თამთა ჩაჩანიძე 14.01.2021

ახლა რომ ყველაფერი გაიხსნას, ეპიდსიტუაცია გაუარესდება და შესაძლოა კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებლის საკმაოდ მაღალი რიცხვები მივიღოთ - ამაზე ეპიდემიოლოგები თანხმდებიან და აცხადებენ, რომ შეზღუდვების მოხსნა ეპიდსიტუაციის დარეგულირების შემდეგ ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ერთ-ერთი ბოლო ეტაპი კი ტრანსპორტის გახსნა უნდა იყოს.
|
ელზა პაპოშვილი 13.01.2021

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში კვლავ დაძაბულობაა - ამ დროისთვის სოფელში დაპირისპირების ორი კერა არსებობდა, სხვადასხვა ადგილას შეკრებილი იყვნენ ქრისტიანები და მუსლიმები.
გუბერნატორთან მუსლიმი თემის წარმომადგენელთა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, მათ გუბერნატორ ნასარაიას შეთავაზებები არ მოეწონათ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისკენ გაემართნენ, სადაც ქრისტიანი მლოცველები იყვნენ შეკრებილი.
|
ია აბულაშვილი 13.01.2021

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა იმ თრილერს ემსგავსება, რომლის დასასრულის წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია და სცენარისტისგან კიდევ ელიან სიურპრიზებს.
|
ელზა პაპოშვილი 12.01.2021

15 წლის გოგონა გარდაბნის სოფელ ნაზარლოში 23 წლის ბიჭმა დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა. „რეზონანსთან“ ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა. 2005 წელს დაბადებული გოგოს თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის პოლიციამ 4 პირი უკვე დააკავა. აქედან 3 ქალია და ერთი ახალგაზრდა მამაკაცი.
|
ელზა პაპოშვილი 11.01.2021

მკვლელობა ხარაგაულში-მეზობელმა 58 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან ერთი გასროლით მოკლა. ხარაგაულში მომხდარი მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად კი შურისძიება სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილმა ბრალდებულს სუფრაზე შენიშვნა მისცა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. ახალგაზრდა მამაკაცმა სუფრა დატოვა, სახლში წავიდა, სანადირო თოფი აიღო და გარეთ გამოსულ მეზობელს ესროლა.
|
ია აბულაშვილი 11.01.2021

"ბიძინა ივანივშილი კი არ წავიდა, მოვიდა, 100%-ით მოვიდა! ის დროებით გაეცალა ამ საგიჟეთს, სადაც არავინ იცის ვინ უფრო მეტი გიჟია"- ასე აფასებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.
|
თამთა ჩაჩანიძე 10.01.2021

„თუ ვაქცინაცია დროულად დაიწყება, ზამთრის პერიოდში რეკომენდაციებს დავიცავთ და სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნებას მოვახერხებთ, ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, საქართველოსთვის მესამე ტალღა არ იქნება ისეთი დამანგრეველი", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მათმატიკური გათვლებით, მსოფლიოში კორონავირუსის მესამე ტალღა აპრილშია მოსალოდნელი.
|
ელზა პაპოშვილი 09.01.2021

ოჯახური ტრაგედია ჩხოროწყუში - სოფელ რეწურწუმიაში შვილმა მამა სამზარეულოს დანით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლლეობა სცადა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, რომ მამა-შვილი ალკოჰოლს ხშირად მოიხმარდა და მათ შორის კონფლიქტის ეს პირველი შემთხვევა არ იყო. დანაშულში მხილებული 35 წლის ნიკოლოზ წურწუმიაა, რომელსაც 62 წლის კოტე წურწუმიას მკვლლეობა ბრალდება. მეზობლები ამბობენ, რომ მამის მკვლელობაში ბრალდებულ ახალგაზრდას, რომელიც ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ფსიქიკური პრობლემები აქვს.
|
ია აბულაშვილი 08.01.2021

თუ რობიკო სტურუას შეუძლია იმუშაოს მოსკოვში, რატომ არ შეიძლება ნინო ანანიაშვილმა იმუშაოს ნოვოსიბირსკში?! ხელოვანი არის თავისუფალი და თავის ხელოვნებით შეუძლია ნებისმიერ ქვეყნას მოუტანოს სიხარული, ასე აფასებს კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ნინო ანანიაშვილის ნოვოსიბირსკის საოპერო დასის ხელმძღვანელად დანიშვნას.
|
ელზა პაპოშვილი 08.01.2021

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - რა მოხდა სენაკში, სოფელ კოტიანეთში ჯერჯერობით უცნობია. 32 წლის ავთო გრიგოლია საკუთარმა მამამ სახლის უკან, ეზოში ყელგამოჭრილი იპოვა. ოჯახისთვის და ადგილობრივებისთვის გაუგებარია რა უნდა გამხდარიყო ახალგაზრდის მკვლლეობის მიზეზი. ისინი თვითმკვლელობის ვერსიასაც კატეგორულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მსგავსი ჩადენის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა.
|
ელზა პაპოშვილი 03.01.2021

რამდენიმე დღის წინ კახეთში მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. სისხლიანი გარჩევა კახეთში თელავის რაიონის სოფელ იყალთოში გვიან ღამით, კომენდატის საათის დროს მოხდა. ყველაზე შოკისმომგვრელი ამ მკვლელობაში კი ის იყო, რომ თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ ვანო ზანდარაშვილმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლა. ასევე დაიჭრა თელავის მერიის იურდიული განყოფილების უფროსი ლევან ბერძენიშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 30.12.2020

სისხლიანი გარჩევა ე.წ. კანონიერი ქურდის საფლავზე და დაჭრილი ახალგაზრდები. რა გახდა გიორგი ბურდულის (დიდუბსკის) სასაფლაოზე დაწყებული დაპირისპირების მიზეზი უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ კრიმინალური ავტორიტეტის დაბადების დღის აღნიშვნის დროს, ახალგაზრდების ორი შეიარაღებული ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ახალგაზრდების 2 ჯგუფმა საქმის გარჩევა სიტყვიერად დაიწყო, რაც მოგვიანებით სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|