თამთა ჩაჩანიძე
16.08.2020

„ამ პერიოდში ზუსტად ხდება იმის განსაზღვრა ადამიანი ნამდვილად ინფიცირებულია თუ არა. აღმოჩნდა, რომ ეს ინკუბაციური პერიოდი ძირითადად 10-12 დღემდეა და არა 14 დღემდე", - ასე ხსნის „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონიოსტი ირაკლი ხმალაძე სავალდებულო კარანტინისა და იზოლაციის ვადის 2 დღით შემცირებას.

ტატა შოშიაშვილი
15.08.2020

კათოლიკურმა ეკლესიამ ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე ცნობილი ლოცვის, „მამაო ჩვენოს" ტექსტი შეცვალა. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკმა პირადად განუცხადა ტელეკომპანია „ტვ2000"-ს და ამ ცვლილების მიზეზიც ახსნა.

მარიამ ნებულიშვილი
14.08.2020

რუსეთში გამოკითხულ მედიკოთა უმეტესობა ამბობს, რომ ისინი არ გააკეთებენ აცრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო იმ ვაქცინით, რომელიც რუსეთის გამალეის ცენტრში შექმნეს. ამ გამოკითხვაში 3000-ზე მეტი ექიმი მონაწილეობდა და მათი 52% ამბობს, რომ არ ენდობა ვაქცინას, 24.5% კი- თანახმაა მის გამოყენებაზე.

მარიამ ნებულიშვილი
13.08.2020

შესაძლებელია თუ არა, რომ საქონლის ან ფრინველის ხორცი კორონავირუსით იყოს ინფიცირებული? ზოგადად, რამდენად საშიშია ჯანმრთელობისათვის ასეთი კვების პროდუქტები და ზოგადად, როგორ უნდა დავამუშავოთ ხორცი, რათა მინიმუმამდე შევამციროთ კორონავირუსის გადადების რისკები? - ეს კითხვები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ხუთშაბათს ოფიციალურად დაადასტურა ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის ფრთებში კორონავირუსის არსებობა.

ია აბულაშვილი
12.08.2020

გია იაკობაშვილმა, სოსო მანჯავიძემ და ია მეტრეველმა არასამთავრობო ორგანიზაცია "დავასრულოთ" დააფუძნეს. 

მათი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა საკუთარ სამშობლოსთან მებრძოლი კლასტერი. ამიტომ მიზანი არის "ნაციონალური მოძრაობა" და მის მოკავშირეები გავიდეს პოლიტიკური ველიდან და ქვეყანაში დაიწყოს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები.

ტატა შოშიაშვილი
08.08.2020

ბოლო რამდენიმე კვირაში „ქურდულ სამყაროში" ორი კონფლიქტი მოხდა, რომელსაც, შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ორივე შემთხვევაში ერთმანეთს ქართველი „ქურდები" დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა „პრაიმ-კრაიმი" წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

მარიამ ნებულიშვილი
07.08.2020

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვიტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ამ თარიღს ეხმიანებიან და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ, რუსეთს კი ნაკირისი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდენებენ.

თამთა ჩაჩანიძე
06.08.2020

„ჩვენი გავრცელებიდან და ახლანდელი აქტიური შემთხევევბიდან გამომდინარე, რთული სათქმელია თუ ვირუსი უსიმპტომოდ გადატანილი რამდენს აქვს, თუმცა ჩემი ვარაუდით, საქართველოს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს ექნება."- ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდე გოგინავა, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში მალე კოვიდგადატანილი უსიმპტომო პაციენტების გამოსავლენად მასშტაბური კვლევა დაიწყება.

ია აბულაშვილი
05.08.2020

„გოგი თოფაძის და ნინო ქადაგიძის - ორივე მხარის პოზიცია ძალიან ადამიანურია და მივესალმები, თუ ეს ამბავი მშვიდობიანად გადაწყდება“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ბოლო დღეების გახმაურებულ საქმეს.

ელზა პაპოშვილი
04.08.2020

ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი ბესარიონ ჟვანია, რომელსაც ბიზნესმენ გოგი თოფაძის ვაჟის დაჭრაში ბრალი ედება,  მოსამართლემ  წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ 50 000 ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რომელიც სასამართლომ არ გაითვალისწინა. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და არ ამბობს, თავად მან სად და რა ვითარებაში მიიღო ჭრილობები. 

ელზა პაპოშვილი
04.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს. ოჯახი ამბობს, რომ საქმის ირგვლივ ყოველდღიურად უფრო მეტი ეჭვი უჩნდებათ და განცდა, რომ გამოძიება სპეციალურად იწელება და რაღაცის დამალვას ცდილობენ.

ელზა პაპოშვილი
03.08.2020

რა მოხდა 2 აგვისტოს ლისიზე და რატომ მოხდა  ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს ლევან თოფაძესა და ყოფილ პერმიერს ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას შორის დაპირისპირება.  როგორც „რეზონანსს“ თოფაძის ერთ-ერთი მეგობარი უყვება, ბუსა ჟვანიას უყვარდა გოგონა, რომელიც ლევან თოფაძის ბავშვობის მეგობარია და 2 აგვისტოს მასთან მეგობრებთან ერთად სახლში სტუმრად იმყოფებოდა. მეგობრის ინფორმაციით, ბუსა ჟვანია და გოგონა ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ, თუმცა, ჟვანია მასთან შერიგებას ცდილობდა.


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×