თამთა ჩაჩანიძე
29.12.2020

„ეს ყველაფერი დროის ფაქტორმაც გამოიწვია. ანტივირუსული ვაქცინის შექმნა ძალიან სწრაფად მოხდა და დრო არის იმისათვის საჭირო, რომ ხალხმა დაიჯეროს, რომ იგი რეალურად მუშაობს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით უნდობლობის ხარისხი მაღალია და საქართველოც ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება.

ელზა პაპოშვილი
29.12.2020

რა მოხდა რეალურად და რა გახდა 17 წლის ცოტნე აღდგომელაძის გარდაცვალების მიზეზი - შემთხვევითი არავია, თუ განზრახ დაჯახება? მოზარდის ოჯახი და ახლობლები ამტკიცებენ, რომ ბიჭს ავტომობილი განზრახ დააჯახეს და ამას წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ხოლო ამ ყველაფრის თვითმხილველი მისივე ბიძა, დედის ძმაა, რომელიც ბიჭის დაღუპვის განსხვავებულ ვერსიებს ყვება. მოზარდის მშობლებს ეჭვი აქვთ, რომ მას ვიღაც აშინებს და პოლიციაშიც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. 

ელზა პაპოშვილი
28.12.2020

კვლავ უცნობია, რატომ მიიმალა ბადრი ესებუას სავარაუდო მოკავშირე, შალვა გულუა, 21 დეკემბრის შემდეგ, რომელიც დღეს სახლში დაბრუნდა, ახლა კი კამერებთან არ ჩნდება. გულუას ოჯახის წევრები ამას იმით ხსნიან, რომ ავარიის შემდეგ შეშინებული ახალგაზრდა ტყეში იმალებოდა. გულუას ოჯახის ინფორმაციით, ის უკვე სახლშია. 

ელზა პაპოშვილი
28.12.2020

სასტიკი მკვლელობა სამტრედიაში - სოფელ კორმაღალაში პოლიციამ 30 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც თანასოფლელ 53 წლის მამაკაცს სახლთან მიაკითხა, დაუძახა და გამოსულს სანადირო თოფიდან ესროლა. სახლში ამ დროს ოჯახის არასრულწლოვანი წევრიც იმყოფებოდა, რომელმაც 112-თან დაკავშირება შეძლო. თუმცა, ადგილზე მისულ მედიკოსებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

თამთა ჩაჩანიძე
26.12.2020

„ყველა რეგიონს განსაკუთრებული იმუნური სისტემა აქვს და ამიტომ შესაძლებელია შედეგიც სრულიად განსხვავებული იყოს. ამიტომ ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს, არც იმის ვაქცინა გვაქვს და არც ამის. ამიტომ ამასაც ჩვენი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ. თუმცა, არ მგონია ამ შტამს საქართველომდე მოეღწია, იმიტომ, რომ რაც ახალ შტამზე დაიწყეს ლაპარაკი, პრაქტიკულად ყველაფერი ჩაკეტილია", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" ეპიდემიოლოგმა ირაკლი ხმალაძემ საქართველოში კორონავირუსული ახალი შტამის შესაძლო შემოსვლა.

ია აბულაშვილი
25.12.2020

რაღა დროს „ნაციონალური მოძრაობაა". მაგათი დრო წავიდა და ახლა ვინც გინდა ის დანიშნონ. ეგ იგივეა, მე რომ დამნიშნო ჰაერბურთის ტრესტის მმართველად, ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე ცვლილებებს.

თამთა ჩაჩანიძე
25.12.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) ჯერ კიდავ ივნისში არ გამორიცხავდა იმ ფაქტს, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც კორონავირუსის პირველ ტალღასთან ბრძოლაში ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს და ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი შეინარჩუნეს, მეორე ტალღის შემთხვევაში შესაძლოა ყველაზე მეტად დაზარალებულიყვნენ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს პროგნოზი გამართლდა, ისევე როგორც იმ ქვეყნების დიდ უმრავლესობაში, რომლებიც ასევე მეტ-ნაკლებად გადაურჩნენ გაზაფხულზე კოვიდ-19-ის პირველ ტალღას.

ელზა პაპოშვილი
24.12.2020

სასტიკი მკვლელობა სამტრედიაში. 47 წლის ელიზა კალანდაძე სავარაუდოდ 32 წლის ქმარმა  მოკლა. როგორც გარდაცვლილი ქალის ნათესვები „რეზონანსთან“ ყვებიან, სიძემ მათ დას დანით ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილზე მიატოვა. გარდაცვლილის ცხედარი კი მაზლმა დილით იპოვა. ოჯახი ამბობს, რომ მას სამშაბათიდან ურეკავდნენ და ტელეფონი გამორთული იყო. ამის შემდეგ კი მათთან პროკურორმა დარეკა, რომელმაც უთხრა, რომ მათი და ქმარმა მოკლა. 

ელზა პაპოშვილი
23.12.2020

კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მკვლელობა მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ერთი გასროლით მისსავე ცოლის ძმამ მოკლა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსულებს კი ქუჩაში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი დახვდათ, რომელიც სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა. მათი ინფორმაციით, მოკლული რუსთავიდან იყო და სოფელში ყოფილ მეუღლესთან შესარიგებლად ჩავიდა. 

ელზა პაპოშვილი
23.12.2020

20 დეკემბერს  ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა, რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 35 წლის  თეიმურაზ გიუნაშვილს  ოჯახი  უშედეგოდ ეძებს. ოჯახი ამბობს, რომ საქმეში ჩართულია პოლიციაც, თუმცა, სამხედროს კვალს ამ დრომდე ვერ პოულობენ. 

ელზა პაპოშვილი
22.12.2020

ძარცვა და დაჭრა ხაშურში - 25 წლის გოგონა სახლში მძარცველმა იმ დროს დაჭრა, როცა მან ბოროტმოქმედს ძვირფასეულობის ქურდობისას ფაქტზე შეუსწრო. მძარცველი სახლში კომენდატის საათის დროს შეიპარა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, ახალგაზრდა ქალი აივანზე სარეცხსს ფენდა, რა დროსაც ოთახში შუქი დაინახა. ქალს გააუკვირდა ვინ იყო ოთახში, რადგანაც წესით მის გარდა სახლში არავინ უნდა ყოფილიყო. გოგონა ოთახში შევიდა და დაინახაა, რომ ნიღბიანი მძარცველი მის ოქროულობას იპარავდა. 

ელზა პაპოშვილი
21.12.2020

რა მოხდა რეალურად გლდანში 18 დეკემბერს ღამის საათებში და იმუქრებოდა თუ არა ახალგაზრდა მამაკაცი გახსნილი ხელყუმბარის აფეთქებით.  რამდენიმეწუთიანი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა, მამაკაცი პოლიციას მისი ადვოკატის თანხლებით ჩაბარდა. ოფიციალური ვერსიით, მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. 29 წლის გიორგი მერაბაშვილი, რომელიც ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, მუქარის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. 


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×