სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო კვირკველია
    20.09.2009

    მისი თქმით, იბსენის ორმოქმედებიანი პიესა "ხალხის მტერი" დრამატურგიულად ძალიან საინტერესოა.
    "კვირის რეზონანსი": ამჟამად რაზე მუშაობთ?
    გოგი ქავთარაძე: ალბათ, მოისმენდით იმ სკანდალურ რაღაცებს, რაც მოხდა კინომსახიობთა თეატრში ქალბატონ ქეთი დოლიძესთან დაკავშირებით. სანამ ქეთი ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო (თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ აწი იგი არ იქნება ამ თანამდებობაზე, მაგრამ თეატრში მაინც რჩება რიგით რეჟისორად და ჩვეულებრივ გააგრძელებს სპექტაკლებზე მუშაობას), მისი იდეა იყო, გაეკეთებინა ასეთი პროექტი, რომ თუმანიშვილის მოწაფეებმა დადგან სპექტაკლი რაღაც სერიასავით და ეს პირველად მე მომიწია. მერე სხვებიც დადგამენ - თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა და ა.შ.
    "კ.რ": რა შეარჩიეთ ამ პროექტისთვის?
    გ.ქ: ეს არის ნორვეგიელი ავტორის ჰენრიკ იბსენის ორმოქმედებიანი პიესა "ხალხის მტერი", რომლის პრემიერაც ალბათ ოქტომბრის ბოლოს იქნება. დრამატურგიულად ძალიან საინტერესო პიესაა, ვიღაცას ეგონება, რომ სპეციალურად დაიწერა დღევანდელი დღისათვის. ეს არის ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნო საქმე, რადგან მე თუმანიშვილის მოწაფე ვიყავი და მეამაყება, რომ მის თეატრში სპექტაკლს ვდგამ.
    "კ.რ": თუ საიდუმლო არ არის, იქნებ ორი სიტყვით გვითხრათ, რას ეხება ეს პიესა?
    გ.ქ: ეს არის ადამიანზე, რომელიც უკომპრომისოა თავის ცხოვრებაში, ფიქრობს ხალხზე, ხალხისთვის აკეთებს ყველაფერს და უცებ ისე წარიმართება ყველაფერი და ისე შეტრიალდება, რომ მას ხალხის მტრად გამოაცხადებენ მაშინ, როდესაც იგი სინამდვილეში ხალხისთვის თავდადებული ადამიანია. ეს არის ქარგა ამ სპექტაკლის და მე მგონია, რომ მაყურებელს უნდა დააინტერესოს. პიესა კარგია და თუ სპექტაკლიც კარგი იქნა, მე მოხარული ვიქნები.
    "კ.რ": მთავარ როლებში ვინ არიან?
    გ.ქ: მონაწილეობენ ზურა ყიფშიძე, გიორგი ნაკაშიძე, მზია არაბული, პაატა ბარათაშვილი, თემურ ნატროშვილი.
    "კ.რ": როგორია თქვენი აზრი იმ სკანდალთან დაკავშირებით, რაც მოხდა კინომსახიობთა თეატრში?
    გ.ქ: მე ამას უფრო გაუგებრობას დავარქმევდი, იმიტომ, რომ რაღაც ვერ გავიგე რა დანაშაული მიუძღვის ასეთი ქალბატონ ქეთის, რომ თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. იყო დიდი ვნებათაღელვა, მაგრამ მოხდა ისე, რომ თვითონ თავის კოლეგებთან ერთად გადაწყვიტა, დარჩეს თეატრში რიგით რეჟისორად და ის პროექტები, რომლებიც ჩაიფიქრა, განახორციელოს ბოლომდე. მე მგონი, რომ ეს ძალიან კარგი იქნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter