თამთა ჩაჩანიძე
15.04.2021

ძალიან მოკრძალებულად უნდა ვეცადოთ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას, ნუ გავმართავთ სუფრებს, ქეიფებს - ასეთი რეკომენდაციით მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას. გარდა ამისა მან ის ხუთი ფაქტორი დაასახელა, რისი გათვალისწინების შემთხვევაში პანდემია დაიძლევა, ესენია: პირბადეების ტარება ყველგან, დისტანციის დაცვა, სანიტარული წესების დაცვა ყველგან, დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება და ვაქცინაციის პროცესის ინტენსიფიკაცია.

ელზა პაპოშვილი
15.04.2021

ვის  აწყობს რიონის ხეობაში რადიკალურად დაპირისპირებული მხარეების მობილიზება და რატომ ფიქრობენ რიონის ხეობის მცველები, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციის მოწყობას აპირებს? აქციის მონაწილეებმა მსვლელობით სოფელ გუმათის ცენტრში გადასვლა გადაწყვიტეს და ამის მიზეზად მოსალოდნელ პროვოკაციებს ასახელებენ. 

თამთა ჩაჩანიძე
15.04.2021

მას შემდეგ, რაც მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა „ფარულ კონვერტში" მისი ყოფილი ქმარი ბესო ზანგური ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა, რუსთაველის თეატრმა 17 აპრილს დაგეგმილი ის სპექტაკლი გააუქმა, რომელშიც ზანგური მონაწილეობს.

ელზა პაპოშვილი
14.04.2021

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ახალგარზრდა  მამაკაცი ბაბუასთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 79 წლის მამაკაცმა 22 წლის  შვილიშვილი დანით დაჭრა.

ელზა პაპოშვილი
13.04.2021

აცრის შემდეგ გარდაცვლილი მედდის, 28 წლის  მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები საქმეში ახალ გარემოებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მედდა მე-10 ადამიანი არ ყოფილა, რომელიც აიცრა. მათი თქმით, მაშინ ფლაკონი ცარიელი უნდა ყოფილიყო, თუმცა კადრებში კარგად ჩანს, რომ ის თითქმის სავსეა. როდესაც „ასტრაზენეკას“ ერთი ფლაკონი  იხსნება, მასში 10 ადამიანის დოზაა. ამიტომ მათ ეჭვი აქვთ, რომ პირველი მეგი ბაქრაძე აცრეს. 

ელზა პაპოშვილი
12.04.2021

დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელმაც 9 აპრილს, სავარაუდოდ, საკუთარი დეიდა ცივი იარაღით დაჭრა. როგორც „რეზონანსთან“ მეზობლები საუბრობენ, დეიდა დის შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ქონების გაყოფა გახდა. 

ელზა პაპოშვილი
12.04.2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგონა გაუჩინარდა. მას პოლიცია და ოჯახი ამ დრომდე ეძებს. ახლობლების ინფორმაციით, ნარმინ ისაიევა სახლიდან გუშინ გავიდა. წასვლის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა, თუმცა, ადგილსამყოფელი არ დაუკონკრეტებია. 

ელზა პაპოშვილი
08.04.2021

სასტიკი მკვლელობა კიკეთში - სავარაუდოდ, შვილმა მამა ჯერ ცემით მოკლა, შემდეგ კი კვალის წაშლის მიზნით სისხლის გაწმინდა და ფაქტის უბედურ შემთხვევად გასაღება საცადა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მამა-შვილი სავარაუდოდ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ერთმანეთს დაუპირისპირდა, რა დროსაც შვილმა მამა ისე უმწოყალოდ სცემა, რომ ის გარდაიცვალა. 

ელზა პაპოშვილი
08.04.2021

გამოძიება ახლა იმის გარკვევას ცდილობს ვინ დაუშვა 18 მარტს საბედისწერო შეცდომა, რამაც 28 წლის მედდის მეგი ბაქრაძის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავდაპირველად ჟურნალისტებთან და გამოძიებასთან ექიმი ვიოლეტა ინასარიძე აცხადებდა, რომ ბაქრაძეს აცრიდან როდესაც ალერგიული რეაქცია დაუფიქსირდა, 2 წუთში 0,5 მლ ადრენალინი გაუკეთდა. თუმცა ახლა მან ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ შეცვალა და  ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებია. ის შეცვლილ ჩვენებაში აღიარებს, რომ მეგი ბაქრაძითვის მსგავსი სამედიცინო დახმარება სინამდვილეში არ გაუწევია. ამის გამო ორ  ექიმს და ერთ მედდას პროკურატურამ ცრუ ჩვენებაზე ბრალი წაუყენა. 

ელზა პაპოშვილი
06.04.2021

ყაჩაღობა ფონიჭალაში - ნიღბიანი მძარცველები კომენდატის საათის დროს ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში შეიჭრნენ, მოხუცები თოკით დააბეს და სახლიდან იარაღის მუქარით თანხის და ოქროს  წაღება მოახერხეს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ყაჩაღებმა სახლში ფანჯრიდან შეაღწიეს.

. სახლში, სავარაუდოდ, 3 დამნაშავე იყო შესული. ელოდებოდათ თუ არა მათ გარეთ ვინმე და როგორ დატოვეს მიდებარე ტეროტორია კომენდატის საათის დროს,  ჯერჯერობით უცობია. 

ელზა პაპოშვილი
05.04.2021

არსებობს თუ არა იმის საფრთხე, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მატების პარალელურად ისევ სრული ლოქდაუნი გახდეს საჭირო. მითუმეტეს, რომ სააღდგომo დღესასწაულის დროს გავრცელების საფრთხე დიდია. 

ელზა პაპოშვილი
05.04.2021

იმერეთში შემზარავი  მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - 29 წლის მამაკაცმა ბიძაშვილი ძმები დახოცა. 30 და 35 წლის მამაკაცები დამნაშავემ სანადირო თოფიდან გასროლით მძიმედ დაჭრა, რა დროსაც ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. 


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×