სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ოთარაშვილი
    09.03.2010

    ფასანაურელები ისევ ანტისანიტარიასა და ამ მხრივ სოფელში არსებულ განუკითხაობაზე საუბრობენ. როგორც რამდენიმე თვის წინ "რეზონანსი" იუწყებოდა, ფასანაურს ნაგავსაყრელის არქონის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მთელი რაიონის ნაგავს არაგვის კალაპოტი იტევდა. დუშეთის გამგებელი "რეზონანსს" უცხადებდა, რომ აღნიშნულ პრობლემას მალე მოაგვარებდა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ამ მხრივ ფასანაურში დღემდე პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა.

    მარი ოთარაშვილი
    09.03.2010

    "ჩვენი ხელისუფლებისგან არანაირი საყვედური, სიტყვიერიც კი, არ მიგვიღია და რატომ, რის საფუძველზე უნდა გაგვათავისუფლონ, ვერ გამიგია," - ამბობს, "რეზონანსთან" საუბრისას ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ვიცე-ხელმძღვანელი ალექსანდრე (პაკო) ბარათაშვილი და იმასაც დასძენს, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია მისი და ალან ჯუსოევის გათავისუფლების შესახებ ჭორია.

    მარი ოთარაშვილი
    08.03.2010

    აფხაზეთში ადმინისტრაცულ საზღვარზე რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. როგორც "მთელ კვირას" გალელებმა აცნობეს, ენგურის ხიდი ორმხრივად გადაკეტილია, მოძრაობა-გადაადგილება კი - პარალიზებული. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, თორნიკე კილანავა "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები სამხედრო ბანაკების მშენებლობას თაგილონი-შამგონას მონაკვეთში, ნაბაკევ-ხურჩასა და ოტობაია-განმუხურში, ფაქტობრივად, ამთავრებენ.

    მარი ოთარაშვილი
    08.03.2010

    ახალგორის სკოლებიდან წეროვნის სკოლებში გადასულმა მოსწავლეებმა ისევ ახალგორის სკოლებში დაიწყეს დაბრუნება, მაგრამ წეროვნის დირექცია გადამსვლელ მოსწავლეებს პირად საქმეს არ აძლევს და ამით ცდილობს, ოკუპირებულ ხეობაში დაბრუნების სურვილი გაუქარწყლოს - ამის შესახებ "მთელ კვირას" თავად ახალგორის ადგილობრივმა მოსახლემ აცნობა, თუმცა აღნიშნულს წეროვნის სკოლის დირექტორი არ ადასტურებს.

    ლანა ბერიძე
    08.03.2010

    უახლოეს მომავალში საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჟურნალისტ ვახო სანაიას ახალი გადაცემა დაიწყება. "რეზონანსის" ინფორმაციით, გადაცემა ჟურნალისტური გამოძიების კუთხით უნდა მომზადებულიყო, პირველი არხის გენდირექტორი გია ჭანტურია კი აცხადებს, რომ სანაიას გადაცემა კლასიკური გაგებით ჟურნალისტური გამოძიება არ იქნება, თუმცა იქნება გამოძიების ელემენტებიც. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, სანაია საზოგადოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე ანალიტიკურ გადაცემას გააკეთებს, დაახლოებით ისეთს, როგორიც მას "იმედზე" უკვე ჰქონდა.

    გიორგი ფუტკარაძე
    08.03.2010

    ჟურნალისტთა მიერ გასული წლის დეკემბერში არჩეული მედიაეთიკის საბჭო საქართველოს მთავარ პროკურატურას ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმართვას უგზავნის და ამ საკითხზე მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავასთანაც გეგმავს შეხვედრას.

    სალომე ცეცხლაძე
    08.03.2010

    ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც ხშირად ვხედავთ და ვესაუბრებით, მაგრამ არც კი ვიცით, რა დიდი სულისა და ისტორიის მატარებლები არიან ისინი. დღეს ერთ-ერთ მათგანზე, იური ხუციძეზე მოგითხრობთ, კაცზე, რომელიც "რეზონანსს" დღისითაც და ღამითაც იცავს და მისი ბიოგრაფიის უკან იმალება ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ ნახა ცხოვრებაში, ტკივილი, იმედგაცრუება, გაჭირვება, იბრძოდა აფხაზეთში, დაკარგა შვილი, შემდეგ დაკარგა საცხოვრებელი, მაგრამ რაც მთავარია, არ გახდა გულგრილი.

    მარი ჩიტაია
    05.03.2010

    დაუმთავრებელი მშენებლობები თანდათან სერიოზული საფრთხის შემცველი ხდება. ოდნავ ძლიერი ქარი ან წვიმა საკმარისია იმისათვის, რომ რომელიმე ახლად აშენებული, მაგრამ ჯერაც დაუსრულებელი კორპუსი ჩამოიშალოს. მორიგი შემთხვევა იოსებიძის ქ. #71-ში მოხდა. ქარმა მშენებარე სახლის მე-10 სართული ჩამოანგრია.
    უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური საშუალება შენობის დაკონსერვებაა, რასაც სამშენებლო კომპანიები არ ან ვერ ითვალისწინებენ.

    ქეთი თოდუა
    05.03.2010

    თავის მოვლა ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც ბოლო პერიოდში გამარტივდა. უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია სპეციალური ჰიგიენური საშუალებები. აფთიაქებში თუ კოსმეტიკურ მაღაზიებში უამრავი პროდუქცია იყიდება: ნელსაცხებლები, ნიღბები, შამპუნები, პარფიუმერია და ასე შემდეგ.
    თავის მოვლის თანამედროვე საშუალებებს ბევრი კომპონენტი დაემატა. თუ ადრე ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას მხოლოდ სახის მოვლას აქევდნენ, ამას უკვე ტანის მოვლაც დაემატა. ტანის მოსავლელი კრემები, მასაჟები, ვარჯიში - მათთვის დამატებითი კომპონენტები გახდა.

    მარიამ ხიდაშელი
    05.03.2010

    თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდა. სანამ ოპოზიცია ერთმანეთში კინკლაობს, ხელისუფლება წინასაარჩევნო ქულებს იწერს. თელავის ბიუჯეტში ჯერ კიდევ 2009 წელს დაგეგმილი ქალაქის რეაბილიტაციისთვის თანხა არ აღმოჩნდა, მაგრამ სოციალური პროგრამებისთვის თანხა ყოველთვის მოიძებნება. ექსპერტების განცხადებით, ეს პროგრამები არჩევნების მოსაგებად ყველაზე კარგად მუშაობს.

    სალომე ცეცხლაძე
    27.02.2010

    საქართველოს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მათ წინააღმდეგ წამოწყებულ გაძლიერებულ საინფორმაციო კამპანიას აპროტესტებენ, რომელიც, მათი თქმით, 2009 წლის 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს გაძლიერდა. ისინი აქცენტს 22 თებერვალს გაზეთ "ვერსიაში" გამოქვეყნებულ სტატიაზე აკეთებენ, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" ლიდერი არნოლდ სტეფანიანი რუსეთის აგენტადაა მოხსენიებული.

    მარი ოთარაშვილი
    27.02.2010

    ახალგორში დარჩენილ ქართულ ორგანიზაცია-დაწესებულებებს ახალგორის ლეგიტიმური ხელისუფლების მუნიციპალიტეტი თუ აღარ დააფინანსებს, ავტომატურად მინიშნება იქნება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მათზე და დე ფაქტო ოსურ მმართველობას გადაულოცა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved