სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლელა ოჩიაური
    21.12.2009

    ისრაელში, უკვე რამდენიმე წელია, ტარდება ისრაელის დრამატურგიის ფესტივალი, რომელსაც სათავეში ისრაელელი დრამატურგისა და რეჟისორის, ხანოხ ლევინის სახელობის ისრაელის დრამატურგიის ინსტიტუტი უდგას.
    ფესტივალი გულისხმობს ისრაელელი დრამატურგებისა და ისრაელსა და მთელ მსოფლიოში, მათი პიესების მიხედვით შექმნილი სპექტაკლების საზოგადოებისთვის, სპეციალურად მიწვეული სტუმრებისთვის გაცნობას, ჩვენებას, შემდეგ მათზე საუბარს განვითარების გზებზე მსჯელობას.

    ლელა ოჩიაური
    18.12.2009

    ტიხრული მინანქრის ტრადიციული ხელოვნება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართული საკულტო თუ საერთო კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო, ჩვენი ეროვნული საგანძურია რომლის ტექნოლოგიის საიდუმლო საუკუნეების განმავლობაში დაკარგული იყო, იგი კვლავ ჩვენი სახელოვნებო ცხოვრების განუყრელად მიმართულებად იქცა.

    ლელა ოჩიაური
    14.12.2009

    რუსთაველის თეატრში ირაკლი აბაშიძის 100 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. 2009 წელი მისი საიუბილეო წელია, პოეტის, რომელმაც იცოდა, რომ მთავარია ის, რაც აქ დაგრჩება.
    ამ დღეებში ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ გავიხსნოთ ირაკლი აბაშიძე, ოღონდ, არ შევუდგებით მისი ბიოგრაფიის, მოღვაწეობის, შემოქმედების აღწერას. ეს ყველამ კარგად იცის. უბრალოდ, გვინდა, ეს მისია იმ ადამიანებს მივანდოთ, რომლებიც პირადად იცნობდნენ პოეტს, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ მასთან შეხება, მეგობრული თუ სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებდათ და რომელთაგან უმტესობა დღეს, ისევე, როგორც ირაკლი აბაშიძე, უკდავების ბინადარია. ერთადერთ გამონაკლისს დავუშვებთ.

    მარიამ მელაძე
    13.12.2009

    რამდენიმე დღის წინ ქართულ კინოეკრანებზე გიგა აგლაძის ქართული ფილმის "90/60/90-ზე ან გოგონა სლაიდიდან" პრემიერა გაიმართა. ეს კომედია-მელოდრამაა და მასში სულ 72 მახიობი მონაწილეობს - ნათია ახვლედიანი, ზურა ყიფშიძე, ელენე ყიფშიძე, სანო, ნანიკო ხაზარაძე, მიშა ანდღულაძე, ვასო ფხაკაძე და ა.შ.

    ლელა ოჩიაური
    12.12.2009

    მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ატარებს კონკურსს "ახალი ქართული პიესა", რომელიც ეროვნული თეატრის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

    ლელა ოჩიაური
    11.12.2009

    ფლორენციაში საქართველოს კულტურის კვირეული ჩატარდა. შვიდი დღის განმავლობაში, იტალია და მისი ერთ-ერთი უდიდესი, გამორჩეული კულტურის ცენტრი საქართველოსთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე გახდა.
    ერთი კვირის განმავლობაში ფლორენციის ცენტრში მსოფლიო კულტურის საყოველთაოდ ცნობილ ისტორიულ შენობებში ქართული კულტურა გამოფენების, კონცერტებისა და, რაც მთავარია, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის საშუალებით იყო წარდგენილი.

    ლელა ოჩიაური
    08.12.2009

       ბოლო წლებში, საქართველოში "წესად იქცა" ძეგლების აღება, გადაადგილება, მოხსნა, გადატანა, დანგრევა. (ზოგს კი არაფერი ეშველა!) ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სრულიად "არაკულტურული" ფორმით ხდება, ზოგიერთ შემთხვევაში - გაუგებარი, ზოგიერთ შემთხვევაში - გასაგები, მაგრამ გაუმართლებელი მიზნითა თუ მოტივით. შემდეგ ამას, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში - საზოგადოების გამოხმაურება, აჟიოტაჟი, საქმეების გარჩევა, განცხადებები, ზოგიერთ შემთხვევაში - პირად ინტერესებსა და მიზნებზე მორგება, სათავისოდ გამოყენება და ა.შ. მოჰყვება ხოლმე.

    ზაირა მიქატაძე
    07.12.2009

       ისიც ერთი ჩვეულებრივი თბილისელი გოგონა იყო. სტუდენტობისას ისიც კისკისით ჩამოივლიდა მელიქიშვილის გამზირს. გზას უნივერსიტეტიდან რომელიმე თანაჯგუფელის ბინამდე ხალისით გალევდა და იქ მეგობრების შემოქმედებას, ბავშვურად მიამიტურს, მაგრამ გულწრფელს, ხშირად ღირებულსაც, შეუერთდებოდა. ეს დრო დიდხანს არ გაგრძელებულა, ომმა ჩვენს თაობას სიცილის უფლება წაართვა. სიკვდილი, გლოვა, მწუხარება იმ ტვირთთან ერთად დაგვეკისრა, რასაც სამშობლოსათვის მომავლის შექმნა ჰქვია. ქეთი ორჯონიკიძეც იმ თაობის შვილია. "დამღალა ყველაფერმა", - თქვა და უცხოეთის გზას დაადგა. თუმცა ამით სამშობლო არ დამთავრებულა. პირიქით, უცხო მხარეში იწყება იმ ნაკლისა და ღირებულებების ძიება, რაც ქართულ გენს დღემდე თანაბრად უტარებია.

    ლელა ოჩიაური
    18.11.2009

    ვენეციის ბიენალეზე, სადაც საქართველოს პავილიონს მხატვარი კოკა რამიშვილი წარმოადგენდა, ორი ქართული ფილმი უჩვენეს - ლევან კოღუაშვილის "ქალები საქართველოდან" და ვატო წერეთლის "თბილისი - აღწერები". ვატო წერეთლის მეორე ნამუშევარი - ქართული ცენტრული რუკა, პოსტერის ფორმით, პავლიონში იყო გამოფენილი.

    ნინო ფრანგიშვილი
    04.11.2009

    მერაბ ბერძენიშვილის ინტერნაციონალური კულტურის ცენტრი "მუზა" სამი მხატვარი ქალბატონის ნამუშევრებს 5 ნოემბრამდე უმასპინძლებს. ქართველი მაკა მეძმარიაშვილი, ავსტრიელი გაბრიელა პროქში და ესპანელი პრადო დე ფატა პირველად ერთმანეთს ბულგარეთში, არტფესტივალზე შეხვდნენ. როგორც გამოფენის მასპინძელი მაკა მეძმარიაშვილი ამბობს, მათი ნამუშევრები გვერდიგვერდ გამოიფინა და მხატვრებმა ერთმანეთი იპოვეს. შემდეგ გაჩნდა იდეა შემოქმედებითი ტრიოს გამოფენა საქართველოში მოეწყოთ.

    ლელა ოჩიაური
    26.10.2009

    საქართველოში იაპონიის საელჩოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმის ორგანიზებით, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა ტრადიციული იაპონური თოჯინების - ნინგიოების გამოფენა, საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანი ელჩის მეუღლის, ქალბატონ იუნკო კამოჰარას კოლექციიდან.

    ლინა ბარათაშვილი
    17.10.2009

    პარმაში, ბურბონთა დინასტიის იტალიური შტოს წინამძღოლმა - კარლო უგო დი ბორბონემ ქართველი პოეტი დათო მაღრაძე, ლექსების კრებულისთვის - "სალვე", წმიდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter