მარიამ ნებულიშვილი
22.07.2020

სისხლის ანალიზს, კიბოს დიაგნოზის დადგენა სიმპტომების გამოვლენამდე 4 წლით ადრე შეუძლია. მეცნიერების განცხადებით უახლესი კვლევა იმედისმომცემია.

ელზა პაპოშვილი
21.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვების სერია შს სამინისტროში ისევ გრძლედება. ამჯერად გამომძიებლების შეკითხვებს კონსტანტინე ღიბრაძე, იგივე დი–ჯეი კოკომ  და იუბილარმა ანი გაბეჩავამ უპასუხეს. მათი ადვოკატების თქმით, უცნობია, რატომ გახდა კიდევ ერთხელ საჭირო მოწმეების ხელახლა დააკითხვა. 

ელზა პაპოშვილი
21.07.2020

შაბათიდან 23 წლის გოგოს პოლიცია და ოჯახი უშედეგოდ ეძებს. თამარ ბაჩალიაშვილის კვალი ბოლოს  თეთრიწყაროს მუნიცეპალიტეტის სოფელ გოლთეთის ცენტრში იკარგება. სწორედ ამ ადგილიდან ქრება ახალგაზრდა პროგრამისტი და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. ვერსად პოულობენ მის ავტომობილსაც. მას პოლიციელები დრონებით და ძაღლებით ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით მისი ვერანაირი კვალი ვერ ნახეს. გოგონა გაუჩინარდა ისე, რომ არც არვის დაკავშირებია. 

ელზა პაპოშვილი
20.07.2020

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა, მგარამ ჯერ კვლავ გაურკვეველია კითხვაზე პასუხი - ვინ მოკლა 19 წლის ფეხბურთელი. ახლა ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ხელახლა იძიებს და ახდენს მოწმეების დაკითხვას, რათა განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულებს ბრალი წაუყენოს. პროკურატურა გამოძიებისთვის ერთი თვით ვადის გაგრძელებას ითხოვს. 31 ივლისს პირველი სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული, თუმცა, გამოძიება მის 31 აგვისტომდე გადაწევას ითხოვს. 

ელზა პაპოშვილი
20.07.2020

ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის დაჭრის ფაქტი შესაძლოა 2012 წელს დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.  დაჭრილი ჩემპიონის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურია და ის უკვე სახლში გაწერეს.  სახლში იმყოფება მისი მეგობარი გოჩა დავითაშვილიც, რომელიც დაპირისპირებისას ზვიადაურთან ერთად დაშავდა.

ელზა პაპოშვილი
19.07.2020

სასტიკი მკვლელობა ქუთაისში - 30 წლამდე ქალი მეზობლებმა მოკლული იპოვეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ ქალის ყვირილის ხმა გაიგონეს, რომელიც შველას ითხოვდა, თუმცა მის დასახმარებლად არავინ მივიდა. მეზობლები მხოლოდ მაშინ დაინტერესდნენ რა მოხდა, როცა სახლიდან ყვირილის ხმა შეწყდა და არავინ აღარ გამოვიდა. ორი საათის დაგვიანებით მათ პოლიციაში დარეკეს. 

ელზა პაპოშვილი
19.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებბეი ჩნდება. ასევე, კვლავ განახლდა ე.წ. ოქროს მოწმების დაკითხვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში. გამოძიებამ 31 ივლისამდე მტკიცებულებები უნდა გაამყაროს, რათ 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულებს  ბრალი დაუმძიმოს. 

ელზა პაპოშვილი
17.07.2020

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვა განახლდა. დღეს, 17 ივლისს უწყებაში პირველი ერთ-ერთი მოწმე ლუკა ბეჟანიშვილი მივიდა. გამოკითხვის დაწყებამდე მან თქვა, რომ ის გამოძიებას გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის და მისი სოციალური ქსელის გაშიფვრა მოხდება. ლუკა ბეჟნიშვილი ის პირია, ვინც ვახო ახვლედიანთან პირველმა დარეკა მცხეთაში მანქანების გასაგზავნად.

ია აბულაშვილი
17.07.2020

"ვფიქრობ, ამ კვლევის შედეგები, რომელიც გამოაქვენა "ედისონ რისერჩმა", გასათვალისწინებელი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. ოპოზიციას ვურჩევდი, რომ იმუშაოს იმ 20% გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე, რომელმაც ჯერ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. " ოცნებამ" კი ახალი სახეები უნდა შესთავაზოს ამომრჩეველს"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ედისონ რიჩერსის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ რეიტინგებს.

ელზა პაპოშვილი
16.07.2020

რა ბედია ეწევა რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ საქართველოს 33 წლის მოქალაქეს. საოკუპაციო რეჟიმი და მათი მფარველები კრემლში ცდილობენ, ზაზა გახელაძეს ბრალი დაუმძიმონ და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორაზე დაჭრილი და ცხინვალში გატაცებული მოქალაქე ციხეში დიდი ხნით დატოვონ. 

მარიამ ნებულიშვილი
16.07.2020

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მზარდია, ბოლო მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით ვირუსი 13 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინის შექმნა მიიჩნევა, რომელზედაც, ბევრი ქვეყანა მუშაობს. „მსოფლიოში არის ვაქცინები, რომლებიც უკვე ბოლო ეტაპზეა და კლინიკურ კვლევევებს გადის", - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

ელზა პაპოშვილი
15.07.2020

მარტვილში 26 წლის გოგონას ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ქმრის ოჯახში თვითმკვლელობით დაასრულა, ცხედრის სახლში გადასვენებას ითხოვს. მათ ნოჯიხევთან სენაკი-თბილისის გზის ცენტრალური მონაკვეთი გადაკეტეს  და ამით ქმრის ოჯახის გადაწყვტილება გააპროტესტეს, რომლებიც მშობლებს ცხედრის სახლში გადასვენების უფლებას არ აძლევენ. ისინი ცხედრის ხობში გადასვენებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გოგონაზე ოჯახში ყველა ძალადობდა, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ის  მოკლული  იყოს. ქმრის ოჯახს კი ამით კვალის დაფარვას ცდილობდეს


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×