ელზა პაპოშვილი
30.10.2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში საზარელი მკვლელობა მოხდა- 55 წლამდე კაცმა  ცოლი და მეზობელი მოკლა, ძოლისძმა და კიდევ ერთი მეზობელი დაჭრა. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ისინი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალში“ გაიდაიყვანეს და სსაწრაფო ოპერაცია უტარდებათ.

ელზა პაპოშვილი
29.10.2020

დევნისა და ძებნის მეცხრე დღე-32 წლის ბადრი ესებუას სამართალდამცველები სამეგრელოს რამდენიმე სოფელში ისევ აქტიურად ეძებენ. ოჯახის მოლოდინის მიუხედავად, ბადრი ესებუა გუშინ სახლში არ დაბრუნებულა და ოჯახის იმედი არ გამართლდა. 

თამთა ჩაჩანიძე
29.10.2020

ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, სკოლის ადმინისტრაციამ ამჯერად სარჩელი უკვე სასამართლოში შეიტანა, პირველად მათ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება განათლების სამინისტროს სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ.

მარიკა ხორავა
27.10.2020

 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 824-ით გაიზრადა, გარდაცვლილთა ყოველდღიურ სტატისტიკაში კი ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა. სამშაბათის მონაცემებით, კორონავირუსით საქართველოში 23 ადამიანი გარდაიცვალა. რა გახდა გარდაცვალების შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიზეზი და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა უკვე კრიტიკულ ზღვარზეა და ექიმები ვეღარ ახერხებენ ყველა მძიმე პაციენტს მიაქციონ სათანადო ყურადღება? ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გარდაცვლილთა ძალიან დაბალი დინამიკაა და გარდაცვლილებს ძირითადად თანმდევი დაავადებები ჰქონდათ.

ტატა შოშიაშვილი
25.10.2020

ყარაბაღში მიმდინარე ომმა უკვე აჩვენა, რომ ზოგადად ომზე აქამდე არსებული შეხედულებები გარკვეულწილად მოძველებულია. წინა პლანზე გამოვიდა ახალი ტექნოლოგიები და ზეზუსტი იარაღი. სამხედრო ექსპერტთა ნაწილი იმასაც ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა კლასიკური ტანკებისა და საბრძოლო თვითმფრინავების ერის დასასრულის დასაწყისი იყოს.

ელზა პაპოშვილი
24.10.2020

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მამაკაცი მისივე ნათესავებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ მამაკაცი ნათესავებმა, რომლებიც ასევე მეზობლებიც არიან, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით სასტიკად სცემეს. მათ დავა მიწების გამო ჰქონდათ და ამ თემაზე კონფლიქტი არაერთხელ მოსვლიათ. 

ელზა პაპოშვილი
24.10.2020

კრიმინალური გარჩევა თუ შურისძიება - რა გახდა 42 წლის, ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის მიზეზი, რომელიც შაბათს შუადღისას საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს, მოტივი ამ დრომდე უცნობია. ასევე პოლიციას არ ჰყავს ჯერჯერობით იდენტიფიცირებული პირი, რომელმაც ეს დანშაული ჩაიდინა და ადგილიდან მიიმალა. „რეზონანსის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთი პირი იყო და ის შესაძლოა ფეხით გადაადგილდებოდა. მან ადგილიდან მიმალვა სირბილით შეეძლო. 

ელზა პაპოშვილი
23.10.2020

ავჭალაში, მანქანაში ჩაცხრილული მამაკაცი, ვალერიან ნემსიწვერიძე, როგორც აღმოჩნდა 2004 წელს დეპუტატის მკვლელობის ორგანიზებაში იყო ბრალდებული. ნემსიწვერიძეს 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის ყოფილ დეპუტატზე, კახა გიუშვილზე თავდასხმის დაკვეთას აბრალებდნენ. მას დანაშაულის გამო 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2013 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.

თამთა ჩაჩანიძე
23.10.2020

დღეს აქტიური კოვიდპაციენტების დაახლოებით მეოთხედი ჰოსპიტლებში, ხოლო დანარჩენი, რომლებსაც ვირუსი მსუბუქ, ან უსიმპტომო ფორმებში აქვს, ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში გადიან მკურნალობას. რა უნდა გაითვალისწინოს იმ პაციენტმა, რომელიც მკურნალობას სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში არ გადის და რა შემთხვევაში უნდა იქნას გადაყვანილი ბინიდან სტაციონარში?

ელზა პაპოშვილი
22.10.2020

საზარელი მკვლელობა მარტყოფში - ახალგაზრდებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.  ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ  ახალგაზრდების 2 ჯგუფი ერთმანეთს სოფლის ცენტრში დაუპირისპირდა. ამის შემდეგ კი საქმის გარჩევა სოფლის სასაფლაოზე გააგრძელეს. კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ,  ძველი უთანხმოება გახდა და დაპირისპირებას 19  წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა, რომელიც გაშველების დროს გულის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. 

ელზა პაპოშვილი
21.10.2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში ორსული ქალი დაჭრეს. როგორც ქალის ახლობელი „რეზონანსთან“ ყვება, დაჭრის მიზეზი ძარცვა გახდა. ახალგაზრდა ქალმა ეზოში ხმაური გაიგო, რის შემდეგაც გარეთ გასულს ნიღბიანი პირები დახვდა. სახლის დიასახლისმა ერთ-ერთი მძარცველისთვის ნიღანის მოხსნა სცადა, რის შემდეგაც მან ქალს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. 


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×