სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წერილი
    08.04.2010

    ვაჟა ძიგუა

    "...საზოგადოებას სულაც არ სჭირდება ახალი აზრი, მისთვის სავსებით საკმარისია ძველი, დალოცვილი, საყოველთაოდ მიღებული და აღიარებული აზრები, რომელთა შეთვისებაც უკვე მოასწროფ - არ გეგონოთ ეს ციტატა დღევანდელი მმართველი პარტიის, ან მომიტინგეთა რომელიმე ლიდერის გამოსვლიდან იყოს ამოგლეჯილი. ამ სიტყვებით გვმოძღვრავს ყ|ყ საუკუნის დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი პატარა საკურორტო ქალაქის თავკაცი თომას სტოკმანი, ჰენრიკ იბსენის პიესიდან "ხალხის მტერი". ეს ნაწარმოები 1882 წელს შეიქმნა და თითქოს ჩვენ შორის ფესვგადგმულ მარადიულ პრობლემებზე გვესაუბრება. პარადოქსული პარალელები, ფსიგოლოგიურ ნიუანსთა შემაძრწუნებლად ხელშესახები სიცხადე, ადამიანურ სისუსტეთა ხისტი დახასიათება იბსენის ამ ნაწარმოებს მსოფლიო დრამატურგიის ავანგარდში უმკვიდრებს ღირსეულ ადგილს. ძნელი ამოსაცნობი არ არის, თუ რატომ დაინტერესდა ამ პიესით ჩვენი სახელოვანი რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე. მთელი მისი შემოქმედება მდინარის აბობოქრებულ ტალღებთან ბრძოლას მოგვაგონებს, რომ არაფერი ვთქვათ მის ჩინებულ სცენურ თუ ეკრანულ აქტიორულ ნამუშევრებზე. გავიხსენოთ ბათუმის, ქუთაისის, განსაკუთრებით კი სოხუმის ქართულ თეატრში განხორციელებული საქართველოს ბედუკუღმართი, მაგრამ საამაყო ისტორიული წარსულისა და აწყმოს შემაშფოთებელი რეალობით დამუხტული სპექტაკლები. გოგი ქავთარაძემ ხელოვნებაში აირჩია ბრძოლის უკომპრომისო გზა. ზოგიერთი მისი კოლეგისაგან განსხვავებით, ნეიტრალურ პოზიციას მკვეთრად გაემიჯნა. ასეთია მისი ბუნება და მოქალაქეობრივი მრწამსი.

    ნინო ნაცვალაძე
    28.03.2010

      ფული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. პირველი ფული ძვ. წელთაღრიცხვის ქ||-ქ| საუკუნეებში მოჭრეს და მან საქონელი შეცვალა. კოლხეთი იმ მოწინავე სახელმწიფოთა შორის იყო, რომლებმაც ფულის მოჭრა დაიწყეს.

    ეკა ლემონჯავა
    28.03.2010

      რამდენიმე დღის წინ, მოლდოვის დედაქალაქში სიმღერის კონკურსი "ოქროს ხმა" ჩატარდა, რომელზეც საქართველოს "ვარსკვლავების აკადემიელი" გოგა მესხი წარადგენდა.

    ეკა ლემონჯავა
    28.03.2010

      მომღერალი ნინო ჩხეიძე შემოდგომაზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო-კონცერტს გამართავს. სავარაუდოდ, ამ დროსვე დაამთხვევს იგი ორი ალბომის გამოშვებას, რომელთაგანაც ერთი ქალაქური მიმდინარეობის სიმღერებით იქნება შევსებული, მეორე კი თანამედროვე ჟანრის სიმღერებით.

    ეკა ლემონჯავა
    28.03.2010

      "კვირის რეზონანსის" სტუმარი 20 წლის დამწყები მსახიობი ზვიდა ქარდავაა. იგი ამჟამად სოხუმის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს.

    ეკა ლემონჯავა
    28.03.2010

      "იმ სამმა წუთმა მთელი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა", - ამბობს "კვირის რეზონანსთან" საუბარში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ახალი შოუს "ნიჭიერის" ერთ-ერთი ფინალისტი გულნაზი გოლეთიანი. იგი ამ შოუში მეგობრების და ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით მივიდა. მის მიერ ნამღერმა "ჰერიო ბიჭებომ" ჟიურისთან ერთად თითქმის მთელი საქართველო ააცრემლა.

    ნინო ნაცვალაძე
    28.03.2010

      ივანე ჯავახიშვილის ცნობით, საქართველოში ძველად ასამდე ქართული საკრავი უნდა ყოფილიყო. თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს ციფრი გადაჭარბებულია.

    ეკა ლემონჯავა
    23.03.2010

      მომღერალმა ნინი შერმადინმა ერთ-ერთ ცნობილ და პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსში "იქს-ფაქტორი", რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში ორი წელიწადია ტარდება, მონაწილეობა მიიღო და მეორე ადგილითაც დაუბრუნდა საქართველოს. საერთოდ ამ კონკურსზე ნინის მოხვედრაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო, რადგანაც კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ბერძნულ ენას და სიმღერას კარგად ფლობდეს კონკურსანტი. სხვა ქვეყნიდან წარმომადგენელი ამ კონკურსზე ჯერ არ გასულა. თუმცა, ჟიური იმდენად მოიხიბლა ნინის ვოკალითა და სიმღერის შესრულების მანერით, რომ ეს გამონაკლისი დაუშვეს.

    ეკა ლემონჯავა
    23.03.2010

      ქართული ფილმი "გაღმა ნაპირი" კვლავ განაგრძობს საფესტივალო ცხოვრებას. ის გამოსვლის დღიდან 50-ზე მეტ კინოფესტივალზეა 35 ქვეყანაში ნამყოფი.ფილმი აპრილის ბოლოს პარიზის კინოეკრანებზე გამოვა. მანამდე კი "გაღმა ნაპირი" რუსული ოსკარის - რუსეთის კინოაკადემიის ჯოლდო "ნიკაზეა" წარდგენილი, რომლის დაჯილდოების ცერემონიალიც მოსკოვში 31 მარტს გაიმართება. იქ "ნაღმა ნაპირი" უცხოენოვან 5 ნომინანტ ფილმს შორის წლის საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის იბრძოლებს.

    მარი ოთარაშვილი
    23.03.2010

      დღეს ქართული ფილმი, ფაქტობრივად, ხელახლა იბადება. ამ ფილმების არსებობის გათვალისწინება მომცემია იმ იმედისა, რომ ქართულმა ფილმმა ახალი სიცოცხლე დაიწყოს - ამბობენ ქარველი კინომცოდნეები იმ კინო-ფილმებზე, რომლებიც უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ქართულ კინოსივრცეში დახვავდა.

    ნინო ნაცვალაძე
    23.03.2010

      ანსამბლ "ერისიონს" დაარსებიდან 125 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ანსამბლი გრანდიოზული კონცერტებისთვის ემზადება. "ერისიონი" მაყურებლის წინაშე წარდგომას მაისში გეგმავს.

    ნინო ფრანგიშვილი
    22.03.2010

      საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განათლების ცენტრში გაიმართა გურამ ყორანაშვილის წიგნის პრეზენტაცია. წიგნის სახელწოდებაა - "დიმიტრი ყიფიანი - ახალი დიმიტრი თავდადებული". პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ხაშურის რაიონის წარმომადგენლები და ყიფიანების გვარიშვილები.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter