სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წერილი
    22.03.2010

    ზვიად დოლიძე 
      ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მსოფლიო კინოს ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი

    ხვალ გამოჩენილი კინორეჟისორის, აკირა კუროსავას დაბადებიდან ასი წლისთავი სრულდება. ამ დიდებულმა ხელოვანმა, რომელიც მარადისობაში 12 წლის წინ გადავიდა, მადლიერ შთამომავლობას გენიალური ფილმები დაუტოვა, რომლებშიც გამოსჭვივის სიკეთისა და ჰუმანურობის დღესასწაული, რეალობის ძიება და ილუზიისადმი შეუგუებლობა, პროგრესი სასოწარკვეთიდან იმედისაკენ, ამიტომაც მოიპოვეს მათ მსოფლიო დონის მნიშვნელობა.

    ლელა ოჩიაური
    27.02.2010

    დღეს ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეა. 100 წლის იუბილე. 2010 წელი "იუნესკომ" ვახტანგ ჭაბუკიანის წლად გამოაცხადა.
    ქართული ბალეტის ფუძემდებელს, რეფორმატორს, უნიკალურ მოცეკვავეს, ქორეოგრაფს, პედაგოგს, რომელიც "მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავის" ტიტულს ატარებდა, მისი მოწაფე, ცნობილი ქორეოგაფი გია მარღანია იხსენებს.

    ლელა ოჩიაური
    26.02.2010

    ბოლო ხანს, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ ის ზოგიერთმა პოლიტიკოსმაც აიტაცა და საუბრის თემად აქცია, რომ თითქოს ხევსურეთში, შატილთან ახლოს, ჩეჩნეთიდან გადმოსული 200 ჩეჩენი ჩასახლდა.
    ამ ამბით შეშფოთებული, გაოცებული და რბილად თუ ვიტყვით, უკმაყოფილო შატილელების (მათ რიცხვში, მესაზღვრეების) თხოვნით, "რეზონანსს" დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეები - მხატვარი ირაკლი სუთიძე და მეთოჯინე ზურაბ ქიქოძე

    ირმა ჩაფიძე
    20.02.2010

    შესანიშნავი ტრადიცია დაამკვიდრა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასმა (თავმჯდომარე - პროფ. გოგი დოლიძე) - ყოველი 16 თებერვლის 15 საათზე დიდუბის პანთეონში იკრიბებიან ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები და ნაადრევი გაზაფხულის ყვავილებით ამკობენ გამოჩენილი ქართველი მსახიობის - ლადო მესხიშვილის (1857-1920) სამუდამო განსასვენებელს,

    მარი ოთარაშვილი
    14.02.2010


    ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მხატვრის, თორნიკე ამბოკაძის ფერწერული ნამუშევრები დღის სინათლეს ელის. მისი ნამუშევრები საგამოფენოდ უკვე მზად არის, თუმცა, როგორც მხატვრის დედა "კვირის რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, ჯერ საამისოდ გალერეა ვერ მოინახა.
    "მძინარე საქართველო", რომელსაც თვალცრემლიანი, დაღლილი ქრისტე შეჰყურებს, "კლეოპატრა", რომელსაც ქართველი ქალის თვალები აქვს, დავით აღმაშენებელი, რომელსაც ერთდროულად გამარჯვებული მეფის იერიც ამკობს და ქვეყნის ტკივილით გულდამძიმებული მხედარმთავრისაც,

    ლელა ოჩიაური
    04.02.2010

    ეს ისტორია არც ახლა დაწყებულა და არც მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტს თუ ადამიანების ერთ ჯგუფს ეხება. ამბავი, რომელიც დღევანდელობის ერთ-ერთ აქტუალურ თემად იქცა, რომელმაც საქართველოს მთელი თეატრალური საზოგადოება გააერთიანა და ერთი პრობლემით ააღელვა, ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ საბავშვო თეატრსა და მასში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

    ლელა ოჩიაური
    25.01.2010

    რა ხდება საზოგადოებაში და იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომელსაც ნელ-ნელა აკლდება სითბო და ურთიერთობები ცივდება? ყველაფერი ურთიერთგამომდინარეა და შედეგი ყველასთვის ერთია - მათთვისაც, ვინც ვერ გასცა და მათთვის, ვინც ვერ მიიღო.

    ლელა ოჩიაური
    20.01.2010

    ბელგიელი მწერლისა და დრამატურგის, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის, ერიკ-ემანუელ შმიტის შემოქმედება, ქართველი მკითხველისთვის უფრო და უფრო ცნობილი ხდება. უკვე გამოქვეყნებულ ორ წიგნს, რელიგიური ციკლიდან, "უხილავი", მესამე - "ნოეს შვილი" შეემატა.
    "ნოეს შვილი", ისევე, როგორც ორი წინამორბედი - "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" და "ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები" - მერაბ ფიფიამ თარგმნა (ისევე, როგორც ნოველა მარია კალასზე, "მეტოქე". დაიბეჭდა ჟურნალში "ჩვენი მწერლობა") და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" გამოსცა.

    მარი ოთარაშვილი
    17.01.2010

    ლიტერატურულმა პრემიამ "საბა", რომელსაც "ქართული ლიტერატურის ზეიმსაც" კი უწოდებენ, სტარტი უკვე აიღო. წელს კონკურსი მერვედ ჩატარდება. თავად დაჯილდოება კი 2010 წლის ივნისში გაიმართება და მასზე 2009 წლის საუკეთესო წიგნების ავტორები დასახელდებიან. "საბაზე" წიგნების წარდგენა 10 თებერვლამდე გაგრძელდება. 2009 წელს გამოცემულ წიგნებს წარადგენენ როგორც გამომცემლობები, ასევე უშუალოდ წიგნის ავტორები.
    თებერვლის შუა რიცხვებიდან მუშაობას შეუდგება 5-კაციანი კომპეტენტური ჟიური, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავს და შეაფასებს 2009 წლის ლიტერატურულ პროდუქციას.

    ლელა ოჩიაური
    11.01.2010

    საახალწლო გალა კონცერტი ბათუმში, ხოსე კარერასის, მსოფლიოს საოპერო თეატრების ქართველი სოლისტების, სიმფონიური ორკესტრის, ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლების "რუსთავის", "სუხიშვილების", აჭარის სახელმწიფო ანსამბლის, საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ნაკრების მონაწილეობით, ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

    ლელა ოჩიაური
    09.01.2010

    პარფიუმერია, ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში კულტურის სრულუფლებიანი და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, რომლის არსებობასა თუ აუცილებლობას მუდამ ვგრძნობთ.
    ამ სფეროს ერთ-ერთი პირველი და წამყვანი საქართველოში საპარფიუმერო მაღაზიათა ქსელი "ისი პარია", რომლის პროდუქცია საქართველოს შიდა ბაზარზე უმაღლესი კლასისა კომპანიების ძვირფას ნაწარმთან ერთად, სხვადასხვა დონისა და ღირებულების პარფიუმერიასა თუ კოსმეტიკას შეიცავს.

    ლელა ოჩიაური
    28.12.2009

    "მთელი კვირას" წინა ნომერში გამოქვეყნდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, რეჟისორ გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ, თელ ავივის ფესტივალისა და ისრაელში მოგზაურობის შთაბეჭდილებების შესახებ.
    ამ ფესტივალს, "ისრა-დრამა თელ ავივი 2009", "ისრაელის დრამატურგია თეატრალური სოფიტების შუქში", გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, ისრაელელი დრამატურგისა და რეჟისორის, ხანოხ ლევინის სახელობის ისრაელის დრამატურგიის ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თელ ავივის მუნიციპალიტეტისა და სხვადასხვა ფონდის ხელშეწყობით.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter