თამთა ჩაჩანიძე
07.03.2020

„ამირან გამყრელიძის - ამხელა მეცნიერის შვილს კორონავირუსი შეეყარა და არ ვართ დაცულები. რითი უნდა დავიცვათ თავი? ბედზე ვართ მიშვებული" - ასე აფასებს „რეზონანსთან" მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე, საქართველოში კორონავირუსის მასობრივად გავრცელების საფრთხეს.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში კრონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

სიხარულიძის თქმით,მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა გადაარჩინონ, თუმცა ვირუსისგან დაცულები არ ვართ.

„საშინელებაა. ძალიან სიფრთხილეა საჭირო. დღეს დასაფლავებაზე ვიყავი და ორი ათასმა კაცმა მაკოცა, ერთი ქალიც დამეტაკა ტუჩებში და რა მექნა, გეკითხებით?

„ამირან გამყრელიძის - ამხელა მეცნიერის შვილს კორონავირუსი შეეყარა და არ ვართ დაცულები. რითი უნდა დავიცვათ თავი? ბედზე ვართ მიშვებული. საწყალი ექიმები ხომ ვხედავთ, რომ ყველაფერს ცდილობენ, ყველაფერი უნდათ რომ გააკეთონ, უნდათ, რომ ქვეყანა გადაარჩინონ, მაგრამ აბა, როგორ გადავრჩებით, აზრზე არა ვარ..."-განაცხადა სიხარულიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×