ელზა პაპოშვილი
04.06.2021

სისხლიანი გარჩევა ქუთაისის მეექვსე  ქვეითი  ბრიგადის ბაზასთან - დაჭრილია ერთ-ერთი სამხედრო, რომელსაც ამ ეტაპზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ბაზიდან გამოსულ სამხედროს  ჯერჯერობით უცნობმა პირმა ავტომობილიდან ესროლა. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და პოლიცია დამნაშავის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებებს ატარებს. 

თამთა ჩაჩანიძე
04.06.2021

სპეციალისტების შეფასებით საქართველომ კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი გადაიარა, ყოველდღიურმა შემთხევებმა და დადებითობის მაჩვენებელმა იკლო, თუმცაღა გარდაცვალებულთა რიცხვი მაინც საგანგაშოდ მაღალია და ის დღეის მონაცემბით 23-ს შეადგენს.

ელზა პაპოშვილი
03.06.2021

თბილისში დიდი დიღმის სკვერში ადგილობრივებმა შენიშნეს, რომ შუა ხნის მამაკაცი ბავშვებს ეკონტაქტებოდა. კანფეტების ყიდვას და თან წაყოლას სთავაზობდა. ასევე ინტერესდებოდა მათი საცხოვრებელი ადგილით და ოჯახით. ვისთან ერთად ცხოვრობდა ბავშვი და სად იყვნენ მისი მშობლები. ის მათთან დაახლოვებას ცდილობდა და ბავშვებთან საეჭვო ურთიერთობით გამოირჩეოდა. 

ელზა პაპოშვილი
02.06.2021

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საკმაოდ მაღალი სტატისტიკა და გარდაცვალების სავალალო ციფრები გვაქვს, დაავადებათა  ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სპეციალისტები დამაიმედებელ პროგნოზსს აკეთებენ. გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მესამე ტალღამ თითქმის უკვე გადაიარა და ახლა ყველაფერი მოსახლეობის მასობრივ აცრაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ივლისის დასაწყისში სამი სხვადასხვა ვაქცინა შემოვა, რომლითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება. 

ელზა პაპოშვილი
02.06.2021

საზარელი მკვლელობა ფოთში-70 წლის ბებიის სასტიკად მკვლლეობაში ეჭვმიტანილი მისი  შვილიშვილია. გავრცელებული ინფორმააციით, ახალგაზრდა ქალმა ბებიას სამზარეულოს დანით  ჭრილობები საძინებელში მიაყენა. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემებია აქვს და დანაშაულის მიზეზით შესაძლოა მისი ჯამრთელობის მდგომარეობა გახდა.

ელზა პაპოშვილი
01.06.2021

დაჭრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში - ე.წ. თევზების ტბების ერთ-ერთი მეწილე ცივი იარაღით დაჭრეს. ბიზნესმენ დავით აზარიაშვილს დაზიანებები მუცელსა და სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის კახეთიდან თბილისში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაციის შემდეგ მედიკსოები ამ ეტაპზე მის მდგომარეობას აკონტროლებენ. ადგილობრივები კი „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ბიზნესმენი მისივე ნაცნობმა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ელზა პაპოშვილი
29.05.2021

უპრეცედენტო თაღლითური სქემა - „ლიბერთი ბანკი“ საკუთარ 9 თანამშრომელს ანაბრებიდან 3.5 მილიონი ლარის ქურობას  ედავება. ბანკი ბათუმის ერთ-ერთი ფილიალის უკვე ყოფილ მენეჯერს და 14 დასაქმებულს უჩივის.

2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი დოლარი და 80 ათასი ევრო 37 ანაბრიდან და პირადი ანგარიშიდან გაქრა. დანაშაულებრივი სქემა, გამოძიების ცნობით, 2015 წლიდან მოქმედებს. ეს სქემა კი მას შემდეგ გასკდა, რაც ერთ-რთმა მეანაბრემ  აღმოაჩინა, რომ მას ანგარიშზე თანხა აღარ ჰქონდა. ბანკმა საქმეში აუდიტის სამსახური ჩართო, რომელმაც წლების განმავლობაში არსებული სქემა გაშიფრა.

ელზა პაპოშვილი
28.05.2021

კასპში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ექსპერტიზის უმძიმესი დასკვნა ხდება ცნობილი. როგორც სამხარაულის მიერ გავრცელებულ დასკვნაში ვკითხულობთ, მოკლულ 34 წლის ნოდარ ღუნაშვილს 19 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის მიდამოში აქვს მიყენებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის საქმეს თავდაყირა აყენებს. ექსპერტიზის მიხედვით 34 წლის მამაკაცი სასტიკად არის მოკლული. დგინდება, რომ ნოდარ ღუნაშვილი არც  ნასვამ მდგომარეობაში და არც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ  არ იმყოფებოდა.  გარდაცვალება კი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია. ასევე მას გარდაცვალებამდე არანაირი სახის პრეპარატი არა აქვს მიღებული, როგორც ამას მისი ცოლი ამტკიცებს. 

თამთა ჩაჩანიძე
28.05.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, არსებული ვაქცინები ყველა მუტირებულ შტამს ფარავენ, ამიტომაც როცა ინდური შტამი საქართველოშიც დაფიქსირდა, შესაძლოა დაავადების სწრფად გავრცელება მოხდეს, გამოსავალი კი ასეთ შემთხვევაში მასობრივი ვაქცინაციაა.

ელზა პაპოშვილი
27.05.2021

შემზარავი ფაქტი გორში-არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის ბიჭთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობა 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. დაკავებული და დაზარალებული გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არიან. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, დაკავებულის მამა სკოლის დარაჯია და ის მოვალეობებს ხანდახან მამის მაგივრად ასრულებდა. სავარაუდოდ, ბავშვთან კომუნიკაციაც აქედან მოხდა. ბრალდებულს არასრუწლოვანი წლების განამვლობაში სკოლის მიმდებარედ მიტოვებულ შენობაში შეჰყავდა და აუპატიურებდა. 

ელზა პაპოშვილი
26.05.2021

კახეთში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს - წინასწარი ინფორმაციით დაჭრას წინ ურთეირთშელაპარაკება უძღოდა. უცნობმა პირებმა მამაკაცს დაზიანებები მუცლის არეში  მიაყენეს. 

მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყავნეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 37 წლის გიორგი მღებრიშვილი ამავე სოფლის მცხოვრებია. თავად დაჭრილი უარყოფს ინფორმაციას, რომ მას ეს ჭრილობები ვინმემ მიაყენა. 

ელზა პაპოშვილი
25.05.2021

სასტიკი მკვლელობა მარნეულში-23 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს. ახალგაზრდას ცხედარი სოფლის გზაზე მომხდარიდან რამდენიმე საათში იპოვეს. მას დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ამ შემზარავი დანაშაულის ბრალდებით კი  მისი მამიდაშვილი  დააკავეს. ერთ-ერთი ვერსიით ნათესავებს შორის ჩხუბი სუფრაზე დაიწყო, რომელიც მკვლელობით დასრულდა. 


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×