუმცა ის, რაც წყნეთში, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის 29-ე ხელოვნების სკოლის პედკოლექტივის მიერ მოწყობილ გიორგი და კახა ცაბაძეების შემოქმედებით საღამოზე მოხდა, არასდროს შემხვედრია - იდგა პატარა ქართველი - 9 წლის გიორგი თათულაშვილი და კახა ცაბაძის "აღსარებაზე" გულამოსკვნილი ტიროდა.

    მარი ჩიტაია
    04.06.2015

     საქართველო დიდ ქართველ მწერალს, ოტია იოსელიანს უმეტესწილად, სიმართლის პირში მთქმელ, უღალატო და სამართლიანი ადამიანის სახელით იცნობს... ამ ქვეყნიდან წავიდა უპრეტენზიოდ, როგორც თავისევე გმირი სერაფიონი... მიწასთან ახლოს, თავისივე ხელით აგებულ სახლში ცხოვრობდა და სამარადჟამო განსასვენებელიც იქვე ჰპოვა.

    სალომე სარიშვილი
    03.06.2015

     გელათის სამონასტრო კომპლექსზე რეაბილიტაციის პროცესი განახლდა - პროექტი გრძელვადიანია და ტაძრის სრულ რეკონსტრუქციას გულისხმობს.

    ია აბულაშვილი
    01.06.2015

     ქართველები პარიზში თითქოს მუდმივი თემაა, მაგრამ მართლაც იშვიათია მსოფლიოს რომელიმე ქალაქი გახდეს ისეთი ახლობელი უცხოელისთვის, როგორც პარიზი; განსაკუთრებით, თუ ეს ადამიანი ხელოვანია. სწორედ პარიზი გახდა ჩვენი თანამემამულის, ცნობილი მოქანდაკის და იუველირის გუჯი ამაშუკელის შემოქმედების სარბიელი; ამ ქალაქში აღიარეს იგი "ხელოვნების ოსტატად"; მის მიერ შექმნილი სამკაულები და მითოლოგიურ-რელიგიურ თემაზე გამოქანდაკებული ოქროს და ვერცხლის ნივთები ცნობილ მუზეუმებს და კერძო კოლექციებს ამშვენებს.

    სალომე სარიშვილი
    29.05.2015

    ვარძია, უფლისციხე და გრემი - სამი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი მუზეუმ-ნაკრძალია ტურისტებისთვის. ქვეყნის ეს ყველაზე მძლავრი მუზეუმ-ნაკრძალები ვიზიტორების ნაკლებობას არასდროს განიციდის, ამიტომ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მათ განვითარებასა და კონსერვაციაზე მუდმივად მუშაობენ.

    ია აბულაშვილი
    25.05.2015

    ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" პირველ ივნისს ლონდონის ცნობილ "ქრისტის" აუქციონზე გაიყიდება. ტილო 1907-1908 წლებშია შექმნილი და მისი საწყისი ფასი 800 ათასიდან 1,2 მილიონ ფუნტამდე განისაზღვრება. ფიროსმანის ეს სურათი პირველად 2007 წელს ნიუ-იორკის "სოტბის" აუქციონზე გაიყიდა, ბოლოს კი 2010 წელს ლონდონის აუქციონზე. ამ დრომდე იგი კერძო კოლექციონერის საკუთრებაა და მისი დღევანდელი მფლობელის ვინაობა უცნობია.

    სალომე სარიშვილი
    23.05.2015

     აბანოთუბანში ჭრელი აბანოების რეაბილიტაციის პროცესმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვია. "ტფილისის ჰამქარის" განცხადებით, აბანოებიდან გუმბათის ბაზისების ჩამოტანის აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან ჩატარებული სამუშაოების შედეგად მისი ნაწილები დაზიანდა. აღნიშნულ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები სპეციალისტების ზედამხედველობითა და ყველა საჭირო ნორმის დაცვით მიმდინარეობს.

    სალომე სარიშვილი
    22.05.2015

    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრ იკრომ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი საქართველოში რესტავრაციის საწვრთნელი პლატფორმის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომელიც ძეგლთა დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას მისცემს.

    სალომე სარიშვილი
    14.05.2015

    რამდენიმე კვირაში ისტორიულ ჯავახეთში ვარძიის კომპლექსის გადარჩენის პროგრამა განახლდება. კლდეში ნაკვეთი ქალაქის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო ინსტიტუტების გარდა, ქვეყნის სამეცნიერო ორგანიზაციები გააერთიანა, რომელსაც საინჟინრო-გეოლოგიური მეცნიერებების დოქტორი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი და იუნესკოს ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი ხელმძღვანელობს.

    სალომე სარიშვილი
    08.05.2015

     80-იანი წლების შემდეგ პირველად თელავში ერეკლე მეორეს სასახლისა და მუზეუმის რეაბილიტაცია განახლდება. აღსანიშნავია, რომ სასახლეს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი გააჩნია, ამიტომ მის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საბოლოო ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გასცეს.

    სალომე სარიშვილი
    07.05.2015

    შორეთის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი გააჩნია, კრიტიკულ მდგომარეობაშია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძეგლის ფოტოებმა სრულიად სოციალური ქსელის ყურადღება მიიპყრო. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ძეგლს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა ამ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მისი რეაბილიტაციის საპროექტო გეგმა უკვე მზადაა.

    ლელა ოჩიაური
    07.05.2015

     კერამიკოსი ლია ბაგრატიონი აქტიური თანამედროვე ხელოვანია, რომელიც მუდამ და შეუჩერებლად მუშაობს. რომელსაც არ ეშინია არც ექსპერიმენტისა და არც თამამი ნაბიჯების, რომლებიც შეიცავს რისკსაც და არც დამარცხების შესაძლებლობას გამორიცხავს. მხატვარი მუდამ რაღაცას ეძებს, მეთოდურად და სპონტანურად, და პოულობს.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter