მამუკა ნაცვალაძე
15.08.2021

დემეტრე პირველის სახელი მოკრძალებულად შემორჩა საქართველოს ისტორიას. ეს ბუნებრივი გახლდათ - იოლი არ იყო მამამისის, დავით აღმაშენებლის ჩრდილიდან გამოსვლა. მიუხედავად ამისა, მან მეტ-ნაკლებად მოახერა თავისი კვალი დაეჩნია ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური განვითარებისათვის. ის ქართველთა ცნობიერებაში პირველ რიგში უკვდავი საეკლესიო საგალობლის "შენ ხარ ვენახის" ავტორად დარჩა.

თეონა ვეშაგური
14.08.2021

ექიმები აცრაზე მისულ მოქალაქეებს ზოგ შემთხვევაში უსაფუძვლოდ ეუბნებიან უარს. ამის შესახებ განცხადება პაატა იმნაძემ გააკეთა და ასეთ მოქალაქეებს ურჩია, ექიმებს უარის წერილობითი დასაბუთება მოსთხოვონ. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი „რეზონანსთან" იმაზე საუბრობს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება აცრაზე მისული პაციენტი ვაქცინაციის გარეშე გამოუშვას ექიმმა.

მამუკა ნაცვალაძე
14.08.2021

ურთულესი რეგიონია კავკასია, ყველა დროისა და ფორმაციის მსოფლიო გეოპოლიტიკური სივრცისთვის საინტერესო და მიმზიდველი. სწორედ ეს ინტერესი ქმნიდა ქართული სახელმწიფოსათვის საკმაოდ რთულ და ხშირ შემთხვევაში ძნელად დასაძლევ რეალობას. 

ცნობილი მეცნიერი მიხეილ თამარაშვილი ერთობ სახასიათო დელატს მიანიშნებს: კათოლიკე მისიონერებს არაერთხელ უთქვავთ  - საქართველო ყოველი მხრიდან “გარემოცულია ისეთი მაჰმადიანი საშინელი მტრებისაგან, რომ თვით დედამიწასაც უმძიმს მათი ყოფნა”.

და ამ მრავალწახნაგოვანი პოლიტიკური ფონისას საქართველოსთვის წარმატების ერთადერთი ფორმულა მოქმედებდა - ფილიგრანული ბალანსი და ლავირება. მრავალეროვანი ქვეყანა უამრავი გამოწვევის, გაუთვალისწინებელი სირთულის წინაშე იყო და ასეთ დროს ჩვენს წინაპრებს მოეხერხებინათ სახელმწიფოს მართვა ისე, რომ ერთ პატარა ტერიტორიაზე ექვსი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთ არასდროს ჰქონოდათ ეროვნულ ნიადაგზე უთანხმოება, ეს კი სხვა არაფერი იყო, თუ არა მსოფლიო ქრესტომათიული დიპლომატიის უნიკალური მაგალითი.

ელზა პაპოშვილი
13.08.2021

შემზარავი ფაქტი აჭარაში - გამოძიება 50 წლის მამაკაცს 15 წლის შვილის გაუპატიურებას, მასთან გარყვნილ ქმედებას და ოჯახში ძალადობას ედავება. საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის ეტაპზეა. ბრალდებული 4 შვილთან და დედასთან ერთად აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, მისი ცოლი კი, ბოლო 8 წელია თურქეთში იმყოფება. 

ელზა პაპოშვილი
12.08.2021

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - მოკლულია შუახნის მამაკაცი, გიორგი ბასიაშვილი, რომელიც  წლების განმავლობაში თბილისში ტკბილეულის ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა. როგორც „რეზონანსს“ მოკლულის მეზობლები უყვებიან, მას სასიკვდილო ჭრილობები იმავე ქარხნის დაცვის თანამშრომელმა მიაყენა - ჯერ თავში რამდენჯერმე ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა. მკვლელობის მოტივი კი პირადი შურისძიება სახელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაცვის თანამშრომელს და ახალგაზრდა მამაკაცს პირადი წყენა ჰქონდათ, რის გამოიც ის სასიკვდილოდ  გაიმეტა. 

მამუკა ნაცვალაძე
12.08.2021

დიდგორის ომი ქართველთა ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ბრძოლაა. ბუნებრივია, მანამდეც ყოფილა არაერთი ომი, ყველა ომს, დიდსა თუ მცირეს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. რომ არა ეს ბრძოლები, დიდი ალბათობით, საქართველო ვერ მიაღწევდა იმ ტრიუმფამდე, დიდგორის ომის სახელით რომ შემოინახა მატიანემ. 

ქართველთა გადახდილ ომებს შორის საერთაშორისო მასშტაბების თვალსაზრისით სწორედ დიდგორია უპრეცედენტო, დიდგორში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა ქრისტიანული სახელმწიფო, მოხდება თუ არა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სრული ისლამიზაცია.

ეს 1121 წელია, 12 აგვისტო...

ელზა პაპოშვილი
11.08.2021

ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ მძიმეა - საქართველოში ამ დროისთვის 46 000-მდე აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოებში თითქმის აღარ არის თავისუფალი ადგილები. ჯანდაცვის სამინისტრო საველე ჰოსპიტლების მოწყობის საკითხს განიხილავს. ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მედიკოსები კორონავირუსის გავრცელების ყველაზე რთულ ტალღად აფასებენ. 

ელზა პაპოშვილი
11.08.2021

უბედური შემთხვევა გურჯაანში-სოფელ ბაკურციხეში გზაზე არსებულ საკანალიზაციო ჭაში მამა-შვილი  62 წლის და 40 წლის მამაკაცები გარდაიცვალნენ. თავდაპირველად  გზის პირას მდებარე ჭაში მამა  ჩავიდა, რათა წყალი მეზობელი უბნისთვის მიეწოდებინა. თუმცა, უჟანგბადობის გამო გაიგუდა. 

მამუკა ნაცვალაძე
11.08.2021

მეთორმეტე საუკუნის ათიანი წლები საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენებით აღინიშნა ევროპაში. ორიოდე ათეული წლის წინ იერუსალიმისკენ დაძრულმა ჯვაროსნებმა მსოფლიო ისტორიის თვისობრივად ახალ ეტაპს დაუდეს სათავე. 

ეს ის პროცესებია, საქართველოს სამეფოს წისქვილზე რომ ასხამს წყალს. დავით აღმაშენებელი 1089 წლიდან ელის თავის ჟამს, დაბურულ, ნაცრისფერ გარემოში ჯერ კიდევ არ ჩანს სინათლე, მაშინ ჯერ კიდევ არავინ უწყის, ჩვენი ქვეყნისთვის ასე სასიკეთოდ რომ შეიცვლება საერთაშორისო ვითარება.

გავა ორიოდ ათეული წელი და საქართველოში იერუალიმის მეფე ბალდუინ მეორე ჩამოვა, ჩამოვა საკმაოდ კონკრეტული მისიით - ისე როგორც ქართველა სამეფო კარისთვის, ჯვაროსანთათვისაც ნათელია - ქრისტიანულ სახელმწიფოთა ერთიანი კოორდინაციის გარეშე ვერ დაიძლევა თურქ-სელჩუკთა ბარიერი.

ელზა პაპოშვილი
10.08.2021

სასტიკი დანაშაული თბილისში - ნაძალადევის რაიონში 40 წლის ქალი მისმა მეგობარმა 38 წლის მამაკაცმა დანით სასტიკად დაჩეხა. ქალი ნაქირავებ სახლში მძიმე მდგომარეობაში იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, სავარაუდოდ დამნაშავე ქალს ღამის საათებში, სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ აედევნა, სახლში შესულს ბინაში შეეჭრა და დანით 20-მდე ჭრილობა მიაყენა. 

მამუკა ნაცვალაძე
10.08.2021

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ქართულ ისტორიოგრაფიისათვის გამორჩეული თემაა. 1104 წელს ჩატარებულმა ამ უმნიშვნელოვანესმა ღონისძიებამ, ფაქტობრივად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორიის შემდგომი მსვლელობის ორიენტირი. სწორედ რუის-ურბნისში ჩაეყარა საფუძველი ეპოქას, შემდგომში "ოქროს ხანით" რომ  გაგრძელდა. აქ იღებს სათავეს ის პროცესები, რომელსაც გვირგვინად დაედგა დიდგორის ტრიუმფი.

ეს ის დროა, როცა ჯვაროსანებს იერუსალიმი უკავიათ, როცა თურქ-სელჩუკებს საქართველოსთვის აღარა "სცხელათ", როცა დავითი აღარ იხდის ხარკს, როცა კახეთის მრავალსაუკუნოვანი პრობლემაც მოგვარდა. ახლა სწორედ საეკლესიო საკითხს უნდა მიეხედოს, დიდი საქართველოს შექმნისკენ მძლავრ ბარიერად რომ ეღობება ქვეყანას.

ამ უმნიშვნელოვანესი საქმებისას დავითს გვერდში უდგანან მამამისი, “მეფეთ-მეფე” გიორგი და გიორგი ჭყონდიდელი, შემდგომში ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, რომელნიც იდუმალი შემოქმედნი იყვნენ იმ პერიოდის საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესისა.

ელზა პაპოშვილი
09.08.2021

არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი და კვლავ უცნობია რა ბედი ეწევა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელსაც 19 აპრილს ოპოზიციის  ნაწილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერეს. მოხდება თუ არა დოკუმენტით გაწერილი საკონსტიტუციო ცვლილებები, კვლავ უცნობია.  


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×