სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკა ლემონჯავა
    20.09.2009

    რაც შეეხება ფინალურ შოუსა და გალა კონცერტს, ეს 11 ოქტომბერს ბათუმის თეატრში გაიმართება, სადაც ჟიური გამოავლენს "მის საქართველო 2009"-ს და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს.
    სავარაუდო ნომინაციები კი ასე გამოიყურება: 1. მის საქართველო; 2. პირველი ვიცე მის საქართველო; 3. მეორე ვიცე მის საქართველო; 4. მესამე ვიცე მის საქართველო; 5 მის მეგობრობა; 6. მის ფოტოგენურობა. 7. მის პოპულარობა; 8. მაყურებელთა სიმპათია. 9; მის ინტელექტი; 10. მის გრაცია; 11. მის ელეგანტურობა. 12; მის მომხიბვლელობა; 13. მის ექსტრავაგანტურობა; 14; მის ტურიზმი; 15. მის ქველმოქმედება.
    "მის საქართველო 2009"-ს გადაეცემა მთავარი პრიზი კომპანია "სუზუკისაგან" ახალი მოდელის ავტომობილი "სუზუკი სელერიო", რომლის ღირებულებაც დაახლოებით, 12 500 დოლარია.
    "მის საქართველო 2009" "მის მსოფლიო 2009"-ზე, პირველი "ვიცე მისი" - "მის სამყარო 2010"-ზე, ხოლო მეორე "ვიცე მისი" - "მის კონტინენტალ 2010"-ზე გაემგზავრება.
    წელს "მის საქართველო 2009"-ზე ჟიურის თავმჯდომარე მსახიობი მარიამ ჯანაშია იქნება. დანარჩენ წევრებს რაც შეეხებათ, ამას სააგენტო ჯერ საიდუმლოდ ტოვებს. თუმცა, ცნობილია, რომ ჟიურიში საზოგადოებისათვის ცნობილი და თავიანთ საქმეში წარმატებული დაახლოებით 13 ადამიანი იქნება.
    საღამოს წამყვანიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
    მარიამ ჯანაშია, მსახიობი, ჟიურის თავმჯდომარე: "ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ ჟიურის თავმჯდომარე უნდა იყოს სრულიად მიუკერძოებელი. ბევრი სირთულე ახლავს ამას, მოგეხსენებათ, საქართველოში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სირთულეს ძალიან ადვილად გავართმევ თავს".
    "კვირის რეზონანსი": როგორი კონკურსანტები არიან წელს წინა წელთან შედარებით?
    მ.ჯ: "არაჩვეულებრივი ბავშვები, გოგონები არიან. ასე რომ, საკმაოდ რთული კონკურსი გველის წელს. გამოგიტყდებით, დღეს პირველად მოვედი ამ კონფერენციაზე, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. ახლა მეც პირველად, თქვენთან ერთად გადავავლე მათ თვალი. შარშან რამდენიმე ფავორიტი მყავდა და მათ გაამართლეს. წელს უფრო კარგად შევხედავ, სხვა თვალით და მე მგონი, ჟიური ობიექტური იქნება".
    ია კიწმარიშვილი, სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრის" დირექტორი: "უამრავი განაცხადი მივიღეთ. ფინალურ კასტინგზე მხოლოდ 200 გოგონა გამოვიყვანეთ. იმ ორასიდან ოცეული შევადგინეთ და ვთვლი, რომ ძალიან კარგი ნაკადია წელს. ლამაზი, ინტელექტით დაჯილდოებული გოგონები არიან. იმედი გვაქვს, რომ ყველასათვის მისაღები "მის საქართველო" გვეყოლება წელს.
    "თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო უკეთესი გოგონები მოდიან... ყველაზე მომზადებული გოგონები ავარჩიეთ იმ ნაკადიდან, რაც მოვიდა და საკმაოდ ლამაზი, საინტერესო გოგონები არიან.
    "4 ოქტომბერს ბათუმში მივემგზავრებით. იქ ერთი კვირის განმავლობაში გოგონებს ყოველდღიური რეპეტიცია ექნებათ. გენერალური რეპეტიცია 10 ოქტომბერს გვექნება, სადაც ჟიური წინაშესარჩევ კონკურსს ჩაატარებს პარალელურად და უკვე 10 ოქტომბერს, საღამოს გვეცოდინება დაახლოებითი ხუთეული და ნომინანტების ვინაობა.
    "მოსამზადბელები ეტაპი დაწყებულია 11 სექტემბრიდან. გოგონები ფოტო და ვიდეო გადაღებებში მონაწილეობენ. ესთეტიკურ ცენტრში ემზადებიან, ქორეოგრაფიული გაკვეთილები აქვთ და საკმაოდ მონდომებულები არიან.
    "მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ესემესების მეშვეობით გააკეთოს თავისი არჩევანი და ხალხის სიმპათია აირჩიოს".
    ნიკი კოშკერიშვილი, კონკურსანტი: "ვარ 19 წლის, თბილისიდან. ძალიან სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა მიმეღო. ნამდვილად არასდროს მიფიქრია ამაზე, მაგრამ ნებისმიერი გოგონასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ლამაზი იყოს, ეს კონკურსი გარკვეული დამტკიცებაა იმისი, რომ მართლაც ღირსეული ხარ. მოხვედრა, უკვე წარმატებაა.
    "ვთვლი, რომ გამარჯვების იმედი ყველა გოგონას აქვს. ძალიან საკვირველია და მე ნამდვილად არ მოველოდი, რომ ასეთი თბილი და ასეთი კარგი განწყობა იქნებოდა კონკურსანტებს შორის. არანაირი კონკურენციის განწობა არ სუფევს ჩვენ შორის".
    ნანუკა გოგიჩაიშვილი, კონკურსანტი: "ვარ 20 წლის, თბილისიდან. პროფესიით მოდელი ვარ და მინდოდა, რომ შემდეგი ნაბიჯი გადამედგა. ეს არის წარმატებისკენ ყველაზე მოკლე გზა. ძალიან დიდ წარმეტებას მიაღწია ყველა იმ მოდელმა, ვინც "მის საქართველოზე" გავიდა. ყველა წარმატებული ადამიანია დღეს და იგივე მინდა მეც.
    "რამდენიმე სიმპათია უკვე მყავს. ორი გოგონა მომწონს ძალიან და მგონია, რომ გაიმარჯვებენ".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter