ნინო ქეთელაური
05.06.2017

 სერბი კომპოზიტორი, მუსიკოსი და მომღერალი გორან ბრეგოვიჩი, ვინც 26 აგვისტოს "ბლექ სი არენაზე" სოლო კონცერტს გამართავს, უკრაინაში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. საქართველოში მისი კონცერტის ორგანიზატორი, "არტ მედია გრუპის" დირექტორი კი აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, ასეც რომ იყოს, მაინც ჩამოიყვანდა.

მამუკა ნაცვალაძე
01.06.2017

 ცნობილი კინოდოკუმენტალისტი, არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გოგი თორაძე უახლოეს ხანში საზოგადოებას რამდენიმე სიახლეს შესთავაზებს.

ნინო ქეთელაური
25.05.2017

 საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების რეაბილიტაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, - აღნიშულ საკითხს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თანამშრომლობის დოკუმენტი ითვალისწინებს.

თამარ მუკბანიანი
19.05.2017

 ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფი "აეროსმიტი" საქართველოში ჩამოდის. 20 მაისს როკის მოყვარულებს გრანდიოზული სანახაობა ელით. ამერიკული ჯგუფი, რომელსაც ოცამდე მუსიკალური ალბომი აქვს გამოცემული და ამ სფეროში მუდმივად გაყიდვის ლიდერია, შეკვეთილში მდებარე "ბლექ სი არენას" მეორე სეზონს გახსნის.

გვანცა ღვედაშვილი
12.04.2017

 კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, დაფინანსება შეემცირებინა თეატრებისთვის, დრამატული აღმოჩნდა მსახიობებისთვის, რადგან ამ მოვლენებმა მათი ხელფასების შემცირება გამოიწვია.

ია აბულაშვილი
16.03.2017

 "თბილისი იყო ურთიერთობა", დღეს ამ ნათქვამს თითქოს ყავლი გაუვიდა, მაგრამ ამ ქალაქში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც დღესაც ამ "ურთიერთობის" მოგონებით ცხოვრობს და იხსენებს მათ, ვინც თბილისს ლაზათს მატებდა.

ია აბულაშვილი
01.02.2017

 "ქართველი მწერლები ქუჩაში გამოსვლას და რუსთაველის ძეგლთან მიტინგის ჩატარებას ვაპირებდით ჩაშლილი იუბილის გამო, მაგრამ ეს შოთა რუსთაველს ვერ ვაკადრეთ" - აცხადებს რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერალი რევაზ მიშველაძე, რომელიც "რეზონანს" შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.

გვანცა ღვედაშვილი
25.01.2017

 ქართულ ჭიდაობას, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. აღნიშნული ინიციატივა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ამასთანავე "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, რომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება იგეგმება "ქართული სუფრის ტრადიციასა და კულტურისთვის". მომავალში კი, აღნიშნული სტატუსი ქართულ მინანქარსაც მიენიჭება.

სალომე სარიშვილი
10.01.2017

 სპეციალისტებმა კახეთში აქამდე უცნობი, საკმაოდ მასშტაბური ფართობის არქეოლოგიური ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, ანტიკური პერიოდის ნაქალაქარი უნდა იყოს. როგორც "რეზონანსს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ობიექტთან ახლოს აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ყორღანიც, რომლის მასშტაბიც აქამდე შესწავლილ ყორღანებს შორის საქართველოში ყველაზე მოცულობითია.

სალომე სარიშვილი
06.12.2016

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის - ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუზეუმო ინფრასტრუქტურის, საბაგიროების, გადასახედებისა და საკონცერტო სივრცის მოწყობას გეგმავს.

სალომე სარიშვილი
02.12.2016

 "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" იუნესკოს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანეს. ეს გადაწყვეტილება კი იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში 30 ნოემბერს მიიღო.

სალომე სარიშვილი
01.12.2016

 კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის განცხადებით, საზოგადოება უახლოეს მომავალში დღის სინათლეზე რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ახალ ქართულ ფილმს იხილავს, რომელიც აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზეა შექმნილი. როგორც კოკოჩაშვილმა "რეზონანსს" უთხრა, უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ეს იქნება პირველი სურათი, რომელიც კინოსტუდია "ქართულ ფილმში" გაკეთდა, რაც კინოსტუდიის სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×