„თუ შესაძლებელია ასეთი ობიექტის სხვა გარემოში გატანა, მაგალითად პერიფერიებზე, პირობითად გლდანი ან დიდი დიღომი, იქ დადებით როლს შეასრულებს”
თამთა ჩაჩანიძე
30.01.2020

 რიყის პარკში მდებარე მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო ცენტრის შენობა ე.წ. რიყის დოქები, რომელიც მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვდა, საქართველოს მთავრობას გასაყიდად აუქციონზე გააქვს, შენობის საწყისი ღირებულება კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, 95 მილიონი ლარია.

არქიტექტორი-ურბანისტი ვლადიმერ ვარდოსანიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ნაგებობის ტექნოლოგია დაცულია, თუმცა, მიიჩნევს, რომ „რიყის დოქები" შეუსაბამო გარემოში დგას.

„დოქებიდან" ერთი საგამოფენო და მეორე საკონცერტო დარბაზი იყო, გეგმებს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ (დღევანდელი არქიტექტურა პრაქტიკლულად ტექნოლოგიაა) დარწმუნებული ვარ რომ ტექნოლოგია დაცულია, იმიტიმ, რომ ამის გარეშე არ დააპროექტებდა იმ კლასის არქიტექტორი, რომელიც ამ ნაგებობის ავტორი იყო, მაგრამ აქ სხვა პრობლემებია, ისტორიულ გარემოსთან შეთანაწყობა, დააკვირდით მიმართებას ავლაბრის აღმართთან, როგორ მიმდგარია?! ლამის ტროტუარზეა დასმული, რჩება შთაბეჭრდილება, რომ არქიტექტორი თბილისში არც ჩამოსულა, თუმცა თბილისში ნამყოფია, მაგრამ ეს საკითხები უგულებელჰყო."- განაცხადა მან.

იგი მიიჩნევს, რომ ნაგებობა თბილისის პერიფერიულ უბნებს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე ისტორიულ უბანს,

„რაც შეეხება სტილისტიკას, ეს თანამედროვე მიმდინარეობაა, შეგვიძლია დავარქვათ ფორმათა ეკვილიბრისტიკა, როდესაც მარალი დონის ტექნოლოგია ფორმის ნაჭუჭშია ჩასმული, რაც ყოველთვის დადებითი არაა, ეს მოდა მალე გაივლის და ჩვენ თუ იმ ადგილზე ეს დოქები დავტოვეთ, პრეზიდენტ სააკაშვილის არქიტექტორის სფეროში თავნებობის მოგონებად დაგვრჩება.

„ნუ ვიტყვით მას, რომ „დოქების" აღების შემთხვევაში ამავე ადგილზე რა შეიძლება განთავსდეს, ეს გენერალური გეგმის ამბავია, აგრეთვე დეტალური დაგეგმარების საკითხები, ზეპირად ლაპარაკი არ შეიძლება, სანახავია გამოსაცხადებელია კონკურსი. და ასე შემდეგ.

„თუ შესაძლებელია ასეთი ობიექტის სხვა გარემოში გატანა, მაგალითად პერიფერიებზე, პირობითად გლდანი, დიდი დიღომი და ა.შ. იქ დადებით როლს შეასრულებს, როგორც ასრულებს ცნობილი ქალი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდის, ალიევის სახელობის ცენტრი ბაქოში, მკაცრად გეომეტრიულ გარემოში გადამდინარე ფორმები მუშაობს, ესეც იმუშავებდა თბილისის თბილისის ყველა ტერიტორიაზე, გარდა ისტორიული ზონისა, უპატივისცემლობაა ქალაქის კულტურისა, ტრადიციისა და იმდროინდელი სხელისუფლების თავნებობაა და თბილისის ბუნებაში თვითონ არქიტექტორის ნაკლებად ჩახედვა." - განაცხადა ვარდოსანიძემ.

როგორც მინისტრმა თურნავამ განმარტა, ბიზნესს მთავრობა წინასწარარ კარნახობს თუ რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ე.წ. რიყის დოქებს, მისი თქმით„აქცენტი გაკეთდება კომერციულდა მიზანშეწონილ გამოყენებაზე", ხოლო აუქციონის დაწყება მომავალი კვირიდან იქნება შესაძლებელი.

designboom.com -ის მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის რეიტინგში "რიყის დოქები" მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობას შორის ლიდერობს.

როგორც საინფორმაციო პორტალი წერს, ნაგებობა იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუკსასიმ დააპროექტა. მილის ფორმის კონსტრუქციაში მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი განთავსდება. ნაგებობა გამორჩეულია თავისი ფორმით, რომელიც ოპტიკურ სათვალთვალო მოწყობილობას წააგავს და საიდანაც იშლება ლამაზი ხედი მდინარე მტკვარზე და ქალაქის ამ ნაწილზე.

"თბილისიდან მაიამი ბიჩამდე ჩვენი მრგვალი, ყველაზე თვალწარმტაცი კულტურული ნაგებობები გამოვავლინეთ, გასული 12 თვის განმავლობაში", - წერსგამოცემა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×