ელზა პაპოშვილი
20.12.2022

მკვლელობა სოფელ დიღომში - მოკლულია ავტოხელოსანი, ხოლო მისი  დამხმარე კი ცეცხლსასროლი ჭრილობებით კლინიკაშია მოთავსებული. კრიმინალური დაპირისპირების დეტალებზე ვერავინ საუბრობს. სისხლიანი ანგარიშსწორების თვითმხილველი მხოლოდ  ხელოსნის დამხმარეა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ამ დორმდე კლინიკაში იმყოფება. 

ელზა პაპოშვილი
19.12.2022

იმერეთში, ხონის რაიონში ახალგაზრდა კაცი მეზობლის გამოსარჩლების გამო მოკლეს. მას რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით დედის თვალწინ მიაყენეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან,  დაჭრილი კაცი დედას და ახლობლებს შველას სთხოვდა, თუმცა, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს. მას ჭრილობა ფილტვის არეში ჰქონდა მიყენებული, რომელიც  სასიკვდილო აღმოჩნდა.     

ელზა პაპოშვილი
18.12.2022

კაცი, რომელმაც ქუთაისში მგაზვრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა, აცხადებს, რომ მათი სახლში საქეიფოდ წაყვანა სურდა და დანაშაულის ჩადენა განზრახული არ ჰქონდა. შემთხვევა 16 დეკემბერს საღამოს მოხდა. ორი ნასვამი მამაკაცი ქუთაისის ერთ-ერთი ავტობუსში ავიდა და ის მგზავრებიანად გაიტაცა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტობუსის მძღოლი შესვენებაზე იყო გასული და სწორედ ამ დროს მათ საზოგადობრივი ტრანსპორტი 20 მგზავრთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ერთ-ერთი მამაკაცი საჭესთან  დაჯდა, ხოლო მეორემ  მგზავრებს განუცხადა, რომ ყველანი მათთან საქეიფოდ მიჰყავდათ. 

ელზა პაპოშვილი
15.12.2022

ახალქალაქში სავარაუდოდ, მეგობარმა მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის მოკვლა ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალებით სცადა. როგორც „რეზონანსს“ ქალის მეზობლები უყვებიან, ძლიერი აფეთქების ხმა მათ ე.წ. სამხედრო დასახლებაში  ღამის 11 საათზე გაიგეს. მიზეზი წინასწარ განზრახული მკვლელობა იყო. 

ელზა პაპოშვილი
14.12.2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მეზობელმა მეზობელი დაჭრა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი დაკარგული საქონელი გახდა, რომლის მოპარვასაც მამაკაცი 50 წლის მეზობელს აბრალდებდა. 

ელზა პაპოშვილი
13.12.2022

2021 წლის 10 სექტემბერს კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი კლინიკას, სადაც ბიჭი მკურნალობდა, მის  გარდაცვალებაში სდებს ბარალს. სამშაბათს  ოჯახმა და ადვოკატებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკის მედიკოსების დასჯას ითხივენ და ამტკიცებენ, რომ 20 წლის ჩარკვიანი ნარკოტიკების ზედოზირებით მოკლეს, ექიმებმა კი სამედიცინო ისტორია გააყალბეს. ოჯახი ამბობს, რომ სავარაუდო დამნაშავე მედიკოსების ვინაობა პროკურატურამ იცის, თუმცა მათ ხელს აფარებს.

ელზა პაპოშვილი
12.12.2022

აჭარაში საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ახალგაზრდა ქალი მამამთილმა მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ის ოჯახური კონფლიქტის შემდეგ პოლიციაში დარეკვას ცდილობდა. 

ადგილობრივები „რეზონანსს“  უყვებიან, რომ მამამთილმა ქალს სამზარელოში მაშინ ესროლა, როცა ის ტელეფონით სამართალდამცველებთან დარეკვას ცდილობდა. ამ საზარელ ფაქტს კი მისი არასრუწლოვანი შვილები შეესწრნენ. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და რძალი შვილიშვილების თვაწლინ გაიმეტა. ის პოლიციამ ცხელ კვალზევე დააკავა. მამაკაცი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.   

ელზა პაპოშვილი
10.12.2022

ვინ არის ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ცისკარა ტოხოსაშვილი და რა კავშირი აქვთ მას და მის ძმას ცნობილ ტერორისტთან, „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაურ ახმედ ჩატაევთან? 9 დეკემბერს მას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. მისი საქმის დეტალებიო გასაიდუმლოებულია და სასამართლო - დახურული. პანკისის ხეობაში მიიჩნევენ, რომ ტოხოშვილი, პრაქტიკულად, თავად ჩაბარდა საქართველოს პოლიციას.

ელზა პაპოშვილი
07.12.2022

თბილისში, "ლაგუნა ვერესთან" მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ერთ პირს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ერთი კი გაამართლეს, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება და სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.  

ელზა პაპოშვილი
06.12.2022

საზარელი მკვლელობა ბრუკლინიში - ერთი ქართველი მოკლულია, მეორეს გადარჩენას კი ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. ამერიკაში მცოხვრები ქართველი ემიგრანტები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ როგორც დაზარალებულები, ისე თავდამსხმელებიც ქართველები არიან.

ელზა პაპოშვილი
04.12.2022

სასტიკი მკვლელობა რაჭაში - სოფელ მეორე ტოლაში მეზობელმა მეზობელი მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, 3 თანასოფლელი  ტყეში შეშის მოსაჭრელად წავიდა, სადაც კონფლიქტი მოხდა. ამის შემდეგ 35 წლის გიორგი სოხაძემ 61 წლის ომარ გაბისონია ცივი იარაღით მოკლა. მეორე  მეზობელმა კი თავს გაქცევით უშველა. 

ელზა პაპოშვილი
02.12.2022

რამდენიმე თვიანი გამოძიების შემდეგ, მასწავლებელს, რომლსაც მოსაწვლეებზე სექსუალური ხასიათის ძალადობა ედებოდა ბრალად, მოსამართლემ დამნაშავედ სცნო. მას საქალაქო სასამართლომ 8 წლით პატიმორობა მიუსაჯა. საქმის მიხედვით ირკვევა, რომ დაზარალებული სულ 4 მოსწავლეა, რომლთა ასაკიც 13 და  12 წელია. 

მათ ინტერესებს სასამმართლოში ორგანიზაცია "საფარი" იცავდა. მოზარდებმა  დაზარალებულის სტატუსი საქმეში ორგანიზაციის ჩართვის შემდეგ, 2022 წლის მარტში მიიღეს.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×