რეზონანსი 04.09.2021

ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ თბილისის მერად საკუთარი კანდიდატურის დაყენება, მოქმედ მერ კახა კალაძესთან დაპირისპირება, ასევე „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან გახარიას მწვავე კრიტიკა მწერალ და მსახიობ გივი სიხარულიძეს წინასწარ შედგენილი სცენარის ცალკეულ ნაწილებად მიაჩნია. ,,ეს ყველაფერი ერთი დიდი სპექტაკლია“, - განიცხადა მან „რეზონანსს“.
|
ელზა პაპოშვილი 02.09.2021

ვლადმერ ვახანიას მკვლელობის საქმე შესაძლოა თავდაყირა დადგეს - მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კახა კალანდია მკვლელობის ადგილას თანაკლასელმა ბადრი ხუბუამ მიიყვანა. ხუბუა სასტიკი მკვლელობის ფაქტს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ კალანდიამ დანაშაული შურისძიების მოტივით ჩაიდინა. როგორც ის ამბობს, კალანდია ბიზნესმენს ძმის მკვლელობას აბრალებდა და ამბობდა, რომ საქმეში მისი ხელი ერია. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი ის ეზოდან ყვირილით გამოვარდა და იძახდა რომ მისი ძმის მკვლელი დაჭრა.
|
ელზა პაპოშვილი 01.09.2021

განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ბიზნესმენი განმუხურში საკუთარი სასტუმროს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას ახლობელი მამაკაცი ცივი იარაღით თავს დაესხა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ვახანიას დანით ჭრილობები მისივე მეგობრის ძმამ მიაყენა. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მისავე სამშენებლო სასტუმროს ტერიტორიაზე უკვე მოკლული ხელოსანმა იპოვა.
|
თეონა ვეშაგური 31.08.2021

კორონავირუსი კვლავ განაგრძობს მუტირებას. მედიის ცნობით, სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტია აღმოჩენილი, რომელსაც მუტაციის შემაშფოთებელი რაოდენობა აქვს.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.08.2021

მალე შესაძლოა რესტორნებში, სასტუმროებში, კაფე-ბარებში, კონცერტებზე და ზოგადად სოციალურ აქტივობებში დასასწრებად ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, „პისიარ" ტესტის უიარყოფითი პასუხი, ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა მოგთხოვონ. ამის შესახებ „რეზონანსს" აკაკი ზოიძემ განუცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 21.08.2021

ჩხუბი და დაპირისპირება თბილისში - გმირთა მოედანზე ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ. დაზარალების ინფორმაციით, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ. „რეზონანსთან“ ტრანსგენდერი ქალები ჰყვებიან, რომ თავდამსხმელები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა რა ეროვნების - ვერ გაარკვიეს. ისინი ინგლისურად საუბრობდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 19.08.2021

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური საკუთარ სახლში იმყოფებოდა - იგი საკუთარი ძმის პანაშვიდს დაესწრო. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ოლიმპიურ ჩემპიონს უფლება მისცეს ძმის დაკრძალვაზე მისულიყო. ზურაბ ზვიადაურს საშუალება მიეცა სახლში, სამძიმრის მისაღებად 2 საათით დარჩენილიყო, რის შემდეგაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.
|
ელზა პაპოშვილი 18.08.2021

ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობაშ წაუყენეს ბრალი და მას 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი უფლებადამცველი მატკიცებს, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და შესაძლოა ამით კიდევ რამდენიმე ადამიანი გადაარჩინა დაჭრას ან დაღუპვას. „რეზონანსისთვის“ კი დაპირისპირების ახალი ვერსიები ხდება ცნობილი. გამოცემას სანდო წყარო მომხდარის ორ შესაძლო მიზეზს უყვება.
|
თეონა ვეშაგური 18.08.2021

კოვიდ ინფიცირებისას, ერთ-ერთ რისკ ჯგუფს ორსული ქლბატონებიც წარმოადგენენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის ყველა სახის პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. რა ფორმით ხორციელდება მათი მკურნალობა, როგორი სიმძიმით ხდება დაავადების მიმდინარეობა და შეუძლია თუ არა ვირუსს გავლენის მოხდენა ნაყოფის მდგომარეობაზე - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს.
|
მამუკა ნაცვალაძე 15.08.2021

დემეტრე პირველის სახელი მოკრძალებულად შემორჩა საქართველოს ისტორიას. ეს ბუნებრივი გახლდათ - იოლი არ იყო მამამისის, დავით აღმაშენებლის ჩრდილიდან გამოსვლა. მიუხედავად ამისა, მან მეტ-ნაკლებად მოახერა თავისი კვალი დაეჩნია ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური განვითარებისათვის. ის ქართველთა ცნობიერებაში პირველ რიგში უკვდავი საეკლესიო საგალობლის "შენ ხარ ვენახის" ავტორად დარჩა.
|
თეონა ვეშაგური 14.08.2021

ექიმები აცრაზე მისულ მოქალაქეებს ზოგ შემთხვევაში უსაფუძვლოდ ეუბნებიან უარს. ამის შესახებ განცხადება პაატა იმნაძემ გააკეთა და ასეთ მოქალაქეებს ურჩია, ექიმებს უარის წერილობითი დასაბუთება მოსთხოვონ. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი „რეზონანსთან" იმაზე საუბრობს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება აცრაზე მისული პაციენტი ვაქცინაციის გარეშე გამოუშვას ექიმმა.
|
მამუკა ნაცვალაძე 14.08.2021

ურთულესი რეგიონია კავკასია, ყველა დროისა და ფორმაციის მსოფლიო გეოპოლიტიკური სივრცისთვის საინტერესო და მიმზიდველი. სწორედ ეს ინტერესი ქმნიდა ქართული სახელმწიფოსათვის საკმაოდ რთულ და ხშირ შემთხვევაში ძნელად დასაძლევ რეალობას.
ცნობილი მეცნიერი მიხეილ თამარაშვილი ერთობ სახასიათო დელატს მიანიშნებს: კათოლიკე მისიონერებს არაერთხელ უთქვავთ - საქართველო ყოველი მხრიდან “გარემოცულია ისეთი მაჰმადიანი საშინელი მტრებისაგან, რომ თვით დედამიწასაც უმძიმს მათი ყოფნა”.
და ამ მრავალწახნაგოვანი პოლიტიკური ფონისას საქართველოსთვის წარმატების ერთადერთი ფორმულა მოქმედებდა - ფილიგრანული ბალანსი და ლავირება. მრავალეროვანი ქვეყანა უამრავი გამოწვევის, გაუთვალისწინებელი სირთულის წინაშე იყო და ასეთ დროს ჩვენს წინაპრებს მოეხერხებინათ სახელმწიფოს მართვა ისე, რომ ერთ პატარა ტერიტორიაზე ექვსი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთ არასდროს ჰქონოდათ ეროვნულ ნიადაგზე უთანხმოება, ეს კი სხვა არაფერი იყო, თუ არა მსოფლიო ქრესტომათიული დიპლომატიის უნიკალური მაგალითი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|