სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ოთარაშვილი
    18.09.2009

    დეტალურმა კვლევამ უნიკალური მონაცემები დაადასტურა. ძეგლის უძრავი და კარგად დათარიღებული ფენებიდან აღებულ ნიმუშებში ადრეული ზედაპალეოლითური გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები აღმოჩნდა.
    დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ოღონდ ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში და მათი ასაკი 29 ათასი წელი იყო.
    ძუძუანას მღვიმე ჭიათურის რაიონის სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე მდებარეობს. ძეგლი 1966 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ყვირილის ხეობის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ დავით თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს. სწორედ ამ წლიდან დღემდე ძუძუანას მღვიმეში მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორისო პროექტზე თენგიზ მეშველიანის, ბარ იოზეფისა და ბელფერ კოენის თაოსნობით. საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ჰარვარდისა და იერუსალიმის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის მიზანია, დადგინდეს სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ადამიანის - "ჰომო საპიენსის" განსახლების გზები, მიგრაციის მიმართულებები და საქართველოს ზედაპალეოლოთის ქრონოლოგია.
    პროექტში მონაწილობდნენ ელისო ყვავაძე (პალეობილოგიის ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ოფერ-ბარ იოზეფი (ანთროპოლოგიის დეპარტამენტი, ფიბოდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი), ანნა ბელფერ-კოენი (არქეოლოგიის ინსტიტუტი, ჰიბროუს უნივერსიტეტი ისრაელში), ელიზაბეატ ბოარეტო (რადიოკარბონული დათარიღების და კოსმოგენური იზოტოპების ლაბორატორია, ვიცმანის ინსტიტუტი), ნინო ჯაყელი (პრეისტორიის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ზინოვი მაცკევიჩი (ანთროპოლოგიის დეპარტამენტი, პიბოდის მუზეუმი, ჰარვარდის უნივერისტეტი), კემბრიჯი, თენგიზ მეშველიანი (პრეისტორიის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ერეკლე ქორიძე (არქეოლოგიის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი).
    ეროვნული მუზეუმის დირექტორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული აღმოჩენა ისტორიულ-მეცნიერული თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან ძირეულად ცვლის კაცობრიობის ისტორიული განვითარების ქრონოლოგიას.
    დავით ლორთქიფანიძე: "ეს მართლაც უნიკალური აღმოჩენაა, რომელიც გამაგრებულია საერთაშორისო ლაბორტორიების დასკვნებით. აღმოჩენა იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ მსოფლიო მეცნიერების ნაწილი ვართ. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ჭიათურაში, არის ძალიან ბევრი მღვიმე, რომელშიც შესაძლებელია აღმოჩნდეს ახალი აღმოჩენები - პირველყოფილი ადამიანის ქვის იარაღები მნიშვნელოვანი ფაუნა და საერთოდ ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები. ანუ, ეს კვლევა მთლიანად რეგიონს ითვალისწინებს.
    "ზემო იმერეთს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც მანგლისს. იქ ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლი აღმოჩნდა და ექსპედიციები დღესაც გრძელდება. რაც შეეხება აღმოჩენის ისტორიულ მნიშვნელობას, ეს აჩვენებს იმას, რომ ადამიანებმა ძაფის წარმოება (და შესაძლებელია ქსოვილისაც) დაიწყეს ბევრად უფრო ადრე, ვიდრე დღემდე იყო ცნობილი. დღევანდელ აღმოჩენამდე კი ცნობილი გახლდათ, რომ ადამიანმა ძაფის წარმოება დაიწყო 29 000 წლის წინ, ამ აღმოჩენით კი დგინდება, რომ ეს ხელსაქმე გაცილებით ადრე, 34 000 წლის წინათ საქართველოში არსებობდა".
    უნიკალურ აღმოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამეცნიერო წრეებში და ფართოდ გაშუქდა მსოფლიოს წამყვან მედია გამოცემებში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter