ელზა პაპოშვილი
07.12.2021

მარტყოფში მომხდარ კიდევ ერთი უმძიმეს ოჯახურ კონფლიქტი, რომელიც მსხვერპლით დასრულდა - „რეზონანსისთვის“ მომხდარის  ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალს ჩხუბის დროს ქმარმა ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, დაზიანება გაშველების დროს მათმა  შვილმაც მიიღო.  ხოლო მამაკაცს შემთხვევის დროს გული გაუსკდა და ადგილზევე გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კი საავადმყოფოში მრავლობით ჭრილობებით გადაიყვანეს. მათი  შვილი მხოლოდ მსუბუქად დაშავდა. 

ხატია ბერიძე
07.12.2021

აშშ-ში „ნეტფლიქსის" წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო. გაფრინდაშვილის ადვოკატის ადვოკატის მაია მწარიაშილის ცნობით, საქმის განხილვაზე სერიალ „ლაზიერის გამბიტის" სცენარისტი და პროდიუსერი ფრენკ სკოტი გამოიკითხა. განხილვას ქართული მხარე დისტანციურად დაესწრო.

თეონა ვეშაგური
07.12.2021

საქართველოში ვაქცინის ბუსტერდოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა. შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამოსცა. ამ ცვლილებას პოზიტიურად აფასებს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ხარებავა და „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ვადის შემცირება აცრის ეფექტურობის ხარისხს არ ცვლის და ამავე დროს საშუალებას გვაძლევს ნაკლებ დროში მეტი ადამიანი დაიბუსტოს, რაც ვირუსის გავრცელებას უფრო სწრაფად და ეფექტურად შეუშლის ხელს.

ელზა პაპოშვილი
06.12.2021

საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში 2008 წლის ომზე მოცემულმა ინფორმაციამ აღაშფოთა და მის პროგრამიდან ამოღებას ითხოვენ. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი. 

ელზა პაპოშვილი
06.12.2021

სასტიკად მოკლულ 15 წლის დავით კრავეიშვილს ოჯახი და მეგობრები უკვე რამდენიმე დღეა გლოვობენ და საზარელი დანაშაულის ირგვლივ სხვადასხვა ვერსიებს ჰყვებიან. პოლიციას მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებული ჰყავს და მასთან ერთად დააპატიმრა მისვე მეგობარი, რომელსაც დანაშაულის დამალვას ედავება. თუმცა,  მოწმეების ჩვენებების მიხედვით, დანაშაულის ჩამდენი ან მისი დამფარველი სხვა ადამიანებიც არიან. სავარაუდოდ, გამოძიება დაკავებულთა წრეს კიდევ გააფართოვებს. დაკავებული ორივე პირი 16 წლის არასრუწლოვნები არიან, რომლებიც  ამ ეტაპზე დანაშაულს არ აღიარებენ. 

ელზა პაპოშვილი
04.12.2021

სისხლიანი გარჩევა კახეთში - სოფელ კაბალში 18 წლის ახალგაზრდამ მეზობელი მამაკაცი ჩაცხრილა. როგორც თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, დაჭრას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. მიზეზი კი ერთი თვის წინ მათ მამებს შორის დაწყებული კონლფიქტია. პოლიციამ ბრალდებული რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ დააკავა. დანაშაული კი 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ელზა პაპოშვილი
03.12.2021

ქობულეთში კოსტავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა. 30 წლამდე მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა  მიაყენეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მოკლული მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქეა და ის მკვლელს იცნობდა. 

ია აბულაშვილი
03.12.2021

პროფესორმა კახაბერ ჯაყელმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ პოლიტმარკეტინგის მიმართულებით ქვეყანა ვერ განვითარდა და მას „გაუნათლებელი ემოციები" მართავს.

ელზა პაპოშვილი
02.12.2021

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“  საქართველოში გავრცელების საფრთხეებზე საუბრობენ.  მათი ინფორმაციით, ახალი შტამი, რომელიც უფრო აგრესიულია და სწრაფად ვრცელდება, საქართველოში, სავარაუდოდ, უკვე ერთ თვეში გამოჩნდება. კვლევების მიხედვით ის ახალგაზრდებში უფრო აგრესიულად და სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად, ე.წ. ბუსტერ დოზის ვადა 6 თვიდან 3 თვემდე შემცირდება. რას იზამს საქართველო, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერჯერობით „ომიკრონი“ საქართველოში არ გამოჩენილა. 

ელზა პაპოშვილი
01.12.2021

თბილისში ტექნიკის მაღაზია iPlus-ის ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს. მძარცველებმა დიდი რაოდენობის ტექნიკა წაიღეს. მაღაზიის გატეხვის კადრები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

ელზა პაპოშვილი
30.11.2021

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური თავისუფალია და ის ახლა საბოლოო ვერდიქტის მოლოდინშია. მის საქმეს  ნაფიცი მსაჯულები 7 დეკემბერს განიხილავენ და ოლიმპიურ ჩემპიონს ძმის მკვლელის განზრახ მკვლელობის ფაქტზე განაჩენს გამოუტანენ.   


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×