სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამაზ კუპრეიშვილი
    12.10.2009

    სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში, 10 ოქტომბერს პირველად ჩატარდა "ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალი - ნუკრიანი 2009". ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი" და სათემო ორგანიზაცია "ნუკრიანი". ღონისძიებას მხარდაჭერას სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები უწევდნენ.

    ლინა ბარათაშვილი
    12.10.2009

    ეკა ბაქრაძის ახალი პოეტური კრებულის წინასიწტყვაობაში, პოეტი რეზო ამაშუკელი წერს, "მადლობა უფალს! ჩემი აღფრთოვანების საგანი მაღლივ ზეთცხებული და პოეტად დაბადებული ქალბატონია, რომელსაც დრო იყო, მთელი საქართველო განცვიფრებითა და აღტაცებით უთვალთვალებდა"..

    მარი ოთარაშვილი
    04.10.2009

    "ფოლკლორი არ არის სამუზეუმო ექსპონატი; ეს არის ცოცხალი ცხოვრების წესი და ურთიერთობის კულტურა: ურთიერთობა ხალხთან, ოჯახთან, სამშობლოსთან... ქართველის სიმღერაში (ინსტრუმენტულ მუსიკაზე არ ვსაუბრობ, ვოკალურ სიმღერას ვგულისხმობ) ძალიან კარგად ჩანს, ასე ვთქვათ, ქართველი კაცის ფილოსოფია თავიდან ბოლომდე, ნატურალურად", - ამბობს მომღერალი ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა, რომელმაც ამ ბოლო დროს საზოგადოების ყურადღება მისი ახალი სიმღერით "ყველაფერი კარგად იქნება"-თი მიიქცია.

    ნინო ნაცვალაძე
    04.10.2009

    ახალი სეზონიდან ანსამბლი "ერისიონი" ამერიკელი პროდიუსერის გარეშე აგრძელებს საქმიანობას. ანსამბლს მასთან ერთად კიდევ შვიდი წელი უნდა ეთანამშრომლა. კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი გახდა ის პირობები, რაც ამერიკელმა და ევროპელმა პროდიუსერებმა "ერისიონს" წაუყენეს.

    ნინო კვირკველია
    04.10.2009

    საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები" წელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. როგორც ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დარეჯან კუხიანიძემ "კვირის რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, წელს უკვე საუბილეო - მე-10 ფესტივალია. მისი თქმით, ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ქართველი ფოლკლორული ანსამბლები, ცალკეული შემსრულებლები, ასევე ხალხური სიმღერისა და ცეკვის მოყვარული უცხოელი მიიღებენ მონაწილეობა.

    ეკა ლემონჯავა
    04.10.2009

    რამდენიმე დღის წინ ქართულ კინოთეატრებში რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის ახალი კომედიური ფილმის "ყველაფერი კარგად იქნება"-ს პრემიერა გაიმართა. ეს "იდიოტოკრატიის" მეორე ნაწილია. ფილმის მოქმედების უმეტესი ნაწილი ინდოეთში, კერძოდ კი ქალაქ გოაშია გადაღებული.

    ლელა ოჩიაური
    03.10.2009

    რაჭაში, ამბროლაურში, ხელოვნების მუზეუმში მხატვარ მიშა იაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, 80-იანელების, 51 მხატვრის გამოფენა მოეწყო. ესაა მოძრავი გამოფენა, სახელწოდებით, "არაჩვეულებრივი გამოფენა", რომელსაც საქართველოს რეგიონებში უკვე იცნობენ და ელიან, რომელიც მანამდე თელავსა და მესტიაში გაიმართა და შემდეგ სხვა კუთხეებსაც ეწვევა.

    თამაზ კუპრეიშვილი
    30.09.2009

    24 სექტემბერს, სოფ. პატარა დმანისში საველე-არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნა. ეს პირველი მუზეუმია საქართველოში, რომელიც ზუსტად არქეოლოგიური გათხრების ადგილზეა აგებული. პროექტის ავტორია ფრანგი არქიტექტორი ჟან ფრანსუა მილუ.

    ლელა ოჩიაური
    28.09.2009

    არავინ იცის, რა მოხდება, როდესაც დილა გათენდება. არავინ იცის, რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე, როგორ წარიმართება ცხოვრება. ამიტომ გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რაც დღეს უნდა გაკეთდეს ან, იმაზე, რისი გაკეთებაც არ შეიძლება - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის, რაც გასაკეთებელია, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია ან, ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო მოვალეობა - და ვიმოქმედოთ ან პირიქით.

    მარი ოთარაშვილი
    28.09.2009

    "შემოქმედი ადამიანი, როგორც სასულიერო პირი, არ უნდა იყოს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ეს არ შეიძლება. ხელოვანის რელიზაცია მხოლოდ მის შემოქმედებაში უნდა ხდებოდეს", - ამბობს გურამ დოჩანაშვილი.

    მაია გოგოლაძე
    27.09.2009

    "ოქროს ფრთები" - ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც წელს პირველად გაიმართა მოლდოვაში. აღნიშნულმა კონკურსმა დუეტების შემსრულებლებს უმასპინძლა.

    ნინო კვირკველია
    27.09.2009
    "ბაში-აჩუკის" რეჟისორის, ლეო ესაკიას შვილიშვილი გიორგი ებრალიძე თავისი ბაბუის ამ ლეგენდარული ფილმის ხელახლა გადაღებას გეგმავს. იგი მომავალი ფილმის პროდიუსერია და ამჟამად ფინანსების მოძიებითაა დაკავებული.

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter